ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი მომავლისთვის

tsintskaro.school.yfc@gmail.com
a
1598
Comments: 5
a

Goals

Problem statement:

წინწყაროს საჯარო სკოლაში 329 მოსწავლეა, მათი ძირითად ნაწილს შეადგენენ ეკომიგრანტები აჭარიდან და სვანეთიდან, ასევე ჩვენს სკოლაში სწვლობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები (აზერბაიჯანელები, ბერძნები). კოლის ტერიტორიაზე ნაკლებადაა გამწვანებული სივრცეები, ჩვენ ვცდილობთ ხშირად მოვაწყოთ გამწვანების აქციები, მაგრამ უშედეგოდ მთავრდება, რადგან სკოლის ტერიტორიის უკანა ნაწილში ღობე მოშლილია, საიდანაც შემოდის საქონელი და გვიჭამს ჩვენს დარგულ ხეებს, ასევე სკოლის ეზოში ჩვენ გვაქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი,რომელიც შემოღობილი გვაქვს მავთულბადით და ბამბუკის ჯოხებით, მასში დათესილია ისპანახი, გასულ შემოდგომით საქონელმა მოშალა ნაკვეთის ღობის ერთი ნაწილი. სკოლის ტერიტორიაზე საქონლის ყოფნა იწვევს სკოლის ეზოს დაბინძურებას ცხოველთა ფეკალიებით და ზაფხულობით დგას საშინელი სუნი, ეზო სავსეა ცხოველის ტკიპებით და ბუზებით, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.

Proposed Solution:

გვინდა შემოვღობოთ სკოლის ეზოს დაუცველი ნაწილი. შემოსაღობად გვესაჭიროება მასალები, რაც შეეხება შრომას ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდობა მოხალისეობრივად ჩაერთვება ყველა სახის სამუშაოებში. იმ შემთხვევაში თუ შევძლებთ სკოლის ტერიტორიის შემოღობვას, მოვაწყობთ სკვერს მეორადი მასალების გამოყენებით და ვიზრუნებთ ახალი ნარგავებით სკვერის გალამაზებაზე.ამისთვის გვჭირდება შემოსაღობი მასალები. მავთული-1000 მეტრი, 600 50იანი რკინის ძელი, ცემენტი 15 ტომარა, შებელი- 2 კუბი, სულ 1700 ლარის

Sustainability:

-გამწვანების შემთხვევაში, ჩვენი სკოლის ეზო უფრო გალამაზდება, დაცული იქნება ცხოველებისგან რაც სტიმულს მოგვცემს მთელი ეზო შევავსოთ მწვანე ნარგავებით და სადემონსტრაციო ნაკვეთში მოვიყვანოთ სხვადასხვა სახის პროდუქტები. მასწავლებლებისთვის სტიმული იქნება მოეწყოს ღია გაკვეთილები და ჩვენთვისაც სტიმული იქნება, რადგან ღია გაკვეთილი ბევრად საინტერესოა, ვიდრე დახურულ სივრცეში.

Equal gender opportunity:

-შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითად სამუშაოებში მშობლები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს თაობების და მასწავლებელ-მოსწავლის არაფორმალურ სივრცეში ურთიერთბებს.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
materials

300 მეტრი ღობის გასამართად საჭიროა:
მავთული-1000 მეტრი,
600 50იანი რკინის ძელი,
ცემენტი 15 ტომარა,
შებელი- 2 კუბი

გორგია

თბილისი, წერეთლის #140

(+995) 322 960 960
1 700,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Baiko Poilarashvili Mexute kviras ki roca amindi gamovida shevikribet da daviwyet samushaoebi bozebi davamagreba movaxerxet uamindobam ki kido shegvishala me exa ki velodebit amindis gamosvlas rata samushaoebi davamtabrot
Reply
Baiko Poilarashvili Mesamekviras shevikribet bavshvebma maswavlebleba da moxaliseba radgan dagvewyo magram uamindobis gamo ber daviwyet wvima ramodenime dge gagrzelda da verafrit ver movaxerxet rom samushaoebi dagvewyo
Reply
Baiko Poilarashvili Mesame kvirashi direqtoris daxmarebit bavshvebis maswavleblebis da mshoblebis mobilizebis goniszieba chavataret rata samushaoebi dagvewyo droulat.
Reply
Baiko Poilarashvili Meore kvirashi masalebi amovitanet zalian gaxarebulebi viyavit
Reply
Baiko Poilarashvili Pirvel kvirashi invoisebi gavgzavnet, da velodebit tu rodis amovitant masalebs masalebis amotanashi gvexmareba ,,RDFG'' arasamtavrobo organizacia
Reply