პლასტმასი - მსოფლიო გამოწვევა, შეიტანე შენი წვლილი

ზურაბ მაჩიტიძე
იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, ჭიათურა, თხელიძის ქ. 1
995
Comments: 1

Goals

Problem statement:

ადამიანი, რომლებიც გაიგონებენ პლასტმასის შესახებ, გარემოს დაბინძურებაზე, უკვე მისთვის ცხადია, თუ რა ზიანს აყენებს ის ადამიანის ხელით გარემოს, ეკო სისტემას, ფლორას და ფაუნას, ზვღვის ბინადართ... მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას ამ მხრივ, თუმცა ყველა თანხმდება რომ ნაგვის ურნამდე მიტანა არაა პრობლემა, თუმცა შეგროვებაზე და გადაყრაზე რატომღაც ყველა თავს იკავებს, ბუნება კი თავად ეზიდება მდინარეების სახით ზღვებსა და ოკეანეებში, ყვირილა კი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ბუნებრივი სანიტარია, უფრო მეტიც ის აგროვებს შენაკადებიდან და მცირედი ღელეებიდან ხეობებში გადაყრილს პალსტასის ბოთლებს თუ მსგავს, ჭიათურაში თხელიძის ქუჩაზე მდებარეობს მდინარე ყვირილაზე კაშხალი, სადაც ერთ დიდ აუზში ნათლად ჩანს ასეულობით თავმოყრილი პლასტმასი, რომელიც ელოდება იქნებ ვინმემ მოიფიქროს ერთ ადგილზე ამდენი პლასტმასის ამოღება შესაბამისი მოწყობილობით, თუნდაც ბადით, მაგრამ თითქოს ეს სხვისი გასაკეთებელია, ამიტომ იდეა რამდენიმე ახალგაზრდას გავაცანი, მზაობა და მონდომება გამოხატეს და ჩვენს ყვირილას გაწმენდი იდეა პროექტად ვაქციეთ, მარტივი ხერხით, ამაში კი თქვენი პროექტი დაგვეხმარება და იმედია ქალაქიც ჩვენი დახმარებით და ყვირილას აუზიც ამოისუნთქებს, ეს რომ ერთჯერადი იყოს კიდევ არაფერი, ყოველი წვიმის შედეგად მსგავსი სურათი - მოგვეცით თქვენი პროექტით საშუალება ვიზრუნოთ ჭიათურის ეკო სისტემაზე, პრაქტიკულად და არა მხოლოდ ტრანსპარანტებით...

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

აღნიშნული პროექტი გავაცანით სამაშაველო სამსაურის რამდენიმე მუშაკს, მათი ჩართულობა აუცილებელია, ჩვენს მიერ მაშველების დახმარებით მოხდება ბაგირის გაჭიმვა მდინარეზე, კაშხლის ჯებირებზე ამის საშუალება არსებობს, ბუნებრივია შევათანმხმებთ ადგილობრივ მერიასთან პროექტის თაობაზე, ბაგირებზე მოხდება მოძრავი ბადის დამაგრება და უფრო წვრილი ბაგირის დახმარებით მოხდება ბადის და ჯალამბარის საშუალებით პლასტმასების და სხვა სახის ნაგვის ნაპირზე ამოტანა და შესაბამის სატვირთო მანქანაზე განთავსება, რომელსაც დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა და პროექტში მონაწილებაზე მზად არიან დაგვეხმარონ... იდეა მართლაც კრეატიულია, დღემდე მსგავსი სურვილი შეიძლება ბევრს ქონდა, თუმცა განხორციელება დღემდე არ მომხდარა - თქვენი პროექტის სახით კი ბევრი ინიციატივების განხორციელებაა შესაძლებელი...

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ნივთები დამონტაჟებული იქნება კაშხლის ტერიტორიაზე და მის განკარგვას მოახდენს ახალგაზრდების ჯგუფი და ზემოთხსენებული სამსახურები...

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ბუნებრივია, გენდერული თანამონაწილეობა დაშვებულია სურვილის შესაბამისად...

Recommendations

Reviewer 1

ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭიროა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ლითონის მასალები

ლითონის ბაგირი 10 მმ-ნი - 1 გრძ.მ 12 ლარი, 200 მეტრი = 2400 ლარი
ბაგირი ლითონის 6 მმ-ნი - 1 გრძ.მ 7 ლარი, 200 მეტრი = 1400 ლარი
დამჭიმი მოწყობილობა - 1 ცალი = 150 ლარი
ბაგირის სამაგრები - 20 ცალი X 5 ლარი = 100 ლარი
ჯალამბარი პლასტმასის ამოსაღებად ელექტრო = 350 ლარი
ბადის კონსტრუქციისთვის საჭირო მასალები: კონსტრუქცია შევადუღებთ ჩვენივე ძალებით
მილკვადრატი 30X20X2 8 X 6=48მ X 3,50 = 168 ლარი
ელექტროდი (ერთი შეკვრა) 3 მმ-ნი = 18 ლარი
გორგოლაჭები 6 ცალი - 150 ლარი
ბადე კონსტრუქციისთვის მოთუთიებული - 250 ლარი

ამწე ჯგუფი

გიორგი სააკაძის დაღმართი N11
თბილისი
571 25 55 55

571 25 55 55
4 986,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ზურაბ მაჩიტიძე ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს პლასტმასის ამოღების აქტივობები, მოხდა ადგილის დათვალიერება კონკრეტული ქმედებებისათვის უსაფრთოხების ინჟინერთან (ლადო მუმლაძე) და კაშხლის ტექნიკური სამსახურის უფროსთან კობა კვანტიძესთან, განვიხილეთ უსაფრთხოების პროცედურები, კონსტრუქციის დამონტაჟების ადგილები... ბატონმა კობამ გამაცნო გრაფიკი, თუ როდის და რა გარემოებაში ხდება კაშხლის გაშვება...
Reply