ინტერნეტხიდი ლაგოდეხში

elebaindurashvili@gmail.com
a
1766
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

მე გახლავართ ელენე ბაინდურაშვილი, ჯგუფ ,,ნატვრის ხის“ ერთ-ერთი წევრი. ქალთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ჩვენი ფემინისტური კლუბი“-ს მსვლელობისას გავიცანი აზერბაიჯანელი გოგონები და იმის შემდგომ პერიოდულად ერთმანეთს ვეხმიანებით. მიუხედავად განსხვავებული ეროვნებისა და ტრადიციებისა, ჩვენ ერთმანეთში საერთო აღმოვაჩინეთ. ჩვენი საერთო სურვილია რაც შეიძლება მეტი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლე დავამეგობროთ ერთმანეთს. ლაგოდეხის რაიონი გამორჩეული და საინტერესოა, როგორც ეთნიკური ასევე ეკო მრავალფეროვნებით. ხშირ შემთხვევაში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი რაიონში არსებულ ეკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. იმისათვის რომ მოხდეს მათი ინფორმირება და ინტეგრაცია მათ ტოლ ქართველ ახალგაზრდებთან საჭიროდ მიმაჩნია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერნეტ დამეგობრება საშუალებას მოგვცემს გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ დისტანციურად და პარალელურ რეჟიმში განვახორციელოთ ყველა ის აქტივობა რომელსაც ერთად დავგეგმავთ. ინტეგრაციასთან ერთად მოვახდინოთ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლისა და კაბლის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებში.

Proposed Solution:

პროექტის განსახორციელებლად სკოლებში ჩამოვაყალიბებთ ეკო კლუბებს(ორივე სკოლის დირექცია აქტიურად გვიჭერს მხარს). შევიძენთ 2 ცალ ლეპტოპს, რომლის საშუალებითაც მოხდება ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენ შორის. ერთობლივად დავგეგმავთ ეკოლოგიურ ღონისძიებებს: ლაგოდეხის ეკო სისტემის გაცნობა, ექსკურსია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მუზეუმში, სკოლებში კონკურსის მოწყობა ეკოტოლერანტობის თემაზე (ნახატების შექმნა) და 12 რჩეული ფოტოს გამოყენებით შეიქმნება 2017 წლის ეკოტოლერანტული კედლის კალენდარი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე ამავე ნახატებით შეიქმნება ასაკინძი კალენდრები, რომლებიც გადაეცემათ პროექტში მონაწილე სკოლებს, დასუფთავების აქციების ორგანიზება/მოწყობა, კონფერენცია თემაზე - ,,ეკოლოგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ლაგოდეხში“. კონფერენციის თემებს დაამუშავებენ ორივე სკოლის ეკოკლუბის წევრები (ამონარიდები ამ თემებიდან, სურათებთან ერთად განთავსდება ზემოთ ხსენებულ კალენდარზე). კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო 3 გამარჯვებული თემის ავტორი თითოეული სკოლიდან იქნება დაჯილდოვებული ფასიანი საჩუქრებით.

Sustainability:

Equal gender opportunity:

ეკოკლუბში გაერთიანებული იქნებიან და ორივე სკოლიდან ერთმანეთს დაუმეგობრდებიან როგორც გოგონები ასევე ბიჭებიც.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
laptop – 2 laptops

laptop – 2 laptops

be.ge

თბილისი

-
1 196,00 ₾
A binding machine

A binding machine – a binding machine for metal springs

geosm.ge

თბილისი

-
221,00 ₾
Color paper –

Color paper – color paper for printing the calendars

ალიკა გელაშვილი

ლაგოდეხი

598103660
32,00 ₾
Color cartridge

Color cartridge – Color printer colors

ალიკა გელაშვილი

ლაგოდეხი

598103660
60,00 ₾
Gifts

Gifts - gifts for the winners

ალიკა გელაშვილი

ლაგოდეხი

598103660
240,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

elebaindurashvili@gmail.com 25 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დარბაზში პროექტს ფარგლებში გაიმართა კომფერენცია თემაზე ,, ეკო და ეთნიკური მრავალფეროვნება ლაგოდეხში " კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხის N 1 , N 3 მაწიმის და განჯალის სკოლის მოსწავლეებმა . მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
Reply
elebaindurashvili@gmail.com ჩემი პროექტის შესახებ მაწიმის სკოლის მეშვიდეკლასელებმაც შეიტყვეს და ძალიან დაინტერესდნენ. მთხოვეს პროექტში ჩართვა მათი მასწავლებლის მეშვეობით. მე დავთანხმდი და შევთავაზე საკონფერენციე თემების დამუშავება.
Reply
elebaindurashvili@gmail.com წითელი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალში ერთი ძალიან მაგარი მოხალისე გავიცანი - ელვინი. იგი სოფელ განჯალის მკვიდრია. მისგან შევიტყე სოფელში არსებულ ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე, რომელსაც უძღვება მარიამ პეტრუზაშვილი.მე და ჩემი გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ ვეწვიოთ მას რათა მიეხმაროს დაინტერესებულ ბავშვებს ქართულად თემების დამუშავებაში.
Reply
elebaindurashvili@gmail.com ლაგოდეხის პირველი საჯარო და განჯალის საჯარო სკოლები დროზე ადრე რემონტის გამო დაიცალა. სწორედ ამიტომ შეფერხდა პროექტის მსვლელობა. წინ კიდევ ბევრი საქმე გველის.
Reply
elebaindurashvili@gmail.com ლაგოდეხის
Reply
elebaindurashvili@gmail.com განვახორციელეთ პროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი აქტივობა. ვალერი ოღიაშვილმა ჩაატარა ლექცია ეკოსაკითხებზე კაბლის თემის საჯარო სკოლაში.
Reply
elebaindurashvili@gmail.com აი ფოტოც.
Reply
elebaindurashvili@gmail.com პირველი სკოლის მოსწავლეების მორიგი კომუნიკაცია კაბლის თემის სკოლის მოსწავლეებთან.
Reply
elebaindurashvili@gmail.com რამოდენიმე შერჩეულმა გოგონამ კაბლის თემის საჯარო სკოლიდან, რამოდენიმე დღიანი თანხმობის შემდეგ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ესეც შენი გამოწვევა...
Reply
elebaindurashvili@gmail.com პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთები უკვე გადმოგვეცა, რისთვისაც მადლოას ვუხდით ფონდ ორბრლიანს. დღეს ვიყავით კაბლის სამიზნე სკოლაში, შევხვდით ჩვენს პარტნიორ მოსწავლეებს, გადავეცით ლეპტოპი და დავგეგმეთ მომავალი კომუნიკაციის პირობები. კაბლის სკოლის დირექცია ისევე როგორც ლაგოდეხის სკოლის დირექცია აქტიურად გვიჭერს მხარს პროექტის განხორციელებაში.
Reply