Library and Community Center for Giorgeti - All Activity

ninomodebadze1989@gmail.com commented

მოხალისეებთან ერთად გუშინ სამკითხველო ოთახი დავასუფთავეთ. ხელოსნებს იატაკი მოვუწმინდეთ, რომ დღეს მისი შეღებვა მოეხერხებინათ. <3
მშვენიერ ფერშია კედლები :) ვფიქრობ, მყუდრო და სასიამოვნო გარემო შეიქმნება.
გასაკეთებელი დარჩა იატაკის გაშრობა, კარის დაყენება-შეღებვა, ფანჯრების მოწესრიგება და ოთახის მოწყობა.
შეიძლება, დროში გაგვეწელა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ჩვენი გუნდი ხარისხს გპირდებათ! :) <3 თებერვლის ბოლომდე აქტივობებს აუცილებლად დავიწყებთ, როგორც გეგმაში გვაქვს გათვალისწინებული...
უზარმაზარი მადლობა ხელოსნებს, რომლებიც ამ საქმეში სრულიად მოხალისეობრივად გვიდგანან გვერდით!
ამ პროცესებისა და მათი შემხედვარე, უკეთესი გავხდი, მგონია... <3

ანა ჯოხაძე commented

გუშინ სამკითხველო ოთახი დავასუფთავეთ და ხელოსნებს ემულსიით დასვრილი იატაკი გავუწმინდეთ, დღეს შეღებავდნენ ჩვენს ოთახს. ველოდებით სულმოუთქმელად ჩვენი ამბების დაწყებას

ninomodebadze1989@gmail.com commented

ორი დღის უკან ხელოსნებს "ემულსია" დააკლდათ. ჩემს დეიდაშვილს სოფელ მსხალგორში, ალეკო ჩინჩალაძეს 8 ლიტრიანი ნორმალური ხარისხის "ემულსია" აღმოაჩნდა და საკუთარი თანხა რომ არ დამეხარჯა, დაუფიქრებლად გვაჩუქა! <3

წინ კიდევ იმდენ ადამიანს "მოუწევს" ჩვენი მხარში დგომა და ამ პროცესებში მონაწილეობა, რომ ხანდახან ვერ ვიჯერებ ადამიანების ასეთ უანგარობას.. :* :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

შეშის გადმოზიდვაში პატარა მოხალისე დაგვეხმარა :) <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრს ოთახის გასათბობად შეშა ვთხოვეთ. გუშინ ჩამოგვიტანეს სოფელში, რისთვისაც მადლობას ვუხდით აღნიშნული ცენტრის დირექტორს, ბატონ ივანე ხაჩიძეს!

ხელოსნებს დღეს მთელი დღის განმავლობაში ენთოთ ღუმელი "შპაკლის" გასაშრობად. ხვალ "შკურკას" გააკეთებენ და ჯერი კედლების შეღებვაზე მიდგება. რიგი მიზეზების გამო სარემონტო სამუშაოებში პერიოდულად პრობლემა გვექმნება, რის გამოც დროულად ვერ ვახერხებთ ოთახის გახსნას :( თუმცა, არის რაღაცები, რის წინაშეც უძლურები ვართ: ამინდი, მოხალისე ხელოსნების თავისუფალი დრო..

ninomodebadze1989@gmail.com commented

თოვლიანი ამინდების გამო სამკითხველო ოთახის სარემონტო სამუშაოები 5 დღით შეფერხდა.. მუშაობა მოხალისე ხელოსნებმა შაბათს, 30 იანვარს განაახლეს. ჭერი მზად არის, "ქაფებიც" დაამაგრეს, ოთხივე კედელი გაიშპაკლა.

Ачи Гобеджишвили commented

ლაგოდეხის რაიონ სოფელ გიორგეთში მდებარე ბიბლიოთეკის რესტავრაცია თითქმის დასასრულს მიუახლოვდა , ეს ადამიანები დიდ დახმარებას გვიწევენ მადლობა მათ ❤❤ (შესვენებაზე იყვნენ) 😃❤

Tamo Tefnadze commented

Me dzalian mixaria rom sof. Giorgetshi ketdeba biblioteka da imedi maqvs rom es proeqti xels sheuwyobs axalgazda taobas ufro metad ganvitarebasa da gaaqtiurebashi.

xugaevisaba1999@gmail.com commented

Es proeqti ushualod exeba chven taobas da moxaruli var rom mec chartuli var am proeqtshi. vimedovneb rom sxvebic shemogviertdebian am saqmeshi?

Laliko Gobejishvili commented

მე ძალიან მიხარია რომ ხორციელდება ისეთი პროექტი რომელიც ხელს შეგვიწყობს რომ გავხდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ! ❤

nana.naniko15@mail.ru commented

Me dzalian momwons es proeqti, ristvisac dzalian didi madloba tasks. Imedi maqvs rom sabolood dzalian magari samkitxvelo otaxi gamova. Da dzalian minda rom otaxis damtavrebistanave aq gavaketot literaturis moyvarulta klubi, sadac sheikribebian sof. giorgetis axalgazrdebi, waikitxaven wignebs da ertmanets gauziareben taviant shexedulebebs. Vfiqrob rom es dzalian saintereso, shemecnebiti da gasartobi iqneba.

ანა ჯოხაძე commented

დიდი სიხარულით ველოდებით სოფლის ბიბლიოთეკის გაკეთებას, რადგან შევძლოთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და მყუდრო სივრცეში კითხვა 😘❤

Teko TeKo commented

მე მინდა რომ გიორგეთის ახალგაზრდული მოსახლეობა ჩაერთოს სოციალურ აქტივოვებში

Teko TeKo commented

მე მინდა რომ გიორგეთის ახალგაზრდული მოსახლეობა ჩაერთოს სოციალურ აქტივოვებში

Teko TeKo commented

მე მინდა რომ გიორგეთის ახალგაზრდული მოსახლეობა ჩაერთოს სოციალურ აქტივოვებში

ninomodebadze1989@gmail.com commented

მომდევნო დღეების გეგმა ასეთია: მწვანე საღებავი, რომლის გამოც "შპაკლი" კარგად ვერ მიიღო კედლებმა, მთლიანად უნდა ჩამოიფხიკოს, შემდეგ "გაიშპაკლოს", "გაიშკურკოს" და შეიღებოს. ახალმა ხელოსანმა გვირჩია, რომ კედელს ღია იასამნისფერი მივცეთ. იდეა მომეწონა :) :* ჭერის ემულსირება პარალელურ რეჟიმში მოხდება. კოსმეტიკური რემონტის ბოლო ნაწილი იატაკის შეღებვა იქნება. ეს სამუშაოები იმედი გვაქვს, რომ იანვრის ბოლომდე მორჩება. "გაშპაკლული" კედლები გაშრობას საჭიროებს, ისევე, როგორც შეღებილი იატაკის გაშრობა...
თებერვლის დასაწყისში ოთახის მოწყობაზე გადავალთ. შუა რიცხვებში კი აქტივობების განხორციელებას დავიწყებთ.
სირთულეებმა ცოტა დაგვღალა, მაგრამ ალბათ ყველა საქმეს თან ახლავს ხარვეზები, რომლებიც გარეშე პირების ან პირობების გამო ჩნდება...
სოფლის მოსახლეობისგან აკრეფილი თანხით და გამგებლის თანადგომით ხელახალი რემონტისთვის საჭირო მასალების შეძენა მოხერხდა...
მეტ-ნაკლებად მშვიდად ვარ, მაგრამ სანამ რემონტი დასრულდება, მაინც შინაგანი ფორიაქი მაქვს...
ღმერთს გამუდმებით ვთხოვ, რომ ყველაფერი კარგად იყოს... მჯერა, რომ ასეც იქნება! უბრალოდ, მარტივად ჩემთან არასდროს არაფერი მომხდარა...

ninomodebadze1989@gmail.com commented

მოგეხსენებათ, ზამთარია და ძალიან ცივა...აქამდეც ვნერვიულობდი ხელოსანზე, რომელსაც სრულ სიცივეში უწევდა მუშაობა. ამ ამბავში ისევ სოფლის გამგებელი დაგვეხმარა! გვათხოვა ღუმელი და ცოტაოდენი შეშაც მოგვცა <3 დღეს გაღუნღულებულ ოთახში ვიფუსფუსეთ ჩვენ და ხელოსნებმა <3 :) :) :) მერამდენე მადლობა სოფლის გამგებელს!!! :) <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

დღეს, 11იანვარს "შპაკლის" ჩამოფხეკვაში ხელოსნებს ჩემთან ერთად სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მამუკა მაისურაძე ეხმარებოდა :) :* ხელოსნების წასვლის შემდეგ მე და მამაუკამ სამუშაოები გავაგრძელეთ... მიხარია, რომ ამ საქმეში მარტო არ ვარ.. <3