ვარდების ხეივანი სოფლის კეთილმოსაწყობად

Leila Bekauri
a
4489
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 500 კვმ, რომელიც ესაზღვრება სკოლისაკენ მიმავალ გზას, ფაქტიურად იყო ნაგავსაყრელად ქცეული. თხრილები, ანწლისა და მაყვლის ჯაგები, ნაგავი, ქვეწარმავლების ბუდედ ქცეული მთელი ეს ანტისანიტარია იყო არა სადმე განაპირას, არამედ სოფლის შუაგულში.
თემში გადავწყვიტეთ ამ ადგილის გასწორება - გაწმენდა და ვარდების ხეივნის გაკეთება, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება, გასეირნება, პატარებისთვის ადგილის მოწყობა და საჭირბოროტო საკითხებზე სოფლის მოსახლეობის შეკრება. დაბინძურებული და გამოუყენებელი ადგილი გალამაზდება და ნაგავიც აღარ დაიყრება. აქვეა ფეხბურთისა და ფრენბურთის სტადიონი, ირგვლივ კი არ არის არც ერთი ხე მოსაჩრდილებლად, სიცხისგან თავის დასაცავად.
ჩვენ ტრაქტორით გავასწორებინეთ ეს ადგილი, გავიტანეთ ნაგავი და მოძიებული თანხით გავაკეთეთ ხეივნის ნაწილი -- ტერიტორიის სიგრძე 70 მეტრია, თანხა კი გვეყო 30 მეტრის სიგრძეზე კარკასისთვის. ამ პროცესში ჩაბმული იყო თემი - ქალები, მამაკაცები და ასევე ახალგაზრდები. რაც გაკეთდა, ყველას მოსწონს, მაგრამ გვინდა მთელ სიგრძეზე გავაკეთოთ ხეივანი.
აღსანიშნავია, რომ სოფელში, სადაც დაახლოებით 250 კომლია, არსად არა გვაქვს ნორმალური დასვენების და თავშეყრის ადგილი.

Proposed Solution:

დაფინანსების შემთხვევაში გამოვა ძალიან ლამაზი გრძელი (70 მეტრი), სხვადასხვა ვარდებით დატვირთული ხეივანი. ჩვენი სახსრებით გავამწვანებთ, დავრგავთ ბუჩქებს, მოვაწყობთ ქვის ბილიკებს და დავდგამთ სკამებსა და ურნებს, რათა ნაგავი არ დაიყაროს. ხეივანს ჩამოუდის სარწყავი არხი, რომლის ნაპირზეც რიგზე დავრგავთ ტირიფებს. რადგან ადგილი უკვე არის მზად და ხეივნის ნაწილიც გაკეთებულია, გვესაჭიროება მასალა: რკინა, მავთული, ცემენტი, საღებავი და სხვა, რომლის შესაძენადაც საჭიროა 1881 ლარი.
თემის წევრები ერთად ჩაერთვებიან ამ მიზნის განხორციელებაში: დაჭრიან რკინას, შეღებავენ, ჩააცემნტებენ საყრდენ ბოძებს, შეადუღებენ და შეკრავენ კარკასს. უფროსებთან ერთად იმუშავებენ უფროსკლასელი ვაჟები და გოგონები.

Sustainability:

ხეივანი იქნება ყოველთვის სოფლის მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილი. ყოველთვის იფუნქციონირებს და იქნება მუდამ თემის საკუთრებაში. საკუთარი ხელით გაკეთებულს კი ყველა გაუფრთხილდება და მათ საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარ დაიყრება ნაგავი და ანტისანიტარიის ნაცვლად სოფლის ცენტრი ვარდების ხეივნით გალამაზდება. ამ ადგილის კეთილმოწყობა იქნება სასარგებლო არა მარტო თემისთვის, არამედ ჩამოსული სტუმრებისთვისაც. თანაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხეივნის ნახვის შედეგად სხვა სოფლებიც მოგვბაძავენ და ჩვენი ხეობის სოფლები ბევრად უფრო გამწვანებული და გალამაზებული იქნება.

Equal gender opportunity:

ხეივნის გაკეთების დასაწყის ეტაპზე, სოფლის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ამ ხეივნის გაფართოებისთვის დაფინანსების შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
დიდად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანები იგრძნობენ, თუ რამდენად სასარგებლოა საქმის კეთება არა მარტო კერძო სარგებლის მისაღებად, არამედ ზოგადად თემისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
cement

150 კგ

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტასანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
36,00 ₾
Transport fee

მასალების ტრანსპორტირება ქ.ახმეტიდან სოფ. ბირკიანში (30 კმ)

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტასანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
40,00 ₾
electrode.

1 შეკვრა (რკინის შესადუღებლად)

ზურაბ ბაბულაიძე

n/a

558 590 590
15,00 ₾
Tube

48 მეტრი (60x40x2 მმ) ტრუბა კვადრატი

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტა სანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
304,00 ₾
wire

200 მეტრი მავთული უჟანგავი

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტასანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
50,00 ₾
Tube

96 მეტრი ( 40x20x2 მმ)

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტა სანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
512,00 ₾
Iron materials

60 მეტრი (30x30x2)რკინის კუთხოვანა

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტა სანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
180,00 ₾
paints

2 ყუთი, მეტალის შესაღები, შავი ფერი

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტასანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
52,00 ₾
wire net

80 მეტრი, სიმაღლე - 150 სმ

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტასანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
480,00 ₾
armature

6 მეტრი (10 მმ)

ზურაბ ბაბულაიძე

ქ.ახმეტასანაპიროს ქ.#8
შპს "ტექნოვინი"

558 590 590
12,00 ₾
welder fee

4 დღე

ერმალო ბაღაკაშვილი

ახმეტის რაიონი, სოფ. ბირკიანი

596 10 96 84
200,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Leila Bekauri Rose Alley
Reply
Leila Bekauri .... when the joint work brings beautiful results... :)
Reply
Leila Bekauri Rose Alley in its beauty.June, 2019
Reply
Leila Bekauri Rose Alley in its beauty.
Reply
Keti Khachidze შაბათს, 21 ივლისს ვარდების ხეივანი მოვინახულეთ. საბოლოო შედეგი არის შთამბეჭდავი. ხეივნის მშენებლობა დასრულებულია, ტერიტორია შემოღობეს, რომ საქონლისგან დაეცვათ და ორივე მხრიდან კარი დაამონტაჟეს. 60 ძირი მცოცავი ვარდი ჩარგეს და თაკარა სიცხეში პროექტის მოხალისეებმა სათლებით ზიდეს წყალი, რომ გაეხარებინათ. ქალბატონ მზია, პროექტის ლიდერი, გვპირდება, რომ მომავალ წელს ვარდები მოიზრდება და ხეივანს დაფარავს. ვარდები საკუთარი ეზეობიდან გადმორგეს პროექტის მონაწილეებმა და აპირებენ ადგილი საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნან, სკამები დაამონტაჟონ და მოსასვენებლი ადგილი გახადონ. ქნ მზია აპირებს შეჯიბრებების მოწყობას სკოლის ბავშვებისტვის, რომ მათ გადააბაროს ხეივანზე ზრუნვა და ადგილი კიდევ უფრო მათი გახადოს. რაც მთავარია, მზიას და მის თანაგუნდელებს, სურთ რომ ვარდების ხეივანი სამაგალითო გახდეს, სხვა სოფლებიდან მოვიდნენ სანახავად და იდეა გადაიღონ. ვისაც მზიას ენერგია, კარგი საქმეების კეთების სურვილი და მისი ულამაზესი, საოცარი გემოვნებით მოწყობილი ბაღი საკუთარი თვალით არ უნახავს, მალე ვიდეოს დავდებთ მის შესახებ. არ გამოტოვოთ!
Reply
Leila Bekauri კარკასის შედუღება. კონსტრუქციის დასრულება.
Reply
Leila Bekauri ამ კვირას ჩავსვით რკინის ბოძები და გავამზადეთ გადასაფარებელი რკინების შესადუღებლად
Reply
Leila Bekauri At first stage of the project all the materials needed for the Rose Alley were purchased. Iron materials were cut and all of them were painted. The ground of the alley was cleaned and preapred for the second stage.
Reply