მწვანე გზა ნახევარუდაბნოში

zviadi buchaidze
a
1776
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

-სოფელი კასრისწყალი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში შირაქის ზეგანზე მდებარეობს, რომელიც საქართველოს სემიარიდული ზონაა და მანდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. გვალვა ზაფხულში რამოდენიმე თვე გრძელდება და ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება, გამწვანების სიმცირე ხელს უწყობს სახლების და გზების გახურებას, რაც სოფელში ყოფნას გაუსაძლისს ხდის. სოფელში არის ხეები რომელთა რაოდენობაც მხოლოდ ათეულებით გამოისახება, ზამთარში შეშის სიმცირიდან გამომდინარე ხდებოდა ხეების დიდი რაოდენობით მოჭრა ვინაიდან არ არსებობდა პირობები ტყიდან სათბობი შეშის მოპოვების(აღნიშნულმა პრობლემამ მწვანე საფარი ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა თამამად შეიძლება ითქვას რომ გაუდაბნოება აქტიურად მიმდინარეობს ხდება ნიადაგის დეგრადაცია). ამ დროისთვის საწვავი შეშის პრობლემა მოგვარებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ბოლო წლებში მოსახლეობა ცდლობს დარგოს ხეები და მოუფრთხილდეს არსებულს, წინა წელს რამოდენიმე ასეული ხე იქნა დარგული, სამწუხაროდ სრულად "გახარება" ვერ მოხერხდა სოფელში საქონლის გადაადგილების გამო.
2017 წელს სათემო კავშირი „ალვანი 2000“-მა გარემოს გლობალური ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ჩვენს სოფელში დაიწყო პროექტის „საქართველოს სემიარიდულ ზონაში მდებარე სოფელ კასრისწყალის განვითარება ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული სათემო ინიციატივების ხელშეწყობით“ განხორციელება. ამ პროექტის ხელშეწყობით შეიქმნა სოფლის განვითარების საინიციატივო ჯგუფი, შემუშავდა სათემო განვითარების გეგმა. ამ გეგმის ერთ-ერთ აქტივობად განისაზღვრა სოფლის გამწვანებაზე ზრუნვა. გამწვანების პრობლემა ზოგადად მეტად აქტუალურია ჩვენი მხარისთვის, გამწვანების აქციები ერთადერთი გამოსავალია მწვავე ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად.

Proposed Solution:

-აღნიშნული პრობლემის მოგავრების ერთადერთი გზა სოფელში მწვანე საფარის გაზრდაა, ამისთვის სათემო კავშირი „ალვანი 2000“ უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მოძიებას, რომელიც შეარჩევს ისეთ ხე-მცენარეების ჯიშებს, რომლისთვისაც მისაღებია ადგილობრივი კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები სრულყოფილად განვითარებისთვის. ასევე სათემო კავშირი „ალვანი 2000“ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩაუტარებს ტრენინგს შერჩეული ხე-მცენარეების დარგვის და მოვლა-პატრონობის შესახებ. ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფი მოიძიებს შერჩეული ხეების სახეობებს სანერგეში და უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათ ჩარგვას სოფელში შესასვლელი გზის პირზე ორივე მხარეს და იმ ადგილებში სადაც გამწვანება არ არის ან ძალიან მცირეა. თუმცა ხეები რომ შინაურმა ცხოველებმა არ გააფუჭონ საჭირო იქნება მათი დაცვა ღობის საშუალებით. აღნიშნული მოქმედებები მოსახლეობას ჩართავს მეტ გარემოს დაცვით აქტივობებში. პრობლემის მოგავრება გაზრდის ჟანგბადის დონეს, შემცირდება ჰაერის დაბინძურება, დაიცავს ნიადაგს დეგრადაციისგან და გადაარჩენს სოფელ გაუდაბნოებისგან.

Sustainability:

-სოფლის მოსახლეობა და საინიციატივო ჯგუფი იზრუნებს გვალვიან პერიოდში ხეების მორწყვაზე და ნარგავების სარეველებისგან გასუფთავებაზე. ასევე განახორციელებს სპეციალისტის მიერ რეკომენდირებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებს.რაშიც გამოიყენებს მოთხოვნილ ნივთებს, ამასთან აღნიშნული ნივთები შემდეგ მოხმარდება როგორც გარემოს დაცვით აქტივობებს სოფელში ისე სოფლის განვითარებას.
ბიუჯეტი: კერძოდ ნერგების და მისი ტრანსპორტირების თანხას ვერ ვწერ ვინაიდან შესარჩევია ხის ჯიშები და მოსაძიებელი აღნიშნული პუნქტი პროექტის განხორციელების დროს დაზუსტდება და მერე მოხდება შეძენა ნერგების.

Equal gender opportunity:

-სოფლის განვითარების საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იქნებიან ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები და სკოლის უფროსკლასელი მოსაწავლეები (ბიჭებიც და გოგონებიც). პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოები გააერთიანებს ადამიანებს მათი სქესის მიუხედავად.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
plants

100 ხის ნერგი. ვინაიდან არ ვიცით ჯერ რომელი ჯიშის ხის ნერგების დარგვა იქნება რეკომენდირებული ვერ ვწერთ ფასს და შესაბამისად სანერგე მეურნეობას.. სავარაუდო მონაცემებით: ნერგები მაქსიმუმ=3ლარს + ტრანსორტირება მაქსიმუმ 200ლ, ვინაიდან ვერ განვსაზღვრავთ მანძილს.

x

x

x
500,00 ₾
კუთხსახეხი (ბარგალკა) 1ც. + საჭრელი ქვა 10ც.

მავთულბადის დასაჭრელად.

სეირანი

ქალაქი დედოფლისწყარო, ძნელაძის ქუჩა, სამშენებლო-სარემონტო მაღაზია...

595152084
80,00 ₾
Transport fee

ჩამოთვლილი ინვენტარის ტრანსპორტირება ქალაქ დედოფლისწყაროდან- სოფელ კასრისწყალში.

ბექა ბუჩაიძე

სოფელი კასრისწყალი

591454830
80,00 ₾
Petrol + oil

ხელის ბურღის საწვავი 10 ლიტრი, ზეთი 3ლიტრი

ბენზინ გასამართი სადგური

ქალაქი დედოფლისწყარო

x
35,00 ₾
The hoop

სამუშაო ბარი 6 ცალი ბარი ხის ტარით

ვაჟა

ქალაქი დედოფლისწყარო, რუსთაველის ქუჩა, ბაზრის მიმდებარედ.

558482152
60,00 ₾
Plastic materials

"რეიკაზე" მავთულბადის დასამაგრებლად, 200ცალი პლასმასის "ხამუთი"

სეირანი

ქალაქი დედოფლისწყარო

595152084
20,00 ₾
gloves

სამუშაოების შესასრულებლად, 20 წყვილი.

სეირანი

ქალაქი დედოფლისწყარო, ძნელაძის ქუჩა, სამშენებლო-სარემონტო მაღაზია.

595152084
20,00 ₾
Wooden materials

მავთულბადის დასამაგრებლად "რეიკა".ხის "რეიკა"

სეირანი

ქალაქი დედოფლისწყარო, ძნელაძის ქუჩა, სამშენებლო-სარემონტო მაღაზია.

595152084
140,00 ₾
Wire net

მავთულ-ბადე ნერგების დასაცავად საჭიროა 95 მეტრი.

სეირანი

ქალაქი დედოფლისწყარო, ძნელაძის ქუჩა. სამშენებლო-სარემონტო მაღაზია.

595152084
1 140,00 ₾
Land drill

ნერგებისთვის საჭირო ორმოების ამოსათხრელად

ალეკო

ქალაქი დედოფლისწყარო, რუსთაველის ქუჩა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო-სარემონტო მაღაზია.

591327616
300,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

zviadi buchaidze პროექტის ფარგლებში დარგული ხეები სრულად არის გახარებული ფოტოებზეც ჩანს რომ საკმაოდ კარგად შეეწყვნენ ნიადაგას და იწყებენ ზრდა განვითარებას მაღალი ტემპით რაც სასიხარულოა, ჩავატარეთ ნერგების სარეველებისგან გასუფთავების სამშაოები, გავამაგრეთ დამცავი ბადეები და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას რომ წარმატებით მიმდინარეობს პროექტის მიზნისკენ სწრაფვა.
Reply
Keti Khachidze გილოცავთ, წარმატებები!
Reply
Keti Khachidze წარმატებებს გისურვებთ! ინფორმატიული პოსტებია. რამდენი მოხალისე ჩაერთო აქტივობებში? რა გამოხმაურება მოყვა ადგილობრივი მოსახლეობისგან?
Reply
zviadi buchaidze მოგესალმებთ ქალბატონო ქეთი აღნიშნულ აქტივობებში ჩართული იყვნენ სკოლის ეკოკლუბის წევრი და არამხოლოდ მოსწვლეები, ასევე თემის მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 30-40 ადამიანი მონაწილეობდა უშუალოდ დარგვის და შემოღობვის სამუშაოებში... მოსახლეობა დადებითად შეხვდა ძალიან მოხარულები იყვნენ ამ იდეის განხორციელებით ვინაიდან გამწვანების პრობლემა ერთერთი აქტუალური თემაა ჩვენს სოფელში.
Reply
zviadi buchaidze დაიწყო გვალვის პერიოდი და კვირაში ერთხელ დილას ადრე ვრწყავთ ნერგებს. საპნის ხეების გახარების 100% მაჩვენებელია. ხოლო ელდარის ფიჭვის გახარება 50% შეადგენს. იგივე პირობებში ყოფნის დროს ნაძვს გაუჭირდა შეგუება. მოგახსენებთ 90 საპნის და 10 ელდარია ფიჭვის ნერგი დავრგით...
Reply
zviadi buchaidze ყოველ კვირა წვიმა მოდის რაც ხელს უწყობს ნერგებს გახარებაში 100% გახარება გვაქ...
Reply
zviadi buchaidze დავათვალიერეთ გავასუფთავეთ ნერგები და გავამაგრეთ😍
Reply
zviadi buchaidze დღეის დათვალიერებით 100% იანი გახარებაა ნერგების. ეს კვირა წვიმები მოვიდა რამაც დადებითად იმოქმედა😍 (პ.ს ფოტოებს დავდებ)
Reply
zviadi buchaidze მშვენივრად გამოიყრება ყველა ნერგი 100% იანი გახარებაა ამ ეტაპზე😍
Reply
zviadi buchaidze ფოტომასალა
Reply
zviadi buchaidze ნერგების დარგვა წარმატებით მიმდინარეობს, დავბურღეთ მიწა დაბლა ჩავუყარეთ დამწვარი ნაკელი, შემდეგ დავრგით ხეები და დავუსხით წყალი, მაშინვე დავიწყეთ მავთულბადის მონტაჟი ნერგების დასაცავად. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
Reply
zviadi buchaidze დღეს დავასრულეთ გათიბვა და მიწის დაბურღვა ორშაბათს დავრგავთ ხეებს და შემოვღობავთ...
Reply
zviadi buchaidze 2 მაისს დასრულდა გადარიცხვის პროცესი სრულად. 14 მაისს წამოვიღე მაღაზიიდან საჭირო ინვენტარი. ეხლა ვაკეთებთ ამ ინვენტარის საჭიროებისამებრ დაჭრა დამუშავებას და ნიადაგის მომზადებას.
Reply
zviadi buchaidze პროექტის პირველი კვირა სრულად დამჭირდა ინვენტარის და ხის ნერგების ინვოისების გაგზავნა და გადარიცხვებისთვის. რის შემდეგაც ზოგიერთ მაღაზიის ინვოისში იყო ხარვეზები. რის გამოც ახლიდან მოხდა გადაგზავნა და დრო გაიწელა ორ კვირაზე. ველოდები სრულ ჩარიცხვას ინვენტარის და ნერგების წამოსაღებად.
Reply