ხელმისაწვდომი ინტერნეტი ყველას

ანანო არაბიძე
იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, გამსახურდიას ქუჩა N19
838
Comments: 2

Goals

Problem statement:

ტყიბული

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ზემოხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ ქ,ტყიბულის ცენტრალური მოედანისათვის შეგვეძინა WI-FI როუტერები( 2 ერთეული), რომლებიც დიდ მანძილზე შეძლებენ ინტერნეტ კავშირის გავრცელებას და გახდიან მას უფრო მასშტაბურს და ყველასათვის ხელმისაწვდომს. გარდა ამისა, საჭირო იქნება შევიძნოთ ციფრული ტექნიკის(მობილური ტელეფონის, ლეპტოპის) დამტენი აპარატი(1 ერთეული), რომელიც საშუალებას მისცემს შეკრებილ საზოგადოებას ინტერნეტის მოხმარებასთან ერთად, დამუხტონ საჭირო მოწყობილობები. ასევე, ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებით ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გაეზრდება ქალაქ ტყიბულში მცხოვრებ ადამიანებს (ცენტრალური მოედნით სარგებლობს ქალაქის მცხოვრებთან აბსოლუტური უმრავლესობა, რადგან ის საფეხმავლო და სატრანსპორტო კვანძია) და ქალაქ ტყიბულის სტუმრები, იქნებიან უცხოელი ტურისტები თუ რაჭისაკენ მიმავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსკურსიების მონაწილეები.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდულ ნივთებზე პასუხისმგებელნი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. როუტერს ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფს ტყიბულის მერია. (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი დაწესებულებები უკვე ინფორმირებულები არიან და მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გარდა ამისა, ტერიტორია, სადაც განთავსდება ინვენტარი არის მერიის წინა ტერიტორია, შესაბამისად კონტროლდება მათ მიერ. ასევე აქვე არის პოლიციის შენობა და ტერიტორია კამერებით კონტროლდება)

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

არსებული მომსახურეობა თანაბრად მისცემს საშუალებას ქალსა და მამაკაცს ერთნაირად ისარგებლოს სერვისით

Recommendations

Reviewer 1

სასურველია, რომ იდეა განხორციელდეს ახალგაზრდების ხშირი თავშეყრის ადგილას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
WI-FI როუტერი

საჭიროა შევიძინოთ 2 ერთეული wi-fi როუტერი, რომლითაც ისარგებლებს 100 მოწყობილობა. (ერთი ცალის ღირებულება 600 ლარი)

ი.მ. ზურაბ მერკვილაძე

ქ.ტყიბული - რუსთაველის #5

ტელ:558217761
1 200,00 ₾
მობილურის დამტენები

საჭიროა შევიძინოთ 1 ერთეული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს დამუხტონ თავიანთი ელექტრონული მოწყობილობები

ი.მ. ზურაბ მერკვილაძე

ქ. ტყიბული რუსთაველის #5

ტელ:558217761
1 700,00 ₾
სატენის მონტაჟი

საჭიროა დავამონტაჟოთ მობილურების დასამუხტი მოწყობილობა, რაც მოითხოვს დამატებით ხელოსნის ანაზღაურებას

დანიელ გელანტია, ანანო არაბიძე

ქ.ტყიბული- ლესელიძის #19

555 41 09 05
100,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ანანო არაბიძე 📩მოგესალმებიიით , მინდა გაცნობოთ ის ფაქტი რომ პროექტისათვის საჭორო თანხები გადარიცხულიაა ,მოწყობილობების დამზადების პროცესიც წარმატებით მიმდინარეობსს ,საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს გახსნითი ღონისძიების დაგეგვმის საბოლოო სრულყოფისავის და ასრულებს ბოლო დეტალებს 💌 ძირითადი სამზადისი ეხებაა გახსნითი ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას ,ფორმალური თყ ტექნიკური დეტალების გამო ღონისძიების გადადება მგვიხდა ,მაგრამ სულ მალეე პროექტი მზად იქნება 💌
Reply
ანანო არაბიძე სამოქმედო გეგმის მიხედვით აქტიურად ტარდება საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები, დაიგეგმა გახსნის ღონისძება ასევე გავაკეთეთ Facebook event , რამაც ხელი შეუწყო ჩვენი პროექტის გავრცელებას
Reply