ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად

Tamari Mumladze
კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
1946
Comments: 26

Goals

Problem statement:

ქალაქ ლაგოდეხში ორი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლათა შორის დაშორება არც ისე დიდია, მაგრამ თავად ქალაქი ისეა განაშენიანებული, რომ მოსწავლეთა ერთ ნაწილს, რომელნიც მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, სკოლამდე მისასვლელად გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე სხვა სკოლაში. ამიტომ, გადავწყვიტე, წინამდებარე პროექტი სწორედ მე-3 სკოლისათვის დამეგემა. მოსწავლეთა უმეტესობა სკოლაში ფეხით დადის, ხოლო შორი მანძილიდან ბავშვები და მოზარდები სატრანსპორტო საშუალებით მიდიან. თუმცა, დილის საათებში სკოლებისაკენ მიმავალი ცენტრალური ქუჩები ისეა გადატვირთული, რომ კერძო ავტომობილით ან სკოლის ავტობუსით გადაადგილება სულაც არ არის მოსახერხებელი, როცა გაცილებით დროულად და მოხერხებულად ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ტრანსპორტის სახეობით - ველოსიპეტითაც შეიძლება. მაგრამ მოსწავლეები სკოლაში ველოსიპეტებით ერთი მიზეზის გამო ვერ დადიან. სკოლაში არ არის ველოსიპეტების პარკირების ადგილი, სადაც მოსწავლეები შესძლებდნენ ველოსიპეტების გაჩერებას როგორც მზიან, ისე წვიმიან ამინდში.
წარმოდგენილი იდეის მომზადებამდე, მომზადებამდე, გავესაუბრე მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - მეორედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ჩემი მიზანი იყო გამერკვია, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა მათთვის სკოლაში სათანადო გარემოს შექმნა. ამჟამად აღნიშნულ სკოლაში 416 მოსწავლეა. მათგან, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, გამოკითხული იქნა 50 მოსწავლე. მოსწავლეთა განმარტებით, ველოსიპეტებით სკოლაში სიარული დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასაც შეუწყობდა ხელს. მაგრამ, იმის გამო, რომ სკოლაში არ არსებობს სათანადოდ დაცული გარემო ველოსიპეტების გასაჩერებლად, თავს იკავებენ მისი გამოყენებისაგან. ამასთან, სკოლაში აღმოვაჩინე 8 ბავშვი, რომელიც უპირობობის მიუხედავად, მაინც ველოსიპეტით მოდის სკოლაში, მაგრამ მას ან მეზობლად მცხოვრები ნაცნობი ოჯახების ეზოში აჩერებენ, ან სკოლის პირველი სართულის კიბის ქვეშა უჯრედში, სადაც მხოლოდ ორი ველოსიპეტი თავსდება. სამწუხაროდ, დაზიანების ან მოპარვის შიშით, ეზოში ველოსიპეტს ვერავინ ტოვებს.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

იმისათვის, რომ სკოლაში ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სასიამოვნო და სახალისო გავხადოთ სკოლაში სიარული, საჭიროა, სკოლის ეზოში, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, ველოსიპეტების გასაჩერებელი ადგილის მოწყობა, რომელიც გათვლილი იქნება მინიმუმ 50 ადგილზე და დაცული იქნება როგორც მზისაგან ასევე, წვიმიანი ამინდისაგან. აღნიშნული საკითხის მოგვარებით აქტიურად არის დაინტერესებული სკოლის დირექცია, რომელსაც მოსწავლეები ხშირად მიმართავენ თხოვნით, შეიქმნას საპარკინგე ადგილი. ასევე, მზაობას გამოხატავენ მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკუთარ შვილებს სიამოვნებით გაუშვებენ სახლიდან ველოსიპეტით, რაც დაზოგავს მათ დროს და ამავდროულად, ხელი შეეწყობა მათი შვილების ჯანსაღ და ჯანმრთელ ცხოვრებას. პარალელურად, დაზიანებისაგან იქნება დაცული იქნება მათ საკუთრებაში არსებული ქონება - ველოსიპეტი. საჭიროების შემთხვევაში, ფონდისათვის წარდგენილი იქნება როგორც მშობლების, აგრეთვე, სკოლის დირექციის თანხმობის წერილი. ველოსიპატების პარკინგისათვის განკუთვნილი კონსტრუქცია წერტილოვან საძირკველზე დამაგრებულ საყრდენებზე აეწყობა და შედუღდება მილ-კვადრატების მარტივი კონსტრუქცია, ხოლო შემდეგ გადაიხურება მეტალო-კრამიტის სახურავით. მასში განთავსებული ველოსიპეტები დამაგრებული იქნება საკეტი ტროსით და კლიტით. ველოსიპეტების გასაჩერებელი ადგილი მოსწორდება ბეტონის საფარით. შედეგად, ქ. ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში, 65 კვ.მეტრი ფართის მქონე ტერიტორიაზე განთავსდება მარტივი ტიპის ველო-პარკინგის გადახურული კონსტრუქცია, რომლითაც ისარგებლებს სკოლის 50 მოსწავლე. მოსარგებლეთა შორის დაცული იქნება გენდერული ბალანსი, რაზეც ყოველდღიურ რეჟიმში იზრუნებს სკოლის დირექცია. მოსწავლეთა წასახალისებლად და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის პროექტის დაფინანსების შემთხვევაში სამუშაოების დასრულების შემდეგ, მე-3 სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა ველო-მარათონი.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

პროექტის წარმატებით განხორციელებაზე პასუხისმგებლობას აიღებს იდეის ავტორი -თამარ მუმლაძე, რომელიც ვალდებულია მე-3 საჯარო სკოლის ეზოში შექმნას პროექტთ დასაბუთებული და აღწერილი პარკინგის ადგილი - რკინის მარტივი კონსტრუქციით და სახურავით. მისი დასრულების შემდეგ, შექმნილი ინფრასტრუქტურა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა მე-3 საჯარო სკოლის დირექციას, რომელიც ვალდებულებად აიღებს მის მოვლა-პატრონობას. მაგალითად, რკინის კონსტრუქციის პერიოდულად შეღებვა და სხვა. პროექტის მომზადების პერიოდში აქტიური კომუნიკაცია მქონდა სკოლის ხელმძღვანელობასთან. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნება სკოლის დირექციის თანხმობის წერილი სათანადო ფართის გამოყოფასა და მოწყობილი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სკოლა, რომელშიც პროექტი უნდა განხორციელდეს, მდებარეობს ქ. ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩა N 49-ში. იგი გახლავთ სსიპ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლა, რომელშიც დღეისათვის ირიცხება 416 მოსწავლე. მათგან 219 გოგონა და 197 ვაჟი. მოსწავლეთა 30%-ს ეთნიკური უმცირესობა (სომხები, რუსები, აზერბაიჯნელები) წარმოადგენს. განხორციელებული პროექტით თანაბრად ისარგებლებენ როგორც გოგონები, ასევე ბიჭები, რადგან ლაგოდეხში საკმაოდ პოპულარულ გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს ველოსიპეტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია ორივე სქესის ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ხოლო თანაბრადხელმისაწვდომობაზე აქტიურად იზრუნებს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალყურს ველო-პარკინგის დატვირთვისა და გამოყენების პროცესს.

Recommendations

Reviewer 2

Would be good to know how many kids have bikes or would get them if there was bike parking.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
თამარ მუმლაძე

ქ. ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში, 65 კვ.მეტრი ფართის ბეტონით დაფარულ ტერიტორიაზე განთავსდება მარტივი ტიპის ველო-პარკინგის გადახურული კონსტრუქცია, ველოსიპედების სადგომებისათვის, განკუთვნილი 50 ველოსიპეტზე. ველოსიპატების პარკინგისათვის განკუთვნილი კონსტრუქცია წერტილოვან საძირკველზე დამაგრებულ საყრდენებზე აეწყობა და შედუღდება მილ-კვადრატების მარტივი კონსტრუქცია, ხოლო შემდეგ გადაიხურება მეტალო-კრამიტის სახურავით. მასში განთავსებული ველოსიპეტები დამაგრებული იქნება საკეტიანი ტროსით.
სამუშაოების აღწერა
65კვ.მ (25X2,6) ბეტონის საფარის მოწყობა.
25X2,6X2.5 ზომის მეტალის კონსტრუქციის მოწყობა მილ-კვადრატებით.
კონსტრუქციის გადახურვა მეტალო-კრამიტის სახურავით.
გადახურული კონსტრუქციის ქვეშ ველოსიპეტების სადგომის მოწყობა მილ-კვადრატებით - გათვლილი 50 ველოსიპედზე.

ი.მ. დავით ფეიქრიშვილი

ქ. ლაგოდეხი, ჯანელიძის ქ. 39

593991082
5 780,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Keti Khachidze ქნ, თამარ, გილოცავთ! გთხოვთ, გაგვიზიაროთ ფოტოები, სადაც ასახული იქნება, რამდენი ბავშვი სარგებლობს ამ ველოსადგომით. მადლობა!
Reply
Tamari Mumladze დასრულდა ჩვენი პროექტი. ქ. ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლას თანამედროვე, უმშვენიერესი და კომფორტული ველო-პარკინგი აქვს. მადლობა ფონდ ორბელიანს მხარდაჭერისათვის. საოცრად საინტერესო და სასიამოვნო იყო ფონდის თანამშრომლებთან ურთიერთობა, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ დაგვხმარებოდნენ საქმიანობის სწორად და ოპერატიულად წარმართვაში. ყველას დიდ მადლობა, ვინც მცირე თუ დიდი წვლილი შეიტანა ჩენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში.
Reply
Tamari Mumladze ველო-პარკინგით სარგებლობა შეუძლია ქ. ლაგოდეხის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. განხორციელებული პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, რაც ვიმედოვნებთ, გადამდები იქნება სხვა სკოლებისათვისაც.მის განხორციელებაში მოხალისეობრივად ჩართულნი იყვნენ სკოლის ადმინისტრაცია უფროსკლასელები და მოსწავლეთა მშობლები.
Reply
Tamari Mumladze ველო-პარკინგი წარმოადგენს რკინის მილ-კვადრატებით შეკრულ და შედუღებულ კონსტრუქციას, რომელიც გადახურულია თუნუქის ფენილით.
Reply
Tamari Mumladze ესეც ასე! მგონი გავედით ბოლოში. ჩვენი ველო-პარკინგი მზად არის. მხოლოდ ტერიტორიის მოსწორება და მოსუფთავება დაგვრჩა. ორშაბათიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ლამაზი და კომფორტული ველოსიპეტების სადგომით, რომელიც გათვლილია 30 ველოსიპეტზე და დაცულია წვიმისგან და მზისაგან. თოვლი ჯერ არსად ჩანს...
Reply
Tamari Mumladze საქმიანობები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ღონისძიებათა გრაფიკში აცდენა არ გვაქვს.
Reply
Tamari Mumladze ძველით ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო გულშემატკივრებო. შემოქმედებითი წინსვლა, იდეების სიახლე და მრავალფეროვნება დაგბედებოდეთ. დრო წინ მიიწევს და ჩვენი ველო-პარკინგიც ნელ-ნელა „იმოსება". გასულ კვირას კონსტრუქცია თუნუქის ფენილით გადაიხურა. მიმდინარე კვირას კი სწავლის დაწყებამდე გვსურს, ველოსიპეტების დასაბმელი, მილ-კვადრატებით აწყობილი კონსტრუქციაც დავამონტაჟოთ, რათა 2019 სასწავლო წლის განახლებამდე დავასრულოთ სამშენებლო სამუშაოები.
Reply
Tamari Mumladze ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო გულშემატკივრებო! ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ! წინასაახალსწლო დღეებში ცივი ამინდის მუხედავად, მაინც ვაკოპწიავებდით ჩვენს ველო-პარკინგს. გვინდოდა, გადახურვაც მოგვესწრო. მაგრამ წვიმამ შეგვიშალა ხელი. წვიმიან ამინდში შეუძლებელი იყო სახურავის შიდა კარკასის შედუღება. შემდეგ ახალი წლის სასიამოვნო და ემოციებით სავსე დღეები... შემდეგ სტუმრები და მასპინძლობა... და აგერ დღეს უკვე სახურავის მასალაც მივიტანეთ სკოლის ეზოში და საიმედო ადგილას დავასაწყობეთ. ხელოსანმა სალტეები შეადუღა. კვირის ბოლომდე თუნუქის ფურცლებსაც დაალაგებენ. შემდეგ კვირაში კიდევ შეგეხმიანებით და ფოტოებით გიჩვენებთ უკვე გადახურულ კონსტრუქციას.
Reply
Tamari Mumladze :)
Reply
Tamari Mumladze ესევც კიდევ რამდენიმე ფოტო
Reply
Tamari Mumladze ჩანაფიქრი კარგი არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მისი კარგად შესრულებაა. ძალიან მინდა, ყველას მოსწონდეს და ყველა კმაყოფილი იყოს, როგორც დონორი - ,,ორბელიანი საქართველოს" სახით, ასევე, ის მოსწავლეები, რომლებისთვისაც მზადდენა ეს ფერადოვანი ველო-პარკინგი. ბავშვები სკოლაშ რომ მიდიან, პირველ რიგში იმ ტერიტორიისკენ გარბიან, სადაც პარკინგს ვაწყობთ. რადგან იციან, რომ ყოველდღიურად რაღაც ემატება მათ ველოსიპეტების სადგომს. გასული კვირის განმავლობაში ჯერ ნახევრადაწყობილი კონსტრუქცია შეიღება, შემდეგ ღრმა ორმოები ამოიჭრა ბოძების ჩასაბეტონებლად... შემდეგ ბოძების ჩაბეტონებაო, შემდეგ მოედნის საძირკველის მომზადება და ბეტონის ჩასხმაო...ერთი სიტყვით, საქმიანი და დაძაბული კვირა გადავაგორეთ.მგონი გამოგვდის რაღაც...დროშიც სათანადოდ ვეტევით. მთავარია, ერთი-ორი დღე კიდევ დაგვაცადოს ამინდმა. სხვა არაფერი გვაბრკოლებს. ახალი წლის დადგომამდე, გვსურს სახურავიც მოვასწროთ. იმედი მაქვს, შევძლებთ...დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ჩვენო გულშემატკივრებო!
Reply
Tamari Mumladze იმედი მაქვს, ახალ წლამდე უკვე თვალნათლივ დავინახავთ, რა გამოგვდის. მთავარია, არ მოყინოს. ამინდი ჩვენს მხარეს თუ იქნება, ყველაფერი გამოგვივა.
Reply
Tamari Mumladze ჩვენო გულშემატკივრებო, ნელ-ნელა წინ მივიწევთ. უკვე დავიწყეთ ველო-პარკინგის კარკასის აწყობა. ხელოსანმა თავის სახელოსნოში დაჭრა მილ-კვადრატები და ცალცალკე დეტალებად ააწყო კონსტრუქციის ნაწილები, რომელსაც შემდეგ ადგილზე, სკოლის ეზოში შეადუღებს ერთ მთლიანობად. მას საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებიც ეხმარებიან. თავად მოსწავლეები კი ხშირად მეხმიანებიან. მეკითხებიან, ჩვენი საკეთებელი საქმე როდის გაჩნდებაო. ერთი სული აქვთ, როდის შეღებავენ ფერად და ნათელ ფერებში ველო მოედანს. მომავალ კვირაში ორმოები უნდა ამოიჭრას და ბეტონის საძირკველიც ჩაისხმება.
Reply
Tamari Mumladze უკვე გავიარეთ ის გზა, როცა ყველაფერი უნდა დაგველაგებინა, შეგვეთანხმებინა, მოგვენახა მომწოდებელი და საქმიანობების ხარისხიანად შემსრულებელი. წამოწყებულ ასეთი ტიპის კონსტრუქციის აწყობას და დადგმას პროფესიონალური მიდგომა და შესრულება უნდა. ამიტომაც დიდი სიფრთხილით ვუდგებით საქმეს. ამ დღეებში სკოლის ეზოში ხრეშს - დამტვრეულ ქვას მივიტანთ პარკინგის მოედნის მოსამზადებლად. პარალელურად კი ხელოსანი მილ-კვადრატებს დაჭრის და მოამზადებს კარკასის შესაკრავად.
Reply
Nino Giorgadze თამარ იქნება ფოტოც დაამატოთ, უკეთესი ვიზულაური აღქმა რომ ქონდეს ინფორმააციას.
Reply
Tamari Mumladze კიდევ ერთი კვირაც მიილია. ამ ერთი კვირის მანძილზე ჩვენი პროექტის დასაწყებად მოსამზადებელი საქმიანობა განხორციელდა. მაღაზიამ, საიდანაც სამშენებლო მასალები უნდა წამოგვეღო, მოგვცა სათანადო ინვოისი. ასეთივე ინვოისი მივიღეთ ხელოსნისაგანაც. ფონდთან კონსულტაციების გავლის შედეგად, დაიხვეწა და საბოლოო სახე მიიღო ამ დოკუმენტმა. რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ფონდის წარმომადგენლებს. ეხლა უკვე სათანადო სამშენებლო მასალების მოწოდებას ველით მაღაზიისგან, რომ უკვე სამუშაოების შესრულებას შევუდგეთ. იმედი მაქვს, ზამთარი არ იქნება ისეთი მკაცრი, რომ ხელი შეგვიშალოს ღია ცის ქვეშ მუშაობისას.
Reply
Tamari Mumladze დრო გადის... ჩვენც არ ვჩერდებით... მას შემდეგ, რაც სამეურნეო და სამშენებბლო საქონელის მაღაზიაში სათანადო სამშენებლო მასალები შევარჩიეთ ველო-პარკინგის კონსტრუქციის ასაგებად და ხელოსანთან შეთანხმებით, საჭირო მასალების ზუსტი რაოდენობაც დავითვალეთ, მაღაზიიდან და ხელოსნისაგან მივიღეთ ინვოისები, რომელიც დაუყოვნებლივ გავგზავნეთ ფონდში. სკოლაში კი მოხალისეთა გჯუფის წევრები შევიკრიბეთ, რომლის შემადგენლობა საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში გაერთიანებულნი ვართ სკოლის მე-2 და მე-3 საფეხურის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები. მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრებიც. შეხვედრაზე მოხალისეებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი პროექტის განხორციელების პროცესში (ჩართულობა გამოიხატება საკუთარი შრომით) და ასევე, მონიტორინგს გავუწევთ შესრულებულ საქმიანობებს. ამავე შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობის ფონზე კონსესუსის მიღწევით შევთანხმდით, სკოლის ეზოს რომელ მონაკვეთში აჯობებს პარკინგის გამართვა. იმედი გვაქვს, ზამთრის ცივი დღეები არ შეგვიშლის ხელს საქმიანობა დათქმულ ვადებში განხორციელბაში... გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
Reply
Tamari Mumladze ასევე, შევხვდით რამოდენიმე ხელოსანს და გავაცანით ჩვენი პირობები. მათგან შევარჩიეთ ერთი, რომელიც თანახმაა შეასრულოს ყველა საჭირო საქმე: რკინის კონსტრუქციის დაჭრა და შედუღება, ადგილზე მონტაჟი, გადახურვა, ტერიტორიის მოცემენტება. საქმიანობებში მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც ამავდროულად, მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე საქმიანობებს.
Reply
Nino Giorgadze თამარ ძალიან ყოჩაღები ხართ. წარმატებები
Reply
Tamari Mumladze დიდი მადლობა. უზომოდ მამხნევებს თქვენი სიტრყვები.
Reply
Tamari Mumladze ამ დროისათვის დავადგინეთ პროექტისათვის გათვლილი სამშენებლო მასალების ფასები, შევარჩიეთ ადგილობივი მომწოდებელი - მაღაზია ლაგოდეხში, რომელიც შესძლებს უზრუნველყოს ყველა საჭირო მასალის მოწოდება: მილკვადრატები - სხვადასხვა დიამეტრის და ზომის, სახურავის მასალა, ხე-მასალა, ცემენტი, ხრეში, საღებავი და ა.შ.
Reply
Tamari Mumladze იმ პირველი ემოციის განცდის შემდეგ, როცა პროექტის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის ორი წევრი ვეწვიეთ ორბელიანის ოფისს და მივიღეთ რეკომენდაციები პროექტის მართვის და საქმიანობათა განხორციელების შესახებ.
Reply
Tamari Mumladze დავიწყეეეთ! უკვე შევუდექით მუშაობას. ხრეში მივიტანეთ სკოლის ეზოში. წვიმიანი ამინდის გამო, ვერ მიგვქონდა. ბავშვები მეკითხებოდნენ, გადაიფიქრეთ ველო პარკინგის მოწყობაო? ხრეში რომ დაინახეს, გაიხარეს, არ გადაუფიქრებიათო! პარალელურად, მილ-კვადრატები მივტანეთ ხელოსანთან. სახელოსნოში დაიჭრება და გამზადდება ასაწყობად. ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებხოლმე თანმიმდევრულად.
Reply
Tamari Mumladze დავიწყეეეთ! უკვე შევუდექით მუშაობას. ხრეში მივიტანეთ სკოლის ეზოში. წვიმიანი ამინდის გამო, ვერ მიგვქონდა. ბავშვები მეკითხებოდნენ, გადაიფიქრეთ ველო პარკინგის მოწყობაო? ხრეში რომ დაინახეს, გაიხარეს, არ გადაუფიქრებიათო! პარალელურად, მილ-კვადრატები მივტანეთ ხელოსანთან. სახელოსნოში დაიჭრება და გამზადდება ასაწყობად. ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებხოლმე თანმიმდევრულად.
Reply
Tamari Mumladze დავიწყეეეთ! უკვე შევუდექით მუშაობას. ხრეში მივიტანეთ სკოლის ეზოში. წვიმიანი ამინდის გამო, ვერ მიგვქონდა. ბავშვები მეკითხებოდნენ, გადაიფიქრეთ ველო პარკინგის მოწყობაო? ხრეში რომ დაინახეს, გაიხარეს, არ გადაუფიქრებიათო! პარალელურად, მილ-კვადრატები მივტანეთ ხელოსანთან. სახელოსნოში დაიჭრება და გამზადდება ასაწყობად. ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებხოლმე თანმიმდევრულად.
Reply
Tamari Mumladze დავიწყეეეთ! უკვე შევუდექით მუშაობას. ხრეში მივიტანეთ სკოლის ეზოში. წვიმიანი ამინდის გამო, ვერ მიგვქონდა. ბავშვები მეკითხებოდნენ, გადაიფიქრეთ ველო პარკინგის მოწყობაო? ხრეში რომ დაინახეს, გაიხარეს, არ გადაუფიქრებიათო! პარალელურად, მილ-კვადრატები მივტანეთ ხელოსანთან. სახელოსნოში დაიჭრება და გამზადდება ასაწყობად. ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებხოლმე თანმიმდევრულად.
Reply