მეკლდეურობა ჭიათურის მომავლისათვის

nikoloz kapanadze
იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი,
1251
Comments: 5

Goals

Problem statement:

ზემოთ აღნიშნული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი წარმოგიდგენთ პროექტს სახელწოდებით ,,მეკლდეურობა ჭიათურის მომავლისათვის“ პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ჭიათურელი სტუდენტები, ქალაქის და სოფლის სკოლის მოსწავლე ახალგაზრდები. პროექტში ჩართული იქნება ასამდე მონაწილე. პროექტის ფარგლებში განხორციელდება: დამონტაჟდება განათება, შევიძენთ დამატებით სპეციალურ აღჭურვილობას(დამცავ ქამრებბს, თოკებს, კარაბინებს, ჩაფხუტებს, გრიგრის, რვიანი დესანტიორი და სხ.) მუსიკალური მოწყობილობა, პროექტი განხორციელდება პროექტის ბოლო დღეებში ჩატარდება ახალგაზრდული ფესტივალი მეკლდეურობაში.
ჭიათურის სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე არის მრავალი სავარჯიშო (საცოცი) ადგილი მეკლდეურობაში, სადაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ვიკრიბებით ახალგაზრდები სისტემატიურად და ვვარჯიშობთ. უფრო ხშირად კი ქალაქის ტერიტორიაზე, ,,საშევარდნოს კლდის“ მიმდებარედ ვატარებთ შეკრებებს და ვარჯიშებს, სადაც მრავალი ფესტივალი და შეჯიბრება ტარედება, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარჯიშო ტრასები საკმარისად განათებული, ტრასებს ჭირდება განახლება, ან ახლის დამატება. არ არის ხმოვანი (მუსიკალური) გაფორმების შესაძლებლობა და სხვ.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად გაგვაჩნია რამდენიმე წლიანი გამოცდილება, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის დროს. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ვღებულობდით მონაწილეობას ნერგების დარგვის აქციებში, ვახორციელებდით დასუფთავების სამუშაოებს, ვანთავსებდით ნაგვის ურნებს, ვამზადებდით და ვამონტაჟებდით საინფორმაციო და მანიშნებელ დაფებს და ა. შ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა ყველა საჭირო სამუშაო შევასრულოთ რაც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად, ასევე გვაქვს მხარდაჭერა გამოცდილი პირების და ორგანიზაციების, როგორიცაა: GM, ჭიათურის მუნიციმაპიტტის მერია და სხვ. რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ პროექტი წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში გაიმართება ფესტივალი, სადაც 30 მდე ახალგაზრდა მეკლდეური მიიღებს მონაწილეობას. დავგეგმვათ დიდი ღიონისძიებას, სადაც ქალაქიდან და სოფლებიდან მოვიწვევთ სტუმრებს. მოეწყობა შეჯიბრებები და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ეს გაზრდის სპროტის ცნობადობას და მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ სპორტში. პროექტის მიზანია მეკლდეურ ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა როგორც ქალიქდან, აგრეთვე სოფლებიდან, სადაც სპორტი ფაქტიურად არ არსებებს. ვგეგმავთ ჩართული გოგოების რაოდენობის გაზრდას და მის გათანაბრებას ბიჭების რაოდენობასთან.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში შედეგი იქნება გრძელვადიანი და მრავალმხრივ სასარგებლო, რადგან გამოყოფილი თანხები დაიხარჯება არა ერთჯერადი, პირადი საჭიროებებისათვის, არამედ მუდმივი საჭიროებების საგნების და ინვენტარისათვის, რომლთა გამოყენებას შეძლებენ როგორც სპორცმენები ასევე მოყვარულები. ფესტივალის და შეჯიბრის მოწყობის მსურველი საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ აქ მოწყობილი დამცავი ბადეები დაიცავს როგორც მეკლდეურობაში მოვარჯიშეებს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ტურიზმის განვითარებას ჭიათურის რაიონში. შესყიდულ ნივთებს პროექტის დასრულების შემდგომ განკარგაავს ჭიათურის მეკდეურთა კლუბი "კარიანი კლდე", ჩვენ გვაქვს სამწლიანი გამოცდილება და შემდგომი განვითარებისთვის გვესაჭიროება დამატებითი აღჭურვილობის დამატება რათა გავზარდოთ უსაფრთოების სტანდარტები. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა და დაინტერესება დიდია მეკლდეურობის მიმართ. კარიანი კლდე არის არაკომერციული კლუბი, რომელიც ემსახურება ჭიათურის ახალგაზრდებს სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

მეკლდეურთა კლუბ ''კარიანი კლდე'' -ში თანაბარ უფლება მოსილებით სარგებლობენ, როგორც გოგონები ასევე ბიჭბი. ერთად ვვარჟიშობთ და არაა რაიმე განცალკევება. მეკლდეურობა ეს სპორტი არ გამოყობს საპირისპირო სქესის წარმოპმადგენლებს, როგორც ფეხბურთში ან რაგბშია... ამიტომაც თანაბარი პოპულარობით სარგებლობს გოგონებშიც და ბიჭებში.

Recommendations

Reviewer 1

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის უსაფრთხოების ზომები და სტანდარტები იყოს კარგად გათვლილი, დაცული და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ნივთები

1.თოკი "დინამიკა"-200მ. 1600ლ.
2.თოკი "სტატიკა"-150მ 1200ლ.
3.ორმაგი გორგოლაჭი ჩამკეტი 2 ც 490ლ.
4.ორმაგი გორგოლაჭი 2 ც 264ლ.
5.რვიანი 4 ც 136.ლ.
6.ჟუმარი 2 ც 288ლ.
7.კარაბინი თასმით 10ც. 700ლ
8.გრიგრი 2ც. 600ლ.
9.დავცის ქამარი 2ც. 500ლ

შ.პ.ს. "მოგზაური"

ნუცუბიძის ქ. 193

599547500
5 778,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

nikoloz kapanadze 18.06.2020 გაიხსნა ბოლდერინგის კედელი პროექტი განხორციელდა ,,ორბელიანი საქართველოს'' პლატფორმის საშუალებით, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
Reply
nikoloz kapanadze სავარჯიშო კედელის წვიმისგან დასაცავად დავხურეთ ფერადი სახურავით.
Reply
nikoloz kapanadze აქტიურად მიმდინარეობს ბოლდერინგის კედელის აწყობა
Reply
nikoloz kapanadze ჭიათურაში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მეკლდეურობის ხელოვნური საცოცი ე.გ. ბოლდერინგის კედელი.
Reply
nikoloz kapanadze ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია მეკდეურობის განვითარება, ამიტომაც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა.
Reply