დოჯბოლის სასკოლო ტურნირი

Giorgi Aphtsiauri
ქვემო ქართლი, რუსთავი,
1750
Comments: 9

Goals

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პროექტის მიზანია რუსთავის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და მათთვის ახალი სპორტის სახეობის შეთავაზება, რომელიც არის მარტივი, ენერგიული, სახალისო, გუნდური და ყველანაირი ფიზიკური მონაცემის მქონე მოზარდისთვის შესაძლებელი. სპორტის ეს სახეობაა დოჯბოლი. ის ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა წესების სიმარტივის გამო ძალზედ ადვილია მისი შესწავლა და თამაში. დოჯბოლო კარგად არის განვითარებული აშშ-სა და ლათინურ ამერიკაში, ფეხს იკიდებს ევროპაშიც. რამდენიმე წელია ტარდება დოჯბოლის მსოფლიო ჩემპიონატიც. დოჯბოლი არის გუნდური თამაში. გუნდის შედგება 6 წევრისგან, (რომელთაგან მინიმუმ 2 უნდა იყოს გოგონა) თამაში მიმდინარეობს 6 ბურთით. მოთამაშის მიზანია მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთის სროლით და გარტყმით თამაშიდან გამოთიშოს მეტოქე გუნდის მოთამაშე. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტოქის გუნდის ყველა წევრს გამოთიშავს თამაშიდან. თამაშს ასევე აქვს ბევრი საინტერესო და გუნდური წესი. მაგ: თუკი, შენი თანაგუნდელის სხეულიდან ასხლეტილ ბურთს ხელში დაიჭერ, შენ თანაგუნდელს გადაარჩენ თამაშიდან გავარდნას და სხვ. პროექტის ფარგლებში, ვგეგმავ, დოჯბოლი ჩამოვაყალიბო სასკოლო სპორტის სახეობად. პირველ რიგში, ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს მოზარდებთან, როგორც სკოლებში, ასევე სხვადასხვა უბნის მინი-საფეხბურთო მოედნებზე მათთვის დოჯბოლის გასაცნობად. ავუხსნით წესებს და ჩავატარებთ საჩვენებელ თამაშებს. ვფიქრობ, თამაშის სიმარტივიდან და სახალისო ხასიათიდან გამომდინარე ახალგაზრდებში დიდ ინტერესს გამოიწვევს. განსაკუთრებით გოგონებში, რომლებსაც დიდი არჩევანი არ აქვთ სპორტის სახეობებში. სკოლებში, სადაც ჩავატარებთ პრეზენტაციას შედგება დოჯბოლის გუნდები. სკოლის გუნდებს გავუწევთ პროფესიონალურ (წესების ახსნა, სტრატეგიების სწავლება, თამაშის მსაჯობა) და ინვენტარულ (ბურთები, ფორმებით უზრუნველყოფა თამაშის მანძილზე) დახმარებას. პროექტის მეორე ეტაპზე, უკვე გაწვრთნილი და კარგად მომზადებული გუნდები მონაწილებას მიიღებენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ რვა გუნდიან ტურნირში. მონაწილე გუნდებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. აღნიშნული პირველი ტურნირით, მინდა, საფუძველი ჩავუყარო დოჯბოლის ყოველწლიურ საქალაქო ტურნირს სკოლებს შორის. სპორტის ახალი სახეობის ჩამოყალიბება და წამახალისებელი ტურნირები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბების გზაზე.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდული ნივთები დარჩბა პროექტის ავტორს სამომავლო ტურნირების ჩასატარებლად

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ამ თამაშის ერთ-ერთი უპირატესობაა სწორედ ის, რომ მოთამაშეთა გენდერული ბალანსი მიახლოებულია იდეალურთან. წესების მიხედვით გუნდის 6 წევრიდან მინიმუმ 2 უნდა იყოს გოგონა. გუნდზეა დამოკიდებული გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა. მაგ. 3 ბიჭი, 3 გოგო ან 4 გოგო, 2 ბიჭი

Recommendations

Reviewer 8

პროექტორის საჭიროებას დიდად ვერ ვხედავ. უკეთესი იქნება აღნიშნული თანხა სხვა მატერიალებისთვის გამოიყენოთ. ერთჯერადი მოხმარებისთვის პროექტორს სხვა გრანტიორები გათხოვებენ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?

amazon.com

https://www.amazon.com/Rubber-Balls-Dodgeball-Playground-Adults/dp/B07FYNFB1P/ref=sr_1_1?crid=3N0PJH7YW6MJ1&keywords=dodgeball+balls&qid=1558288924&s=gateway&sprefix=dodgeball+%2Caps%2C291&sr=8-1

..........
460,00 ₾

maika.ge

წერეთლის გამზირი #2 დინამო არენას ტერიტორია

+(995 32) 2-05-06-20
70,00 ₾

www.be.ge

https://www.be.ge/product-148382.html

2550800
30,00 ₾

maika.ge

წერეთლის გამზირი #2 დინამო არენას ტერიტორია

+(995 32) 2-05-06-20
1 050,00 ₾

https://lilomall.ge/ka

საქართველო, თბილისი კახეთის გზატკეცილი 112

+995 32 240 70 06
400,00 ₾

shop.ge

https://www.shop.ge/byintek-bl126/

+995 322 053 053
429,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Giorgi Aphtsiauri კიდევ ერთი შეხვედრა რუსთავის 22_ე საჯარო სკოლაში, შეხვედრა ორ ეტაპად ჩატარდა, სულ პრეზენტაცია 150 ბავი დაესწრო, საინტერესო შეხვედრები იყო, უამრავი საინტერესო კითხვა დაისვა და ელოდებიან ტურნირს მოუთმენლად, შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც ვდებ და იმედია სულ მალე გვეცოდინება ზუსტი თარიღი
Reply
Giorgi Aphtsiauri რუსთავის დოჟბოლის სასკოლო ტურნირი
Reply
Giorgi Aphtsiauri მოგესალმები მეგობრებო, მინდა დოჯბოლის სასკოლო ტურნირის შესახებ რამოდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ, ალბათ გახსოვთ ტურნირის ჩატარებას დეკემბრის ბოლოს ვგეგმავდით თუმცა სკოლის სპორტის მასწავლებელთა თხოვნით და ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო ტურნირის ჩატარება, ტურნირში მონაწილე ყველა სკოლაში მიტანილი და დატოვებული გვაქვს ინვენტარი, ბურთები, რათა სპორტის მასწავლებლებმა შეძლონ ბავშვების მომზადება ტურნირისთვის, 21
Reply
Giorgi Aphtsiauri 21_ე სკოლაში ბავშვებთან შეხვედრის და თამაში დროს სრულიად შემთხვევით ქალაქის მერი და მერიის წარმომადგენლებიც ეწვივნენ სკოლას და ეამ ჩვენი ახალი თამაშით დაინტერესდნენ და ინფორმაციაც გამოგვკითხეს, მხარდაჭერაც გამოგვიწხადეს და წარმატება გვისურვეს, მზადყოფნაში ვართ და ვაგრძელებთ სკოლებთან კომუნიკაციას, მხოლოდ ტურნირის ზუსტი თარიღის დადგენას ველით, რაც მერიაზეა დამოკიდებული რომ ქალაქის რომელიმე სპორტული დარბაზი დაგვითმონ ტურნირის ჩასატარებლად, ამ საკითხზეც მუშაობს მერიის წარმომადგენელი და უახლოეს დღეებში ველით ჩვენც და ბავშვებიც თარიღის გამოცხადებას, დიდი მოლოდინით ელოდებიან ბავშვები, სავარაუდო თარიღი 15 თებერვალი შევთავაზეთ მერიას და ველით მათ პასუხს
Reply
Giorgi Aphtsiauri 21_ე სკოლაში ბავშვებთან შეხვედრის და თამაში დროს სრულიად შემთხვევით ქალაქის მერი და მერიის წარმომადგენლებიც ეწვივნენ სკოლას და ეამ ჩვენი ახალი თამაშით დაინტერესდნენ და ინფორმაციაც გამოგვკითხეს, მხარდაჭერაც გამოგვიწხადეს და წარმატება გვისურვეს, მზადყოფნაში ვართ და ვაგრძელებთ სკოლებთან კომუნიკაციას, მხოლოდ ტურნირის ზუსტი თარიღის დადგენას ველით, რაც მერიაზეა დამოკიდებული რომ ქალაქის რომელიმე სპორტული დარბაზი დაგვითმონ ტურნირის ჩასატარებლად, ამ საკითხზეც მუშაობს მერიის წარმომადგენელი და უახლოეს დღეებში ველით ჩვენც და ბავშვებიც თარიღის გამოცხადებას, დიდი მოლოდინით ელოდებიან ბავშვები, სავარაუდო თარიღი 15 თებერვალი შევთავაზეთ მერიას და ველით მათ პასუხს
Reply
Giorgi Aphtsiauri მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი პროექტისთვის საჭირო ყველა ინვენტარი ადგილზეა და მზადაა გვემსახუროს. პროექტის საწყისი ეტაპი გავიარეთ, ტურნირისთვის საჭირო ყველა მასალა დამზადებული და შეძენილია, პირველი შეხვედრებიც მოეწყო მეთერთმეტე სკოლაში და წარმოუდგენელი მოწონება დაიმსახურა, სპორტის გაკვეთილს არ აკლდება არცერთი მოსწავლე ამ თამაშის გამო და ელოდებიან ტურნირს, მაქსიმალურად სწრაფად, უახლოეს ორ კვირაში ყველა შეთანხმებულ სკოლაში ჩამოვაყალიბებთ გუნდებს და დეკემბრის 20 რიცხვისთვის გავმართავთ ტურნირს. პატარა ვიდეო სიუჟეტსაც შემოგთავაზებთ რომელიც შეხვედრისას გადავიღეთ, გავაქტიურდით და ყოველდღიურად თუ არა ყოველ მეორე დღეს გვექნება ახალი ამბები და აქტივობები, შესაბამისად გავაქტიურფდებით აქაც და პლათფორმაზეც.
Reply
Giorgi Aphtsiauri ჩვენი ინვენტარი გზაშია და მალე დავიწყებთ ჩვენს ტურნირზე ზრუნვას, მანამდე კი წარმოგიდგეთ ვიდეოს რომელზეც საკმაოდ დიდი "მუშაობა" დაგვჭირდა რომ ეს ადამიანები დაგვეთანხმებინა(ვხუმრობ), რა თქმა უნდა სრული წესების დაცვით არ თამაშობენ ჩვენი მოხალისეები თუმცა . . . თავად შეაფასეთ და იხალისეთ. "დოჯბოლის ტურნირი" მალე ჩვენს ქალაქში.ეს ვიდეო განახებთ რამდენად სახალისო და საინტერესო თამაშია დოჯბოლი და როგორი "სელებრითები" აქცევენ მას ყურადღებას.
Reply
Giorgi Aphtsiauri https://www.youtube.com/watch?v=6yRVdV3b8F0&fbclid=IwAR2E0GEs7UDzOVC8gtTPl2URZzqb1PqLSydrU6fA9rvPe-v6G9jbS8Hs80o
Reply
Giorgi Aphtsiauri პროექტის ფარგლებში დავასრულეთ მოლაპარაკება სკოლების დირექტორებთან(რუსთავის 11_ე,22_ე,21_ე,7_ე,5_ე, "რეცა"ნაკადული) რომლებმაც სურვილი გამოთქვეს რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და ხელი შეგვიწყონ რომ პირველი დოჯბოლის გუნდები სწორედ მათი სკოლის მოსწავლეებისგან შედგეს, დაგვეხმარებიან ბავშვებთან საპრეზენტაციო შეხვედრის ორგანიზებაში და სხვა საორგანიზაციო საქმეებში. მადლობა მათ თანადგომისთვის
Reply