Sunday Educational and Integration Seminars

Ira Dzirkvadze
a
1713
Comments: 24
a

Goals

Problem statement:

There are 31 public schools in Tsalka district: 19 Georgian, 10 Armenian, and 2 Azerbaijani. Every year, the Georgian graduation rate is much higher - 60 percent to 5 and 10 percent. One of the reasons for this gap is that the non-Georgian speakers cannot access university and other public services. Without Georgian, they also cannot access many good careers.

In addition, many young adults are actively involved in agriculture, making them miss school and training programs. They leave school early to farm or marry young. As adults, they are less informed about such important topics as children's rights, early marriage disadvantages, career planning, etc.

There are no youth clubs in the village and no adults engaged in sports and other creative activities, so they spend their free time to bad habits, such as cigarettes, alcohol and gambling.

Proposed Solution:

We want to implement our educational workshops on Sundays, because this day is the most convenient for students.

I Sunday: Training: Early Marriage
II Sunday: Olympic Football
III Sunday: Book review: Ali and Nino
IV Sunday: Training: Career Planning
V Sunday: Presentation: Origins of Georgian and Armenian Alphabet
VI Sunday: Training on Gender Equality
VII Sunday: Book Club
VIII Sunday: Minister of Culture and Monument Protection: "Inviting Living Books"
IX Sunday : Trivia Game
X Sunday: Olympic Football

We want the library to attract youth into reading books. We also need sports equipment for sports activities. Our project will continue throughout the year and we will try to discuss and resolve communal issues together.

Sustainability:

The result of the project will be the bonding and integration of Georgian and non-Georgian children, so that there will be more non-Georgian school graduates and more of them will be able to use employment opportunities in public services.

Young people will be engaged in sports and other creative activities and not harmful habits.
After project completion, the newly purchased items will be transferred to the training center "Gumbati," which is also aimed at integration.

Equal gender opportunity:

We will be actively involving Georgian as well as non Georgians in the project, regardless of age or sex.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Books

Fiction, Cognitive, educational books

წიგნების მაღაზია ბიბლუსი

თბილისი, იოსებიძის ქ. №49

+995 32 2 48 68 44
920,00 ₾
Balls

Soccer balls

ინტერნეტმაღაზია mymarket.ge

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10230813/
ალ ყაზბეგის 32ბ

597 744 743
380,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

თამო ჩოჩიშვილი ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ყველაზე დიდი შეფასებითი ინსტრუმენტი - ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილია. 27 წლის დამოუკიდებლობის მანძილზე, ძალიან მცირე ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ინტეგრირებულიყვნენ ერთმანეთში, როგორც მინიმუმ გაეცნოთ და არ ჰქონოდათ სტერეოტიპული დამოკიდებულება. აღნიშნულმა პროექტმა კი ბიძგი გააჩნია მცირე სპორტული და ინტელექტუალური აქტივობის ფარგლებში, რომ სკოლის მოსწავლეებს დაეწყოთ ყინულის დადნობა, კედლის დანგრევა და ეთნიკური საზღვრების ნელ-ნელა ჩამოშლა. საჭიროება მოითხოვს ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედების ასპარეზის განვრცობას. შემდეგ აქტივობებში და იდეების განსახორციელების პროცესში, ჩვენი აზრით კარგი იქნებოდა დამატებით სხვა სოფლების ჩართვა. ასევე კულტურული და კულინარიული საღამოების მოწყობა არა მხოლოდ მოზარდების არამედ ზრდასრული ადამიანების ჩართულობითაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაგალითის მიცემას ახალგაზრდებისათვის რომლებიც უფრო ხშირად და ნაყოფიერად უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ . ჩვენ ვთვლით რომ მსგავსი ღონისძიებები გააუმჯობესებს თემის შეკავშირების, საერთო ნიშნების და მახასიათებების გამოკვეთით, რაც თავის მხრივ თემს ერთიანობისკენ უფრო უბიძგებს ვიდრე განსახვევიბისკენ [შედარებით რთული იქნება აქტივობების მოფიქრება;] ეს აქტივობები ბიძგს მისცემს ადგილობრივ ინიციატივის განვითარებას და თავის მხრივ მცირე მდგრადობის ეფექტს შესძენს შემდეგ პროექტებს. საერთო ჯამში, პროექტი წარმატებულია SKYE DARTS CLUB-ის შეფასებით, რადგან სრულიად არაფრიდან სოფლებში დაამკვიდრა არაფორმალური აქტივიზმის მცირე ტრადიცია.
Reply
თამო ჩოჩიშვილი სოფლის-თემის დონეზე აქტივიზმი ყველაზე რთული საკეთებელი საქმეა, რადგან უმეტესწილად ჩაკეტილი, კონსრევატიულად მოაზროვნე მოსახლეობა რთულად ხვდება ახალ წამოწყებებს და საწყის ეტაპზე ძალიან მტრული თვალით უცქერენ. მეორე მხრივ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები განიცდიან აქტივიზმის და არაფორმალური განათლების ნაკლებობას, რაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა რეგიონული განვითრების მიმართულებით. ზემოთ მოხსენიებული ორი მიზეზი დასაბამია რეალური უთანასწორობის განცდის, რომელიც დღესდღეობით გვაქვს საქართველოში. ამ პრობლემის აღმოსაფრხვრელად პატარა ლამპრებია ანთებული ათობით მუნიციპალიტეტში, სადაც ახალგაზრდები ცდილობენ შექმნან დამატებითი შესაძლებლობები თანასოფლელთათვის. ‘’ჩემი კვირა’’ ამ მხრივ მისასალმებელი წამოწყებაა, გათვალისწინებით რელიგიურ-ეთნიკური სიჭრელისა, სადაც ეს პროექტი განხორციელდა, პროექტის ავტორმა და მოხალისეებმა შეიტანეს სიახლე თავიანთ თემში. ერთგვარად სისხლი გადაუსხეს სოფლის ყოფას და სამოქმედო არეალს. ახალაგზრდებს დაანახეს, რომ მათ უფრო მეტი შეუძლიათ, რომ არსებობს უფრო მეტი გზა განვითარებისთვის, რომ არის მეტი შესაძლებლობა და ინტერესის სფერო ირგვლივ - ამისთვის კი მთავარი ცოტაოდენი მონდომება და ენთუზიაზმით განმსჭვალული პირებია საჭირო. ყოველკვირეული აქტივობები ქმნის უკეთეს მუხტს და უჩენს წადილს ახალგაზრდებს შემდგომში თითონაც დაგეგმონ პატარს ღონისძიებები და მიიღონ სიამოვნება ამით.
Reply
თამო ჩოჩიშვილი ეს მოლოდინი გამართლდა, ბავშვები დღესაც იწერენ და კითხულობენ წიგნებს, რაც პროექტის მიზნის ყველაზე დიდი კრიტერიუმითი შეფასებაა. საერთო ჯამში ყველა მოლოდინი გამართლდა, პროექტში ჩაერთო იმაზე მეტი მონაწილე ვიდრე პროექტის ავტორი ვარაუდობდა.პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჯამშიმონაწილეობა მიიღო 25-მა ბავშვმა. აქედან 15 ბიჭი და 10 გოგონა; იდეა უკვე დასრულებულია, მაგრამ ავტორი კვლავ აპირებს სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარებას სასწავლო ცენტრ „გუმბათში“. საზოგადოების გამოხმაურება ამ ყველაფერზე იყო დადებითი, თუმცა უარყოფით კონტექსტშიც მოიხსენიებდნენ, კერძოდ არ მოწონდათ ის რომ ახალგაზრდები დიდ დროს ატარებდნენ ერთად, თუმცა ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტმა იმუშავა და შეძლო ახალგაზდების გააქტიურება სოფელში. სამიზნე აუდიტორია იყო სკოლის მოსწავლეები.პროექტის მიმდინარეობისას ახალი სამიზნე აუდიტორია არ გამოიკვეთა. პროექტი გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. ყოველ კვირა დღეს იკრიბებოდნენ სხვადასხვა სოფლის ბავშვები და ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ახალგაზრდა თაობამ გაიცნო ერთმანეთი და დაინახეს, რომ მეზობელ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებიც კარგები არიან, რომ მათაც მსგავსი მისწრაფებები აქვთ. დღეს, უკვე უხარიათ ერთმანეთის დანახვა და სურთ, რომ კიდევ ჩატარდეს მსგავსი აქტივობები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეძენილი ნივთები დარჩა სოციალურ საწარმოს და ბავშვებს დღესაც შეუძლიათ მათი გამოყენება. პროექტმა ხელი შეუწყო გუმბათის სასწავლო ცენტრის მდგრადობას.
Reply
თამო ჩოჩიშვილი ეს კი გამოწვეული იყო იმით რომ, სამიზნე აუდიტორია ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული, კერძოდ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის, აშკალას და ავრანლოს სომხურ ენოვანი მოსახლეობა. ამ ბავშვებს ნაკლებად ესმით ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ [სახელმწიფო] ენას, რის გამოც გართულდა მობილიზება. დაინტერესებაც მათი მხრიდან ნაკლები იყო, მიუხედავად დიდი მცდელობისა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სოფლების ქართულენოვანი მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო; პროექტი - იდეის ავტორისთვისაც საკმაოდ სარგებლიანი აღმოჩნდა, მან შეძლო უკეთესად, გაეცნო თემი და მოსახლეობა რომელშიც ცხოვრობს და უფრო ფართოდ დაენახა სოფლად მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. რასაც ფაქტობრივად უკვე მისდევს და აფართოებს მუშაობის თვალსაწიერს. ყველაზე რთული ეტაპი პროექტის საწყისი ეტაპი იყო. საზოგადოებისთვის ახსნა თუ რატომ აკეთებ ამას, ვინ და რატომ გაფინასებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ზოგ შემთხვევაში ურთულესი პროცესი გახლდათ. პროექტის აქტივობების განხორციელების პროცესი უფრო სასიამოვნო იყო, მაგრამ ბევრი სირთულეახლდა თან, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზების დაბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში. პროექტის დასასრული შედარებით მარტივი და ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო, როცა ბოლომდე გამოჩნდა და შეგრძნებადი გახდა პროექტის შედეგად მიღებული სარგებელი. პროექტის ავტორს, ჰქონდა მოლოდინი, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთვებოდა პროექტის აქტივობებში. გამოიწერდნენ პროექტის ფარგლებში შეძენილ წიგნებს და წაიკითხავდა.
Reply
თამო ჩოჩიშვილი პროექტი „ჩვენი კვირა“ განხორციელდა წალკის მუნიციპალიტეტში. სოფელ გუმბათში არსებობს სოციალური საწარმო - სასწავლო ცენტრ გუმბათი - ეს არი სივრცე, სადაც შეიძლება ახალგაზრდები შეიკრიბონ და დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებებს. პროექტი მიზნად ისახავდა, ქართველი, ბერძენი და სომეხი მოზარდების ერთ სივრცეში შეკრებას, გაცნობას დადაახლოებას სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. სწორედ ამისთვის იქნა შეძენილი წიგნები და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც შემდეგ ღონისძიებების ჩატარებისას გამოიყენებოდა.ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში მეზობელი სოფლების ახალგაზრდების დაახლოებასა და დამეგობრებას ხელს შეუწყობს სხვადასხვა შემოქმედებით-გასართობ-საგანმათლებლო ღონისძებების ჩატარება. მულტი-ეთნიკური ახალგაზრდობა ხშირად უნდა შეიკრიბონ, რომ აღმოაჩინონ მსგავსი ინტერესები და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში ინტეგრაციის დაბალი დონე მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე წარმოშობს კონფლიქტის და გაუცხოების საშიშროებას, რაც თავის მხრივ აფერხებს მშვიდ თანაცხოვრებით და კეთილმეზობლურ პროცესს. იქიდან გამომდინარე რომ ასეთი ღონისძიებები საერთოდ არ ტარდებოდა სოფლებში და მხოლოდ სასკოლო ოლიმპიადაა ერთადერთი გამოსავალი აქტივიზმის მხრივ სოფლის ახალგაზრდებისთვის ინიციატივა ‘’ჩემ კვირას’’ საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან. ბავშვებმა გაიცნეს ერთმანეთი და შეძლეს დამეგობრება, ხალისით ჩაერთვნენ ყველა იმ ატივობაში რომელიც დაიგეგმა. თუმცა შედარებით ნაკლებად წარმატებული გამოდგა ,,რა ?სად? როდის? ‘’.
Reply
Ira Dzirkvadze დასრულდა პროექტი "ჩვენი კვირა". პროექტში მონაწილეობას იღებდა სოფლების: გუმბათის, ავრანლოს, ოზნისა და არწივანის ბავშვები. ამ სოფლებში ცხოვრობენ სომხები, ბერძნები და ქართველები. ვიკრიბებოდით სასწავლო ცენტრ "გუმბათში", მოვაწყეთ პოეზიის საღამო, ჩავატარეთ თამაში რა? სად? როდის? განვიხილეთ ჩვენი წაკითხული წიგნები და ვისაუბრეთ ჩვენი საყვარელი წიგნის შესახებ, შევხვდით სტუდენტებს და განვიხილეთ თემა: "ჩემი მომავალი პროფესია" , ჩავატარეთ ფეხბურთის მეგობრული მატჩები, სხვათაშორის გუმბათის გოგონების ფეხბურთის გუნდი ქვემო ქართლის ჩემპიონი გახდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში ნაყიდი ბურთები ამ გოგონებს გადავეცით. ღონისძიებების ჩატარებაში გვეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები. თითოეულ ღონისძიებაში დაახლოები 10-15 ბავშვი იღებდა მონაწილეობას. პროექტი დასრულდა, მაგრამ ბავშვები ისევ მეხმიანებიან შევიკრიბოთ და რამე ღონისძიება დავგეგმოთო. რაც მთავარია, ერთმანეთი უკეთესად გავიცანით, დავმეგობრდით და გვიხარია ერთმანეთის ნახვა.
Reply
Ira Dzirkvadze fkjfhs;gshldkgh
Reply
Ira Dzirkvadze მაყურებლებიც კი გვყავდა....)))კი დაგვიძველდა მოედანი,მაგრამ მაინც აქაური, ყველა ბავშვის, საყვარელი ადგილია...
Reply
Ira Dzirkvadze 05.05.2017
Reply
Ira Dzirkvadze დადგა გაზაფხულის ბოლო თვე და გუმბათშიც დათბა ცოტათი...ჰოოდა მზის სხივები ვიხილეთ თუ არა მაშინვე ჩავატარეთ ფეხბურთის მეგობრული მატჩი.მეზობელ სომხურენოვან სოფლიდან,აშხლიდან გადმოსულმა და გუმბათელმა ბავშვებმა ერთად ითამაშეს.მატჩის დასასრულების შემდეგ შეთანხმდნენ,რომ აწი ხშირად ჩატარონ ასეთი შეხვედრები.რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დაგვეხმარნენ სპორტის მასწავლებლები)))
Reply
Ira Dzirkvadze თამაშის ორგანიზებულად ჩატარებაში სკოლების მასწავლებლები დამეხმარნენ)))
Reply
Ira Dzirkvadze 21 აპრილს,ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის?.მონაწილეობას იღებდნენ გუმბათის,აშხალისა და ავრანლოს სკოლის ბავშვები.აშხალის საჯარო სკოლა სომხურენოვანია,ავრანლოს სკოლაში ქართველებთან ერთად ბერძნებიც სწავლობენ.გამარჯვებულს გუნდის წევრებს გადავეცით სერტიფიკატები.თამაში ასევე მოვიაზრეთ,როგორც წინაგავარჯიშება რაიონული რა?სად? როდისთვის?,რომელიც მაისში ჩატარდება.
Reply
Ira Dzirkvadze მოკლედ ეს რამდენიმე კვირა ვერ ჩავატარეთ ღონისძიება...ძლიერი ქარი ქრის წალკაში და ცუდი ამინდია.აწი გამოიდარებს და სააღდგომო დასვენებებზე,ვგეგმავთ ფეხბურთში შეჯიბრის ჩატარებას...თამაშის დაწყების წინ გვექნება გაცნობითი ენერჯაიზერები. სოფელ ავრანლოს,აშხალის და გუმბათის ბავშვები იქნებიან ძირითადად.
Reply
Ira Dzirkvadze ამის გარდა, მოვისმინეთ მედეა ჯაფარიძის წაკითხული რამდენიმე ლექსი და ფარუირ სევაკის ლექსი "დედის ხელები".
Reply
Ira Dzirkvadze სოფელ ოზნის ბავშვებმა წაგვიკითხეს,როგორც სომეხი,ასევე ქართველი პოეტების ლექსები.განსაკუთრებით გრძნობით წაიკითხეს საქართველოზე ლექსები.მერწმუნეთ,რომ უდიდესი სიამოვნებაა, სომეხი ახალგაზრდის მიერ შეუცდომელი ქართულით წაკითხული ლექსის მოსმენა.
Reply
Ira Dzirkvadze ორ მარტს, ჩავატარეთ,ღონისძიება "შევხვდეთ გაზაფხულს პოეზიით". სოფელ გუმბათისა და ოზნის, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაგვიკითხეს ლექსები.
Reply
Ira Dzirkvadze ასე გამოვავლინეთ საუკეთესო პრეზენტატორი და საუკეთესო წიგნი.))
Reply
Ira Dzirkvadze გასულ კვირა დღეს,ჩავატარეთ დისკუსია "ჩემი წიგნი".ოღონდ სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში,რადგან სასწავლო ცენტრი "გუმბათი" დაკავებული იყო იმ დროისთვის. გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები გააკეთეს მათი საყვარელი წიგნების,ხოლო სოფელ ავრანლოდან გადმოსულმა ბავშვებმა შეაფასეს პრეზენტატორი და წიგნი,ბოლოს კი ერთად ვისაუბრეთ თემებზე:რას ვკითხულობთ ახლა და რომელია ჩვენი საყვარელი წიგნი.ერთმანეთის ურჩიეს ბავშვებმა მათი აზრით,კარგად წასაკითხი წიგნები და რამდენიმემ წაიღო კიდეც წასაკითხად ჩვენ მიერ შეძენილი წიგნებიდან.
Reply
Ira Dzirkvadze ერთ-ერთი მკითხველი...
Reply
Ira Dzirkvadze ესეც ჩვენი პირველი ღონისძიება.26 თებერვალს,ბავშვებმა შევიკრიბეთ და წავიკითხეთ საყვარელი ნაწაროებებიდან ამონარიდები.ყველაზე პატარა მკითხველი გვყავდა 11 წლის კახი კახაძე.
Reply
Ira Dzirkvadze ესეც უკვე შეივსო ჩვენი წიგნის თაროები ბევრი ახალი,საინტერესო და კარგი წიგნით...ამ კვირაში უკვე ჩავატარებთ რამდენიმე ღონისძიებას.ვეცდებით ზამთრის ცივი და სუსხიანი ბოლო დღეები,ერთად შეკრებებით გადავაგოროთ.)))
Reply
Ira Dzirkvadze აი,ამ გოგოენბმა დამეხმარნენ,რომ წიგნები და ბურთები,წამოგვეღო მაღაზიებიდან თუ გამომცემლობებიდან,შემდეგ მიკროავტობუსამდე მიგვეტანა და გუმბათს ვსტუმრებოდი დატვირთული.სხვათაშორის ,მარშუტკის მძღოლმა გზის ფული არ გამომართვა ამდენი რამე მიგაქვს ბავშევბისთვის და უფასოდ მგზავრობას იმსახურებო)))
Reply
Ira Dzirkvadze დღეს ბურთები და მაგიდის ჩოგბურთის რაკეტები შევიძინეთ))
Reply
Ira Dzirkvadze მოკლედ და ამგვარად)) უკვე ჩამოვწერეთ სია თუ სად რას შვიძენთ...დღეს მაღაზიებშიც ვიყავით და ინვოისებიც შევავსეთ,ბიბლუსი გალერეაში წიგნები შევუკვეთეთ რაც გვინდოდა და არ ჰქონდათ.რამდნეიმე სპორტულ მაღაზიაში ვიყავი,მაგრამ საბოლოოდ ერთზე შევჯერდი,რომელმაც გარკვეული შეღავათებიც გაგვიწია.ასე რომ თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, მალე გუმბათელებს გავახარებთ)))
Reply