ტყის მეგობარი

Avto Mchedlidze
a
2098
Comments: 2
a

Goals

Problem statement:

-გარემოზე ანთროპოგენული ფაქტორების ძლიერმა ზეგავლენამ, რაც გამოწვეულია რეგიონში არსებული რთული სოციო-ეკონომიკური პირობებითა და საზოგადოებაში არსებული დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით, განსაკუთრებით მწვავედ დააყენა ეკოლოგიური პრობლემები. ასევე აღსანიშნავია გლობალურად არსებული კლიმატის ცვლილების საკითხი, რომელიც თავის მხრივ ასევე გამოწვეულია სხვადასხვა ანთროპოგენული თუ ბუნებრივი ფაქტორებით.
ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებმა, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების განადგურებამ, განსაკუთრებული საფრთე შეუქმნა რეგიონში არსებულ ბიომრავალფეროვნებას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია არა მხოლოდ რეგიონულ არამედ ეროვნულ დონეზე. დღესდღეობით გადაშენების პირასაა მისული წითელი ნუსხის ისეთი სახლეობები, როგორიცაა : მაღალმთის მუხა, თელა, ქართული ნეკერჩხალი და სხვა.

Proposed Solution:

ზემოთ აღნიშნული პრობელემებიდან გამომდინარე აუცილებელია სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შემსუბუქებასა და დადებით გავლენას იქონიებს მთლიანად ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაზე.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ალგეთის ეროვნული პარკის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებთან და რეინჯერებთან ერთად კეთილმოწყობილი სანერგე მეურნეობის შექმნა.
სანერგეს წარმოდგენილ იქნება ორ განყოფილებად: სათესლე, სადაც მოხდება დაკალმვა, მოთესვა და აღმოცენება და სასკოლე, სადაც განხორციელდება უკვე გახარებული თესლების მოვლა და გაზრდა. გადარგვა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ისინი მზად იქნებიან სხვა ტერიტორიაზე გადასატანად.
პირველ ეტაპზე მოხდება წითელი ნუსხის სახეობების: მაღალმთის მუხის, თელის და ნეკერჩხალის გარემოში დაკალმვა. პარალელურად სათესლე მასალით მოთესვა, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა გააჩნია.
მოსწავლეების ჩართულობით, რომელთაც ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია ზოგადად ხე მცენარეებზე, წითელი ნუსხის სახეობებსა და მათ მნიშვნელობებზე, პრაქტიკაში განახორციელებენ ბუნებაში სათესლე მასალის მოგროვებას, დათესვას და სანერგის მოვლა პატრონობას, თემის მოსახლეობასა და ეროვნული პარკის თანამშრომლებთან ერთად (მეტყევე-რეინჯერებთან). სანერგეში განხორციელდება მარტსა და აპრილში ნერგების კალმით გახარება, რომლებიც ერთი წლის შემდეგ გადაირგვება სასკოლე განყოფილებაში. სათესლე მასალის მოგროვება და დათესვა მოხდება მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში (თესლის მომწიფების პერიოდში).

Sustainability:

ერთ სივრცეში, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ყოველ წელს სანერგეს ექნება 500 ცალი ნერგი გამწვანების აქციების მოსაწყობად და სხვადასხვა საგანმანათლებლო, მუნიციპალური და სხვა ორგანიზაციებისათვის გამწვანების ღონისძიების უზრუნველსაყოფად.
გოგონები და ბიჭები შეისწავლიან ამ პერიოდის მანძილზე ხე-მცენარეების მოვლა პატრონობასა და სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებს, ჩართავენ სხვა დაინტერესებულ პირებსაც, რაც თავისთავად უზრუნველყოფს, როგორ არსებული სანერგის ხანგრძივვადიან და ეფექტურ ფუნქციონირებას, ამავე დროს საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას.

Equal gender opportunity:

-დღესდღებით დაბა მანგლისისა და თონეთის სკოლებში ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს ნორჩი რეინჯერების ჯგუფი, რომლებიც დაკომპლექტებულია გოგონებისა და ბიჭებისაგან. მათი პროცენტული თანაფარდობა დაახლოებით თანაბარია. პროექტში პირველ ეტაპზე იგეგმება სწორედ აღნიშნული ჯგუფების ჩართვა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება, როგორც ბიჭების, ასევე გოგონების თანაბარი რაოდენობით ჩართულობა, რაც ითვალისწინებს თოთოეულ აქტივობაშიც მათ თანაბარ მონაწილეობას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
construction materials

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანერგე მეურნეობა, ტერიტორიაზე, რომელიც გამოიყოფა ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ. ტერიტორია შემოიღობება და მოეწყობა შესაბამისად.

ინვენტარის შეძენა შესაძლებელია ჰიპერმარკეტების ქსელ გორგიასა და/ან სამშენებლო ჰიპერმარკეტ დომინოში. ამავე დროს საჭირო იქნება ბანერების დამზადება, რაც შესაძლოა განხორციელდეს სარეკლამო კომპანიაში.

საჭირო ინვენტარი და სავარაუდო ბიუჯეტი:
60 მეტრი მავთულბადე - 150 ლ
25 ლითონის ბოძი (50 მმ სისქე, სიმაღლე 2,5მ) - 100 ლ
10 ტომარა 400 მარკიანი ცემენტი - 120 ლ
50 ტომარა ქვიშა - 125 ლ
საინფორმაციო აბრები:
40/30 – 4 ცალი - 60 ლ
40/60 – 2ცალი - 80 ლ
3 ცალი ბოძი 100მმ, სიმაღლე 2,5მ - 120 ლ
კვადრატული მილი 21მ - 125 ლ
რკინის კარის ამჯამი პეტლი 5ც - 40 ლ
რკინის ჯაჭვი - 1მ - 12 ლ
რკინის ბოქლომი - 2ც - 24 ლ
15 ლიტრი დიზელი - 38 ლ
5 - თოხი - 60 ლ
5-ბარი - 60 ლ
5 - ნიჩაბი - 50 ლ
5 - ვედრო - 40 ლ
5 - ფოცხი - 60 ლ
პლასტმასის მილი - 50 მერტი - 135 ლ
1 ცალი შედუღების აპარატი ორ ფაზიანი - 350 ლ
2 წერაქვი - 16 ლ
1 ურო - 25 ლ
2 ურიკა - 240 ლ
4ც- წყლის მაპკურებელი - 96 ლ
2ც 120 ლიტრიანი წყლის კასრი - 160 ლ
ნაჭრის სამუშაო ხელთათმანები - 25 ლ
1 გორგალი ეკლიანი მავთული - 60 ლ
1გორგალი ვიაზანის მავთული - 17 ლ
სადურგლო ინსტრუმენტების ნაკრები - 180 ლ
სეკატორი 5 ცალი - 60 ლ
ხელის ხერხი 3 ცალი - 60 ლ
ჯვალოს ტომრები ნერგის შესაფუთად - 20 ცალი - 60 ლ

მთლიანი ბიუჯეტი - 2 748 ლ

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია, სამშენებლო ჰიპერმარკეტი დომინო (032 2 50 50 50), სარეკლამო კომპანია ( FLEXMEDIA +995 5 55 16 99 84).

გორგია - თბილისი, წერეთლის 140,
დომინო - ალექსანდრე თვალჭრელიძის 2

32 2 960 960
2 748,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Avto Mchedlidze პროექტ "ტყის მეგობარი"-ს ფარგლებში ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერების დახმარებით დაწყებულია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. (შედუღებითი სამუშაოები)
Reply
Avto Mchedlidze მოგესალმებით მეგობრებო, გამოვიყენებ პირველ შესაძლებლობას და პროექტს ვეტყვი დიდ მადლობას. რაც შეეხება პირველ აქტივობას, პროექტ "ტყის მეგობრისთვის" შესყიდულია საჭირო ინვენტარი და უახლოეს დღეებში დაიწყება ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.
Reply