კინო რუსთავში - All Activity

კინო რუსთავში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
tornikekiria@gmail.com commented

კინოჩვენებები "თაობაში" სისტემატურად იმართება. პირველი 4 ჩვენება ოთხშაბათს გაიმართა, თუმცა შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კინო კვირას გადაგვეტანა. ვინაიდან ზაფხულია, ვფიქრობთ, უფრო კომფორტული იქნება ფილმების ღია ცის ქვეშ გაშვება, ამიტომ ამ კვირაში სწორედ გარეთ ვაპირებთ კინოჩვენებას.

კინო რუსთავში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
tornikekiria@gmail.com commented

13 მარტს პროექტის მეორე კინო ჩვენება გაიმართა. პირველი კვირის მსგავსად, ფილმი ორ სეანსად ვაჩვენეთ. ბავშვებისთვის ანიმაცია "წვრილფეხა", ზრდასრულებისთვის ახალი ფილმი "ვარსკვლავის დაბადება". 7 საათიან, ბავშვების სეანსს დაახლოებით 15 ბავშვი დაესწრო. მათი უმრავლესობა მშობელთან ერთად იყო. პირველმა კინოჩვენებამ დაგვანახა, რომ ბავშვების სეანსს გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე მოზრდილების ფილმს. შესაბამისად, მეორე კვირას შედარებით ახალი და სახელგანთქმული ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" ვაჩვენეთ. უნდა აღინიშნოს, რომ სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით, როცა სეანსზე ახალგაზრდებთან ერთად შუა ასაკის ქალბატონებიც მოვიდნენ.

კინო რუსთავში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
tornikekiria@gmail.com commented

პირველი კინოჩვენება გაიმართა 6 მარტს, ორ სეანსად. ბავშვებისთვის ქართულ ენაზე ვაჩვენეთ ფილმი "განძის პლანეტა", ზრდასრულებისთვის "ვენომი". ფილმს დაესწრო 20 ბავშვი მშობლებთან ერთად. დაახლოებით 10 ადამიანი ესწრებოდა მეორე სეანსს. საერთო ჯამში, კარგი გამოხმაურება გვქონდა. ახალი სეანსების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

კინო რუსთავში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
tornikekiria@gmail.com commented

რაც შეეხება ჩვენი პროექტის გეგმებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება TV4-თან, რომელიც გვეხმარება ლიცენზირებული ფილმების მოძიებაში. უახლოეს მომავალში დაანონსდება პირველი სეანსი, მანამდე კი გაკეთდება გვერდი, თაობისგან დამოუკიდებლად - Taoba Cinema. გვერდი მაქსიმალურად გავრცელდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით და რაც შეიძლება მეტი რუსთაველი შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი კინოჩვენებების შესახებ.

კინო რუსთავში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
tornikekiria@gmail.com commented

პროექტორის ეკრანი წამოსაღებია ორბელიანის ფონდის ოფისიდან, პროექტორი მაღაზიიდან.

კინო რუსთავში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
tornikekiria@gmail.com commented

გამარჯობათ