საუბრების გენდერის თემაზე

ninomatchrashvili@gmail.com
a
1568
Comments: 1
a

Goals

Problem statement:

დაბა სურამში ადგილობრივ მოსახლეობას არასოდეს აქვს საშუალება ისაუბროს გენდერზე, ახლოს და საფუძვლიანად გაიცნოს გენდერთან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები. გენდერული პრობლემა კი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აქაც თვალნათელია. ეს გახლავთ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა, გენდერული სტერეოტიპები, ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა ოჯახში, და ა.შ. პროექტში ჩაერთვებიან დაბა სურამის მე-4 სკოლის 12-ე კლასის მოსწავლე ბიჭები. მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი "მამაკაცური საუბრები, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებენ ინტელქტუალურ თამაშში რომლის კითხვებიც შედგენილი იქნება, გენდერული თანასწორობის გარშემო.

Proposed Solution:

ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებს საშუალებას მისცემს თემის გარშემო ცოდნა გაიღრმაონ, ხოლო ტრენინგზე ისინი ღიად ისაუბრებენ რეგიონში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და ამ ყველაფრის მოგვარების გზებზე. "მამაკაცური საუბრების" დროს, მოხდებ მათი ცნობიერების ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, თანასწორობის იდეის პოპულარიზაცია და მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება.

Sustainability:

შედეგი იქნება მაღალი, ვინაიდან ამ რეგიონში მსგავსი თემატიკის შეხევდრები აღნიშნულ მიზნობრივ კატეგორიასთან არ ჩატარებულა. მათ პრობლემის შესახებ წარმოდგენა აქვთ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით და ინტერენტ სივრცით, რაც ხშირად დეზინფორმაციულია და მცდარ შეხედულებას უნვითარებს მოზარდებს. ამიტომ ტრენერის მიერ ჩატარებული საუბრები, მათ სწორ მიმართულებას მისცემს თანასწორობის იდეის გარშემო.

Equal gender opportunity:

შედეგი იმისა, რომ მამაკაცები უფრო ღრმა ინფორმაციას მიიღებენ გენდერული სტერეოტიპებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, პირდაპირ კავშირშია მდგომაროების გამოსწორებასთან ამ მიმართულებით, რადგან ხშირ შემთხვევაში, გენდერული დისკრიმინაციის მაპროვოცირებლები მამაკაცები არიან.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ლადო გოგოლაძე

დაბა სურამში ადგილობრივ მოსახლეობას არასოდეს აქვს საშუალება ისაუბროს გენდერზე, ახლოს და საფუძვლიანად გაიცნოს გენდერთან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები. გენდერული პრობლემა კი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აქაც თვალნათელია. ეს გახლავთ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა, გენდერული სტერეოტიპები, ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა ოჯახში, და ა.შ. პროექტში ჩაერთვებიან დაბა სურამის მე-4 სკოლის 12-ე კლასის მოსწავლე ბიჭები. მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი "მამაკაცური საუბრები, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებენ ინტელქტუალურ თამაშში რომლის კითხვებიც შედგენილი იქნება, გენდერული თანასწორობის გარშემო.

ნინო მაჭარაშვილი

ი.ჭავჭავაძის #66, თბილისი, საქართველო

+995 591 90 60 15
2 000,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ninomatchrashvili@gmail.com სურამში „მამაკაცური საუბრების" თემაზე ტრენინგი ჩატარდა. მამაკაცური საუბრები - ეს არის უნიკალური სემინარი, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, სადაც ისინი საუბრობენ გენდერული თანასწორობის, მამაკაცის ოჯახში ჩართულობის და სხვა საკითხების შესახებ. სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის გაზრდას და ამ საკითხის გარშემო წამოწყებულ საზოგადოებრივ დისკუსიაში მათ აქტიურ მონაწილეობას. სემინარი დაიგეგმა და გაიმართა "ორბელიანი-საქართველოს" მხარდაჭერით. ტრენინგს 7 მოსწავლე დაესწრო (10-11 კლასი), რომელთა ჩართულობა, ტრენინგის დროს იყო ძალიან მაღალი. განხილული იქნა სხვადსხვა მაგალითები, ვაჩვენე ანიმაციები, სადაც ოჯახში არსებული პრობლემები იყო დაფიქსირებული და მოხდა ამ ანიმაციების განხილვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, დამსწრეებმა გამოტქვეს სურვილი რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ გაიმართოს.
Reply