საზაფხულო კინო-თეატრი

Nino Gogsadze
იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, ნინოშვილის #12, სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერი - უვიწყარა
1035
Comments: 1

Goals

Problem statement:

კინო ადამიანს უყალიბებს გემოვნებას, ამა თუ იმ საკითხთან დავაშირებით ექმნება წარმოდგენა და გამოთქვამს საკუთარ აზრს ფილმში მომხდარ მოვლენებზე. იგი ადამიანისთვის დასვენების საშუალებაა და ეხმარება სხვადასხვა საკითებზე დაფიქრებაში.იქნება ეს პირადი თუ საზოგადო.
კაცობრიობის არსებობის განმავლობაში,რეჟისორები კინოში გამოხატავდნენ უსაზღვრო ემოციებს,ასახავდნენ სოციალურ პრობლემებს,გვაჩვენებენ რეალობას და გვამახვილებენ ყურადღებას ისეთ დეტალებზე,რომლებსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. საბოლოოდ, ფილმს შეუძლია გაგხადოს უფრო კარგი მოაზროვნე,ვიდრე მის ყურებამდე იყავი.
სამწუხაროა,როცა ისეთი მნიშვნელობის ქალაქში როგორიცაა ჭიათურა კინო აღარ ფუნქციონირებს,ახალგაზრდები მოკლებულნი არიან მიიღონ სარგებელი კინო-ფილმებისგან,იმსჯელონ და განიხილონ ფილმში წარმოჩენილი ესა თუ ის პრობლემა,დაინახონ და გააცნობიერონ პრობლემის გადაჭრის სხვადსხვა გზები. ამ ყველაფერთან ერთად არსებობს უსარგებლო და მოსაბეზრებელი ფილმები,რომლებიც ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენს,სამწუხაროა,მათი ნაწილი, სწორედ ასეთ ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას,თუმცა კინო-თეატრის არსებობის შემთხვევაში მათ მიეწოდებათ ისეთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები,რომლებიც განავითარებენ პიროვნულად,დააფიქრებთ თავის ქვეყნის მომავალზე,ადამინის უფლებაზე და მოვალეობებზე,საბოლოოდ კი გახდით მოქალაქეობრივად უფრო აქტიურს და პოზიტიურად მოაზროვნეს.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პროექტში გამარჯვების შემთხვევაში მოვაწყობთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,სკვერში საზაფხულო კინო-თეატრს,რომელიც განკუთვნილი იქნება ახალაგზარდებისთვის. დიდი ეკრანი სკვერის ეზოში განთავსდება, სადაც ყოველკვირეულად ფილმების ჩვენება მოეწყობა.რომელშიც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღსანიშნავია,ისიც,რომ ერთჯერადად განვახორციელეთ ფილმის ჩვენებება თეატრში,რამაც დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. შესაბამისად გაგვიჩნდა სურვილი ფილმის ჩვენებებს პერმანენტული სახე მისცემოდა. აღნიშნულ სკვერში არსებული ერთი კედელი მოიხატება საზოგადოებისათვის მისაღებ თემაზე(ქართველი და უცხოელი ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების გამოსახულებებით).ნახატს შეასრულებს დამწყები და პროფესიონალი მხატვრებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ჩრდილოეთ კედლის მხარე (სადაც გაშუქდება ფილმი) გალამაზდება დაკიდული ყვავილების (ქოთნის) სიმრავლით. სკვერი არის აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ჭიათურელი ქალბატონის ეთერი სამხარაძე/ჯღამაძის სახელობის. ყოველი ფილმის გაშვების წინ შესაბამისი კომპეტენციის მქონე პიროვნება გააცნობს ფილმის მოკლე შინაარს და როლს საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების საქმეში. ფილმის დასასრულს ახალგაზრდებს ექნებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა,სადაც მოკლედ მიმოიხილავენ ფილმის არსს. ასევე ექნებათ მომავალი ფილმის არჩევის საშუალებაც. ამასთანავე ფილმების გაშუქებასთან ერთად ახალგაზრდებს შეეძლებათ მოაწყონ საინფორმციო შეხვედრები და ტრენინგები.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ინიციატივის დასრულების შემდეგ,შესყიდული ნივთები გადაეცემა შესანახად ორგანიზაცია - ჭიათურელთა კავშირს,რომელიც სკვერში მოაწყობს სხვადასხვა დანიშნულების საინფორმაციო შეხვედრებს.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

როგორც აღვნიშნეთ,კინო-თეატრი განკუთვნილი იქნება ახალგაზრდებისთვის,თუმცა დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
პროექტორი,ეკრანი,საღებავი,ფუნჯი,A4-ის ფორმატი,ქოთანი,სარებავი,ძელსკამები

პროექტორი,ეკრანი,საღებავი,ფუნჯი,A4-ის ფორმატი,ქოთანი,სარებავი,ძელსკამები
პროექტორის ეკრანი ALLSCREEN MANUAL PROJECTION SCREEN 213X169 - 1050 ლარი
პროექტორი Vivitek DS262 DLP Projector SVGA (800 x 600) 3500 320 ლარი
საღებავი (დიდი “ტუპიკი“) 12 ფერიანი - 3 შეკვრა 500 ლარი
შესაღები გორგოლაჭი (“კატოკი“) 100 ლარი
ფასადის ემულსია 25ლ 100 ლარი
დიდი ზომის ფუნჯი 3 ცალი - 45 ლარი
საშუალო ზომის ფუნჯი 3 ცალი - 45 ლარი
პატარა ზომის ფუნჯი 3 ცალი - 45 ლაარი
A4 ფორმატი - 100 ცალი - 100 ლარი
ძელსკამი - 5 ცალი - 1750
ქოთნები 20 ცალი - 300 ლარი
ქოთნის საკიდები - 20 ცალი - 160 ლარი
ყვავილები 20 ცალი - 100 ლარი
მიწა 40კგ -120 ლარი

MyMarket.ge

თბილისი, ნუცუბიძის ქ. 129 III სართული

205 268 645
4 735,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Gogsadze პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის მერიასთან,გავითვალისწინეთ მათ მიერ შემოთავაზებული იდეები,ასევე მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სკვერის ტერიტორიის მოწესრიგება. რაც შეეხება პროექტის უშუალო მიმდინარეობას,აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან,ყველა ინვოისი მზად არის გარდა ერთისა,რომელოიც ხვალ დილით მზად იქნება და გადმოიგზავნება!
Reply