Feminist Street Art in Zestaponi

Qeti Saladze
a
2127
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

Women can make important positive changes in the society, but they often forget this because social pressure limits their opportunities to housework.

This is an acute problems that Zestaponi. The data shows that only a small number of women are employed in the region. This is definitely due to education, which leads to stereotypes and low self-esteem. Our society needs to be shaken, be reminded of the role of women for the development of the society, and provide incentives to them to think of their own professional growth.

Proposed Solution:

To make others remember the role of women in the society every day, and to remind women that they are needed at work, we decided to launch a street art campaign, which has high return for low cost. Initially this will be done in the 10 most crowded places of the town.

The theme of the paintings will be about woman and their motivation to become an active a part of the civil society.

The paintings will give women the motivation to start working, achieve self-fulfillment in the society and increase family income, which also means a more equal distribution of domestic labour and unpaid care.

This project will have a positive impact not only on adults, but also on the next generations, who will think about and realize how big the problem is from an early age.

Sustainability:

Durable paints will be used for the painting. This will ensure that the society will remember this problem every day for a long time and subconsciously make changes within themselves.

Equal gender opportunity:

We are targeting women, because we think that women need to be given an equal opportunity.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
volunteers trip cost and money for food

ვინაიდან ვარ ზესტაფონიდან და ჩემი საცხოვრებელი უზრუნველყოფილია,ფინანსების გაწევა დამჭირდება მხოლოდ თბილისიდან ზესტაფონისკენ მგზავრობისა და კვებისთვის 10 დღის განმავლობაში.ვსწავლობ თბილისში და ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ადგილზე ყოფნა არ შემეძლება,ამისათვის მომიწევს თბილისი-ზესტაფონის მიმართულებით სიარული,რომლის ერთი მარშუტის ღირებულებაა 20(ოცი) ლარი(ჩასვლა-ჩამოსვლა) და ასეთი 4(ოთხი) მგზავრობა ანუ 80(ოთხმოცი) ლარი იქნება საჭირო და კვების დაახლოებით 10(ათი) დღის განმავლობაში 100(ასი) ლარი.

ქეთი სალაძე

ზესტაფონი,გურამ ქაშაკაშვილის 21

599-190-100
180,00 ₾
painting costs

როგორც აღვნიშნეთ ზესტაფონის მასშტაბით იქნება 10(ათი) ნახატი,რომელსაც შეასრულებს მხატვარი აკაკი მარღიშვილი.თითო ნახატის ღირებულება,ზომით 1 კვადრატული მეტრი, საღებავებისა და მხატვრის ანაზღაურებით ჩათვლით იქნება 150(ას ორმოცდაათი) ლარი.

აკაკი მარღიშვილი

გორის რაიონი,სოფელი ხელთუბანი

598845133
1 500,00 ₾
Hotel fees

მხატვარი 10 დღის განმავლობაში მოთავსებული იქნება ზესტაფონის სასტუმრო ''Guest House Zedafoni''-ში.სასტუმროს დღიური ღირებულება კვებით არის 40(ორმოცი) ლარი.

''Guest House Zedafoni''

ზესტაფონი,პუშკინის ქუჩა 23

555-371-800
400,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Qeti Saladze მჯერა და ვიცი,რომ ამ ერთმა,თითქოს მცირე მნიშვნელობის პროექტმა,ძალიან ბევრი ადამიანის აზროვნება ცოტათი მაინც შეცვალა უკეთესობისკენ.თითქოს ყველასთვის ნაცნობი და ნათელი ფრაზა ძალიან ბევრისთვის სრულიად გაუგებარი და უცხო აღმოჩნდა. მინდა ყველას მოგიწოდოთ,რომ არ დაიზაროთ და განსაკუთრებულად რაიონებში გამოვიჩინოთ აქტიურობა გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტების ჩატარებაზე.საკმარისია ამ თემასთან დაკავშირებით რამოდენიმე ადამიანს ესაუბროთ,რომ დარწმუნდებით თურმე ყველაფერი იმაზე უარესადაა ამ საკითხთან დაკავშირებით,ვიდრე შეგეძლოთ წარმოგედგინათ.
Reply
Qeti Saladze 2017 წლის 28-29 აპრილს პირველი ნახატი განვათავსეთ ზესტაფონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე,რომელიც ყველაზე ხალხმრავალი ადგილია და მოსახლეობის უმეტესობას შესაძლებლობა ექნება იხილოს აღნიშნული. ნამუშევარი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული როდესაც გამვლელების დიდ ყურადღებას იქცევდა და ყოველი მათგანი კრიტიკისა თუ მადლობის სათქმელად მოდიოდა.ძალიან ბევრმა გააპროტესტა ჩვენი ნამუშევარი,რადგან თვლიდნენ,რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არ შეიძება არსებობდეს.სწორედ ქალები იყვნენ უმეტესობა იმისა,ვინც ამბობდნენ,რომ მამაკაცის როლი მეტი უნდა იყოს ოჯახში,ვიდრე ქალის,რადგან მათ ის ლიდერული თვისებები არ გააჩნიათ,რაც მათ მეუღლეებს.ყოველი ასეთი საუბრის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი თუ რა ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ თითოეულ ჩვენგანს გასაკეთებელი იმისათვის,რომ მომავალი თაობის აზროვნება შევცვალოთ და ქალებმა საკუთარი თავი მეორეხარისხოვან ადამიანებად არ იგრძნონ. მეორე ნახატსაც სულ ცოტა ხანში განვათავსებთ ზესტაფონში.
Reply
Qeti Saladze ამ ფოტოზე ვერ მივიღეთ თანხმობა.
Reply
Qeti Saladze გამგეობის მიერ ერთიანი,სრული დოკუმენტის განხილვის შემდგომ მათ გადაწყვიტეს,რომ შემდგომ დოკუმენტში ატვირთული სურათი ზესტაფონის საზოგადოებისთვის მისაღები ვერ იქნებოდა,რადგან შეიცავდა უხეშ დეტალებს,რაც საზოგადოების გაღიზიანებას გამოიწვევდა,დანარჩენ ორ ფოტოზე კი თანხმობა მივიღეთ,რომელთა განხორციელებსაც უახლოეს მომავალშ ვაკეთებთ.
Reply
Qeti Saladze ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ესკიზების მიტანის შემდგომ 10 სამუშაო დღეში დამიკავშირდნენ გამგეობიდან და მითხრეს,რომ თითოეული საცხოვრებელი კორპუსიდან საჭირო იყო მაცხოვრებლების თანხმობის მიღება.სამივე კორპუსის მოსახლეობა თავჯდომარესთან ერთად შეიკრიბნენ ცალ-ცალკე და ბჭობდნენ თუ რას მოუტანდა მათ ამ ნახატის გაკეთება და რატომ იყო საჭირო.საბედნიეროდ,ორი კორპუსის მოსახლეობამ გაიაზრა ის ბენეფიტი,რასაც ეს სურათები ზესტაფონის მოსახლეობას მოუტანდა,მაგრამ,სამწუხაროდ,ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა,რომლის ფოტოც მოცემულია მეორე სურათზე,გვითხრეს,რომ თუ ნახატს მათ კედელზე დავიტანდით ყოველ თვიურად მათთვის ანაზღაურება უნდა გადაგვეხადა,რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და ეს შემოთავაზება მათ უგუნურობას დავუკავშირე.ყოველივე აქედან გამომდინარე,განცხადებაა და ესკიზებს,ორი მოსახლეობის თანხმობა დავამატე და შეიკრა საბოლოო,სრული დოკუმენტი,რაც გამეგობას უნდა განეხილა.
Reply
Qeti Saladze ესეც მესამე შესაძლო ადგილი.
Reply
Qeti Saladze ეს მეორე შესაძლო ადგილი ნახატის განსათავსებლად
Reply
Qeti Saladze სოციალური ქსელში გავაკეთეთ საერთო სასაუბრო და მისი მეშვეობით დავიწყეთ ერთმანეთში იდეების გაცვლა როგორი უნდა ყოფილიყო ნახატები.დაახლოებით ყველანი შევთანხმდით ერთ იდეაზე და მხატვრებმა დაიწყეს ესკიზებზე მუშაობა,რომლებიც მალევე გადმოგვიგზავნეს.ახლა კი მიმდინარეობს განხილვა რისი დამატება, გადაკეთება თუ ზუსტად იმავე ფოტოების დატოვება გვსურს.აღნიშნული ესკიზების მიხედვით ავარჩიე რამოდენიმე კედელი ზესტაფონში,რაზეც შესაძლებელი იქნებოდა ნახატების გადატანა,გავუგზავნე მათ ეს ფოტოები და ერთობლივად ავარჩიეთ თუ რომელი გვსურდა ზუსტად.შემდგომში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დავწერე გაცხადება ნებართვისთვის,სადაც რამოდენიმე დღეში კიდევ უნდა მივიდე ზუსტი ესკიზების საჩვენებლად.
Reply
Qeti Saladze მე ანუ პროექტის ავტორი,''ორბელიანი საქართველოს'' წარმომადგენლები და ორივე მხატვარი ვესწრებოდით სამუშაო შეხვედრას.გადავწყვიტეთ,რომ ჩემს მიერ არჩეული ფოტოები არ გადაგვეტანა კედლებზე და მხატვრების ინტერპრეტაციით შეგვეცვალა,ასევე ათი ფოტოს მაგივრად დაგვეტანა ორი,რადგან თითო ფოტოს ერთი დღე სჭირდება,ისინი კი ამ საქმეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებენ და ათი დღის განმავლობაში ზესტაფონში სიარულს და სამსახურიდან ამდენი ხნით განთავისუფლებას ბუნებრივია ვერ შეძლებენ.აღნიშნულ შეხვედრაზე შევთანხმდით,რომ ისინი ესკიზებზე მუშაობას დაიწყებდნენ,ასევე ზუსტად ამიხსნეს რა ზომის და ზედაპირის მქონე კედლები უნდა ამერჩია.
Reply
Qeti Saladze როდესაც ''ორბელიანი საქართველოდან'' დამიკავშირდნენ მითხრეს,რომ პროექტი მოწონდათ,თუმცა გარკვეულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა,რადგან გაწერილი გვქონდა როგორც მხატვრის ანაზღაურების ,ისე მისი სასტუმროს ხარჯები,აღნიშნული ორგანიზაციის ფორმატის მიხედვით კი ყველაფერი მოხალისეობრივად უნდა გაკეთდეს.მათ შემოგვთავაზეს მოგვეძებნა ისეთი პიროვნება,რომელიც ანაზღაურებას არ მოითხოვდა.ასეთი პიროვნების ძებნის პროცესი არ აღმოჩნდა მარტივი და მათ შემოგვთავაზეს დახმარება,თვითონაც ჩართულიყვნენ ამ პროცესში.ძალიან მალე ''ორბელიანი საქართველომ'' ორ ასეთ პიროვნებას მიაკვლია,რომლებიც თავიანთ საქმეში საკმაოდ მაღალკვალიფიციურები არიან.რამოდენიმე დღეში იგეგმება ერთიანი შეხვედრა და დეტალების განხილვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
Reply