ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს - All Activity

ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, წერეთლის ქუჩა
მერიემ ცხოვრებაძე commented

გადავედით უშუალოდ კედლის მოხატვაზე. კედლის დაგრუნტვის შემდეგ, კეთდება კონტურები ფორმების გამოსაყვანად, ხოლო შემდეგ საღებავებით ხატვა.

ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, წერეთლის ქუჩა
მერიემ ცხოვრებაძე commented

მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო კედლის დამუშავება და შემზადება მოხატვისთვის. გალესვის შემდეგ დაიწყება კედლის დაგრუნტვა რის შემდეგაც ის მოიხატება.

ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, წერეთლის ქუჩა
მერიემ ცხოვრებაძე commented

Პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მიეცით ჩემს ქალაქს, ჭიათურას. Შესაძლებლობისთვის, რომელიც მიეცით ახალგაზრდებს, რათა წვლილი შეეტანათ ქალაქის გაუმჯობესებაში.

Ჩემი იდეის, “ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს”, მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ერთ–ერთი თავშეყრის ადგილის, გამარჯვების პარკის გაუმჯობესება. Პარკში ბინების კედლები ცუდ მდგომარეობაშია, ამასთან, სავსეა ულამაზო წარწერებით, რაც ცუდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს იქ მოსიარულე ხალხზე. Იდეაც სწორედ ამ ბინების მოხატვა და დადებითი გავლენის გავრცელებაა.

“ორბელიანი საქართველომ” ამის შანსი მომცა, რაც საკმაოდ სასიხარულოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის.

Ჩემი იდეის არჩევის შემდეგ აქტიურად შევუდექი მუშაობას. Დავუკავშირდი სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებს, სპეციალისტებს, ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებს. Დავიწყე საუკეთესო პროდუქტის მოძიება შესაბამისი სამუშაოსთვის. Მოვძებნე მოხალისეები, რომელთა დახმარებით გამარჯვების პარკი გალამაზდება.

Ნივთების საყიდლად ავარჩიე ადგილობრივი მაღაზია, რომელსაც აქვს ნამდვილად ხარისხიანი და საუკეთესო პროდუქცია. Შესაბამისად გავთვალე შესაძენი ნივთების რაოდენობა და ინვოისი გადავუგზავნე “ორბელიანი საქართველოს”.

Უშუალოდ კედლის მოხატვა, რამდენიმე დღეში დაიწყება.