Library and Community Center for Giorgeti - All Activity

ninomodebadze1989@gmail.com commented

იმის გამო, რომ პროექტით გათვალისწინებული საღებავები სრულად გაიხარჯა გარკვეული შეცდომების გამო ხელოსნების მხრიდან, მომიწია სხვა გზით მათი მოძიება. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ -"ლელი" - გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი თემის საჭიროებებზე ზრუნვის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოვიყენე და სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად დავწერე პროექტი, რომელშიც გავითვალისწინე სამკითხველო ოთახის ფანჯრებისა და ორივე კარის შეღებვისთვის საჭირო საღებავები, ამოშენებული ფანჯრის ადგილზე ხის თაროების შეძენა/დამონტაჟება და დღის ფარდები ორივე ფანჯრისთვის.. პროექტში გაწერილი იყო სხვა აქტივობებიც, რომელიც არაა კავშირში სამკითხველო ოთახთან..

პროექტი დაგვიფინანსეს და ბიუჯეტის ათვისებას ნელ-ნელა ვახდენთ.

შევღებეთ ფანჯრები.. იმის გამო, რომ ფანჯრის ჩარჩოები ძალიან ძველია და დეფექტების დაფარვა ძნელი იქნებოდა, გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა მუქი ყავისფერი საღებავი. იდეამ გაამართლა! :) ხის სიძველე დიდწილად დაიფარა. ფანჯრების შეღებვაში დამეხმარა მამაჩემი <3

elene.modebadze.2016@mail.ru commented

ხის ეს დასადგამი სუნელების ჩასაყრელ ჭურჭელს მოჰყვა, როცა ვიყიდეთ :) ჰოდა, სხვა დანიშნულება მოვუძებნე: შევღებე, საკიდი გავუკეთე და სამი საყვავილე შიგ ჩავდე :)

ტასოს ახლა ექვსი საყვავილე და ორიგინალური საკიდი ექნება თავისი ოთახისთვის. ძალიან ახარებს ასეთი რამეები! :))) წაღებამდე ჩვენი სახლის კედელს ამშვენებს :)

elene.modebadze.2016@mail.ru commented

მე ელენე ვარ, ტასოს და. :) დიდად არ მესმის იმ ყველაფრის მნიშვნელობა, რა საქმიანობასაც ტასო ეწევა. არ შემიძლია იმის გაგება, როგორ იტვირთავს თავს ადამიანებისთვის, რაღაცების ცვლილებისთვის და მერე ამას სულ პატარა შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, რომ ადამიანებს ასეთი რამეები არ სჭირდებათ, საოცრებების მოხდენას კი დრო და სხვა საშუალებები უნდა. მაგრამ პატივს ვცემ ჩემი დის სურვილებს და რწმენებს, ოცნებებს იმის შესახებ, რომ აუცილებლად შეცვლის საკუთარ სოფელში ბევრ რამეს. ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა მივეშველო ამ პროცესებში და კონკრეტულად კი სამკითხველო ოტახის გალამაზებაში.

მიყვარს ნივთების სხვა დანიშნულებით გამოყენება :) სახლში უქმად ყოფნისას მარანში მინის ეს წურჭლები ვიპოვე, საყვავილეებად გამოვიყენე, ბაფთები შევაბი და იები ჩავაწყვე :)

ტასო ამ საყვავილეებს ოთახის გახსნის დროს წაიღებს და იქ განათავსებს :)

qebadze@hotmail.com commented

დღეს მე და ტასომ ფანჯრის ჩარჩოებიდან ძველი საღებავი ჩამოვფხიკეთ. ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ორი ფენა საღებავი ადვილად არ შორდება. რაც შევძელით, გავაკეთეთ... იმედია, ახალი საღებავი დაფარავს დეფექტებს და უფრო ლამაზი გამოჩნდება. ზოგადად, ძალიან ძველია ჩარჩოები, ხე გაფუჭებულია და უსახურად გამოიყურება, მაგრამ სხვა გზა არ არის... :( :( :( ტასო ამბობს, რომ ოდესმე ამ სივრცეს ძალიან კომფორტულ გარემოდ აქცევს, მთავარია, დაიწყოს სიცოცხლე სამკითხველო ოთახმა! :) მე მჯერა ტასოს ენთუზიაზმის და მისი იმედების! აგვისტოს თვეში სოფელში გადმოვცხოვრდები, საკუთარ საადვოკატო ბიუროს გახსნას ვაპირებ რაიონში. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვაპირებ, რომ ვიყო აქტიური ახალგაზრდების გვერდით. კითხვა ძალიან მიყვარს, ამიტომ სამომავლოდ კომფორტულ გარემოში წიგნთან ურთიერთობის შესაძლებლობა თუ მომეცემა, ეს აქედანვე მახარებს :)

მადლობა ტასოს და ორგანიზაცია "ორბელიანს", რომელმაც მას ამ ყველაფრის შექმნის შესაძლებლობა მისცა!

qebadze@hotmail.com commented

მე მარიამი ვარ. ტასოს კლასელი და საუკეთესო მეგობარი. ტასოსავით ჩემს სოფელზე შეყვარებული. <3 საქმეების გამო თბილისში ვცხოვრობ, თუმცა ყოველ ორ კვირაში ჩემს მშობლიურ სოფელში ჩამოვდივარ. ახლა სწორედ ჩემს სოფელში ვარ და ეს დღეებია, ტასოს ვეხმარები რაღაცებში. აი, მაგალითად, გუშინ ტასოს ძველი ტელევიზორი ვთხოვე, მინდა, რომ ორიგინალური წიგნის სათავსო გავუკეთო, სულ ცოტა მეხერხება ასეთი ნივთების კეთება და საბედნიეროდ ტასოსაც აღმოაჩნდა ძველი ტელევიზორი :) სახლში წამოვიღე, ზედმეტი შიგნთავსი გამოვაცალე, გავასუფთავე და შემდეგ ჩამოსვლაზე დავასრულებ მის გადაკეთებას.

მინდა, რომ ტასოს ამ საქმეების კეთებაში ცოტა დავეხმარო, რადგან ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს და დამხმარეც სამწუხაროდ იშვიათად თუ გამოუჩნდება. ბავშვებს სკოლისა და მეცადინეობის გამო ჯერ-ჯერობით სამკითხველო ოთახის მოწყობისა და რემონტის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ... :(

taso_mode@yahoo.com commented

12 მარტის ქრონიკებიდან...

როცა სამკითხველო ოთახს გავხსნით და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის ამ სივრცეს საინტერესოდ დავტვირთავთ, არ დამავიწყდება იმის თქმა, რომ მამაჩემი იყო ერთ-ერთი აქტიური მოხალისე კეთების პროცესში!!!! <3 <3 <3 რომ არა ის, ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდით...

რკინის გისოსები მოვაცილეთ ფანჯრებს.

taso_mode@yahoo.com commented

მოხალისე აკაკი ლობჟანიძე <3 მადლობა მას ამ გულისხმიერებისთვის!

taso_mode@yahoo.com commented

სამკითხველო ოთახის ფანჯრებს გარედან რკინის გისოსები ჰქონდა. რადგან მინების გამოცვლას ვაპირებთ და ჩარჩოების შეღებვას, გისოსები ხელს შეგვიშლიდა, ამიტომ მამაჩემი და ჩემი სოფლის ერთ-ერთი აქტიური მოხალისე აკაკი ლობჟანიძე მის მოჭრაში დამეხმარნენ :)

taso_mode@yahoo.com commented

კარები, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ საბავშვო ბაღის გამგემ გადმოგვცა და ასევე უსასყიდლოდ შეგვიკეთა ზაურა ბაბუამ, სახლში წამოვიღე და დედაჩემმა შეღება :) :) :) მშვენიერი იერი მიეცა <3 ამჯერად ვაშრობთ და ახალ კვირაში დავაყენებთ კიდეც..

taso_mode@yahoo.com commented

3 მარტის ქრონიკებიდან..

მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც 54 წლის მიუხედავად რჩება ბავშვად! ისეთი ენთუზიაზმით დამყვება ხოლმე ჩემს საქმეებზე, სიყვარულით მებერება გული! <3
ჩვენს ბუდეს ვაწყობთ... ფანჯრებში ახალი მინები უნდა ჩავსვათ... ზომები ავიღეთ მე და მამამ :) <3

ანა ჯოხაძე commented

კვირას, 28 თებერვალს ორბელიანი გვესტუმრა სოფელში და პროექტის მიმდინარეობის შესახებ გააკეთა სიუჟეტი

taso_mode@yahoo.com commented

"ორბელიანი" გვესტუმრა <3 ჩაწერებისშემდგომი სელfი :D :D <3

taso_mode@yahoo.com commented

იკო ლობჟანიძე - ბიჭი, რომელიც სამკითხველო ოთახის იატაკის შეღებვაში დაგვეხმარა <3 :)

taso_mode@yahoo.com commented

გუშინ ჩვენი ოთახი მოვინახულეთ. იატაკი კარგად გამშრალა. ლამაზი გამოდის, მგონი.. :) <3

ანა ჯოხაძე commented

დღეს სამკითხველო ოთახის კარი საბავშვო ბაღის გამგემ გადმოგვცა და შესაკეთებლად სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ხელოსანს მივუტანეთ. კარის გადატანაში საკუთარი ტრანსპორტით მოგვეხმარა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის მფლობელი მამუკა მუმლაძე. მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისთვის! ხელოსანიც სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარება კარის შეკეთებაში.