3. ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია

Qristine Mujiri
a
1719
Comments: 9
a

Goals

Problem statement:

მას შემდეგ, რაც გავიგეთ სამცხე-ჯავახეთში არსებული ისალმური საკულტო ძეგლების შესახებ გადავწყვიტეთ, რომ გვემუშავა ამ საკითხზე. უკვე ორი წელია, როგორც მოხალისეები დავდივართ სამცხე-ჯავახეთში. მოვახდინეთ ათეულობით მეჩეთის ფოტოფიქსაცია. შევისწავლეთ მეჩეთების არქიტექტურა და მათი მხატვრული სახე. ასევე შევაგროვეთ ისტორიები, რომლებიც მეჩეთების აშენებასთან თუ დანგრევასთანაა დაკავშირებული.
გვსურს, მოვიცვათ მთელი რეგიონი და აღვწეროთ მეჩეთები. მათი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლოა რამდენიმე წელში გაცილებით მძიმე სურათი გვქონდეს. გარდა ამისა, გვინდა დავამსხვრიოთ საზოგადოების შეხედულება იმის შესახებ, რომ ისლამური ძეგლები არ აღიქმება ქართული კულტურის ნაწილად. ამასთან, ვცდილობთ ადგილობრივებთან გვქონდეს კომუნიკაცია, რათა გააზრებული ჰქონდეთ მათი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ამ წლების მუშაობამ შედეგიც გამოიღო. დაინტერესდნენ მედია-საშუალებები, გადიღეს დოკუმენტური ფილმი და ა.შ. რაც ასევე დიდ გავლენას ახდენს სოფლის მაცხოვრებლებზეც და რამდენიმე მეჩეთის მოვლაც კი დაიწყეს.
ასევე გვსურს, რეალური სურათი გვქონდეს მეჩეთების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პასუხიმგებელმა უწყებებმა მიაქციონ შესაბამისი ყურადღება, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააცნობიეროს მათი კულტურული პოტენციალი და გაატარონ შესაბამისი პოლიტიკა.

Proposed Solution:

ამ პროცესში ყველაზე დიდი პორბლემა არის არაინფორმირებულობა და კომუნიკაციის არ ქონა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არც კი იცის სოფლებში არსებული ძეგლების შესახებ, მათი მნიშვნელობის შესახებ და შესაბამისად იღებენ და მიუღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რაც გამანადგურებელი აღმოჩნდა მეჩეთებისთვის. ბერვი მათგანი დაინგრა. მათი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. ვფიქრობთ, ერთ-ერთ სოფლის მეჩეთში გამოფენის გაკეთება დააკავშირებს სხვადასხვა მხარეს, ხელისუფლების,სოფლის წარმოადგენლებს და დაინტერესებულ პირებს, დაანახებს რეალურ სურათს. აქცენტი გაკეთდება ამ სოფლების ტურისტულ პოტენციალზე. აღნიშნული ღონისძიება მიმართული იქნება რომ დაიწყოს დიალოგი, რაც უმთავრესი ნაბიჯი იქნება მეჩეთების გადარჩენისთვის. ვიმედოვნებთ პროექტი შეამცირებს ისლამოფობიურ განწყობებსაც, რისი განმაპირობებელიც სწორი მიდგომა და საუბარი იქნება ადგილობრივებთან.
მოხალისეობრივი მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა უამრავი მასალა, ფოტოები, ისტორიები. ჩვენს არქივს გამოვიყენებთ და დავბეჭდავთ ფოტოებს. მოვიწვევთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა დაინტერესეულ მხარეს, სოფლის მაცხოვრებლებს. გავაკეთებთ მცირე მოხსენებებს და დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ არსებულ მდგომარეობას.

Sustainability:

პროექტის მთავარი მიზანი საკმაოდ მასშტაბურია. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა ერთჯერადია, იგი ემსახურეაბა იმ იდეას, რომ შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებას გავაცნოთ ისლამური ძეგლები, რომლებიც მხოლოდ საწყობად და ბოსელად გამოიყენება. შევინარჩუნოთ ის და დამსახურებული ადგილი დავუთმოთ ქართული კულტურის სივრცეში. ამიტომაც, საუბარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დაინტერესებულ პირებთან, სოფლის მაცხოვრებლებთან არის უმთავრესი ძეგლების გადარჩენისთვის.გაშუქდება მედიით და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს სამცხე-ჯავახეთის მეჩეთების შესახებ. მათი პოპულარიზაციაც შესაძლოა საფუძველი გახდეს იმისა, რომ განსხვავებული კუთხით წარმოჩნდეს, შესაბამისად დაინტერსდნენ და ა.შ.
პროექტის შედეგად მოპოვებული ნივთს-ფოტოაპარატს გამოვიყენებთ მომავალი სამუშაოებისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ ათეულობით მეჩეთი დარჩა გადასაღები.

Equal gender opportunity:

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სოფლებში ცხოვრობენ ქრისტიანები და მუსლიმები. აუცილებელიცაა მათი გაერთიანება ამ პროექტის ფარგლებში. პროექტი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, განურჩევლად სქესისა, გენდერული იდენტობისა, ეროვნებისა და ასაკისა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Printing photos

20 photos. size – 38X52

კოდაკი

თბილისი. ვაჟა–ფშაველას გამზ. 54

(597) 98 19 12
300,00 ₾
Photo camera

Nikon D3200 18-55 VR II KIT

LTD ALTA OK

0

0
849,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Qristine Mujiri 27 აპრილს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში იქნება მოხსენება ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე იქნება ფოტოგამოფენა. 28 აპრილიდან თბილისის მეჩეთში გამოიფინება ფოტოები, ხოლო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მიძღვნილი იქნება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების კულტურას. ღონისძიებაზე ერთი სტენდი დაეთმობა სამცხე-ჯავახეთის მეჩეთების ფოტოებს.
Reply
Qristine Mujiri საგამოფენო ფოტოები უკვე დაიბეჭდა! ვემზადებით დაგეგმილი გამოფენების განსახორციელებლად!.
Reply
Qristine Mujiri 10 მარტს ვიყავით სამცხე-ჯავახეთში, ვინახულეთ რამდენიმე სოფლის მეჩეთი და ფოტოები გადავიღეთ. ამ ეტაპზე ფოტოები უკვე დავამუშავეთ და მზადაა დასაბეჭდად. უახლოეს მომავალში იგეგმება ფოტოების დაბეჭდვა. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მათი გამოფენა. 21 აპრილისათვის კი უკვე დაგეგმილია "საბაუნის" რელიგიათა კვლევის ცენტრში მოხსენება და ფოტოგამოფენა ქართული მეჩეთების შესახებ. შემდეგი ეტაპი იქნება- ჭელას მეჩეთში ამ ფოტოების გამოფენა. საბოლოოდ კი სურათები გადაეცემა ახალციხის რაბათის მუზეუმს და გამოიფინება ამ სამუზეუმო კომპლექსში არსებულ ისტორიულ მეჩეთში, სადაც უამრავი ტურისტი იხილავს მათ.
Reply
Qristine Mujiri დღეს გადავიღეთ თბილისის "ჯუმა მეჩეთი" და ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ფოტოები. https://georgianjame.wordpress.com/2017/03/03/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98/
Reply
Qristine Mujiri 21 აპრილს სულხან-საბას უნივერსიტეტშიში, რელიგიის კვლევის ცენტრში დაგეგმილია ქართული ისლამური კულტ. მემკვიდრეობის შესახებ მოხსენება სტუდენტებისთვის. ამასთანავე მოეწყობა ექსპოზიციაც - მეჩეთების ფოტოები.
Reply
Keti Khachidze dadet gadacemis linkits, tu sheizleba :)
Reply
Qristine Mujiri გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "რეალურ სივრცეში" ვისაუბრეთ სამცხე-ჯავახეთში არსებული მეჩეთების პრობლემებზე.
Reply
Qristine Mujiri ქართული მეჩეთის ორნამიტის კიდევ ერთი ესკიზი შევქმენით . ეს არის სოფელ მუგარეთის დანგრეულის მეჩეთის ორნამენტის ესკიზი. სოფელი მუგარეთი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში.
Reply
Qristine Mujiri 13.01.2017 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთის მეჩეთების ფოტოფიქსაცია, თუმცა ამ ეტაპზე უამინდობისა და მოყინული გზების გამო ექსპედიცია მცირე ხნით გადადებულია. ვგეგმავთ გამოვცეთ ბროშურა/ალბომი საყუნეთის მეჩეთის შესახებ. ამიტომაც, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სპონსორებთან.
Reply