ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად - All Activity

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented on comment : Nino Giorgadze at: 16 ნოემბერი, 2018 10:15 p.m.

დიდი მადლობა. უზომოდ მამხნევებს თქვენი სიტრყვები.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

დრო გადის... ჩვენც არ ვჩერდებით... მას შემდეგ, რაც სამეურნეო და სამშენებბლო საქონელის მაღაზიაში სათანადო სამშენებლო მასალები შევარჩიეთ ველო-პარკინგის კონსტრუქციის ასაგებად და ხელოსანთან შეთანხმებით, საჭირო მასალების ზუსტი რაოდენობაც დავითვალეთ, მაღაზიიდან და ხელოსნისაგან მივიღეთ ინვოისები, რომელიც დაუყოვნებლივ გავგზავნეთ ფონდში. სკოლაში კი მოხალისეთა გჯუფის წევრები შევიკრიბეთ, რომლის შემადგენლობა საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში გაერთიანებულნი ვართ სკოლის მე-2 და მე-3 საფეხურის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები. მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრებიც. შეხვედრაზე მოხალისეებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი პროექტის განხორციელების პროცესში (ჩართულობა გამოიხატება საკუთარი შრომით) და ასევე, მონიტორინგს გავუწევთ შესრულებულ საქმიანობებს. ამავე შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობის ფონზე კონსესუსის მიღწევით შევთანხმდით, სკოლის ეზოს რომელ მონაკვეთში აჯობებს პარკინგის გამართვა. იმედი გვაქვს, ზამთრის ცივი დღეები არ შეგვიშლის ხელს საქმიანობა დათქმულ ვადებში განხორციელბაში... გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Nino Giorgadze commented on comment : Tamari Mumladze at: 13 ნოემბერი, 2018 07:11 a.m.

თამარ ძალიან ყოჩაღები ხართ. წარმატებები

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ასევე, შევხვდით რამოდენიმე ხელოსანს და გავაცანით ჩვენი პირობები. მათგან შევარჩიეთ ერთი, რომელიც თანახმაა შეასრულოს ყველა საჭირო საქმე: რკინის კონსტრუქციის დაჭრა და შედუღება, ადგილზე მონტაჟი, გადახურვა, ტერიტორიის მოცემენტება. საქმიანობებში მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც ამავდროულად, მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე საქმიანობებს.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ამ დროისათვის დავადგინეთ პროექტისათვის გათვლილი სამშენებლო მასალების ფასები, შევარჩიეთ ადგილობივი მომწოდებელი - მაღაზია ლაგოდეხში, რომელიც შესძლებს უზრუნველყოს ყველა საჭირო მასალის მოწოდება: მილკვადრატები - სხვადასხვა დიამეტრის და ზომის, სახურავის მასალა, ხე-მასალა, ცემენტი, ხრეში, საღებავი და ა.შ.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

იმ პირველი ემოციის განცდის შემდეგ, როცა პროექტის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის ორი წევრი ვეწვიეთ ორბელიანის ოფისს და მივიღეთ რეკომენდაციები პროექტის მართვის და საქმიანობათა განხორციელების შესახებ.