საუბრები გენდერული თანასწორობის შესახებ

Giorgi Urchukhishvili
a
1585
Comments: 9
a

Goals

Problem statement:

მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირების ხელშეწყობა გენდერის რაობის, როლებისა და სტერეოტიპების, ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა შესახებ.
საქართველოში ჩამოყალიბებული მასკულინური ტრადიციული შეხედულებების გამო საზოგადოების უმრავლესობა არასწორად აღიქვამს ქალისა და მამაკაცის როლებს, საქმიანობას, უფლებებს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს გოგონათა/ქალთა განვითარების შესაძლებლობას. ტრადიციული შეხედულების გამო არაერთი არასრულწლოვანი გოგონა ტოვებს სკოლას დაქორწინების შემდეგ, ვეღარ აგრძელებს განათლების მიღებას, ეს ფაქტი მომავალში აისახება მისი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობაზე, ამ ფაქტს ემატება ტრადიციული შეხედულებები, რომ ქალის ძირითადი მოვალეობაა იყოს სახლში იზრუნოს სახლის დასუფთავებაზე, სადილის მომაზდებასადა შვილების აღზრდაზე. ისინი ხშირად ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპნი ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის, მაგრამ მათი აქტივობა ძირითადად ხორციელდება დიდ ქალაქებში, ხოლო მცირე მუნიციპალიტეტებში მოზარდების ინფორმირების შემთხვევები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში იშვიათია.
მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი აქტივობა განხორციელდეს მოზარდთა ინფორმირების/ცნობიერების ამაღლების მიზნით გენდერული რაობის, გენდერული როელბი, სტერეოტიპებისა და ნაადრევი ქორწინების საკითხებზე, რათა თვით მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ სწორი შეხედულება აღნიშნული საკითხების შესახებდა შეცვალონ თავიანთი მოამავალი უკეთესობისკენ, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას.

Proposed Solution:

1) შევიძენთ ნივთებს პროექტის განხორციელებისთვის;
2) გავავრცელებთ ინფორმაციას ჩასატარებელი ტრენინგების შესახებ მითითებულ მუნიციპალიტეტებში;
3) დათქმული თარიღისთვის შევარჩევთ და მოვიწვევთ მსმენელებს;
4) ჩავატარებთ ტრენინგებს. (თითო მუნიციპალიტეტში ჩატარდება თითო ტრენინგი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
 გენდერის რაობა;
 გენდერული როელბი და სტრეოტიპები;
 ნაადრები ქორწინება, პრობლემები და გამოწვევები;თითო მუნიციციპალიტეტში სემინარს დაესწრება მინიმუმ 10 ბენეფიციარი: 5 გოგო/5 ბიჭი. სემინარის ხანგრძლივობა 2 საათი. სემინარის დასკვნით ეტაპზე გაიმართება დისკუსია ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული პრობლემების შესახებ.
სემინარის ბოლოს ბენეფიციარები შეავსებენ კითხვარებს, შემდეგი კითხვებით:
 ინფორმირებული ვიყავი ამ საკითხების შესახებ;
 მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის ჩემთვის მოწოდება;
 რამდენად შეიცვალა მისი დამოკიდებულება საკითხების შესახებ;
 საკითხები გასაგებად და ამომწურავად წარმოადგინა მომხსენებელმა;
კითხვებს ექნება შეფასების შკალა 1-დან 5-მდე (1 ყველაზე დაბალი შეფასება, ხოლო 5 საუკეთესო შეფასება.) ბენეფიციარები შემოხაზავენ შესაბამის ციფრს თითო საკითხის გასწვრისვ.
5) დრიგდება ბუკლეტები სამტრედიიისა და ვნის მუნიციპალიტეტებში, რომელზეც იქნება დატანილი ინფორმაცია გენდერული თანასწორობის განმარტების შესახებ, 2017 წელს ნაადრევი ქორწინების სტატისტიკური მონაცემების შესახებ, ნაადრევი ქორწინების კანონით აკრძალვის შესახებ. ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული პრობლემების შესახებ. (თითო მუნიციპალიტეტში დარიგდება 100 ცალი ბუკლეტი) ბუკლეტი იქნება ფერადი.
6)საბოლოო ანგარიშს ჩავაბარებთ დამფინანსებელ ორგანიზაციას.
პროექტის განხორციელება დაიწყება 2017 წლის ოქტომბრიდან.

Sustainability:

ამ ეტაპზე ორგანიზაცია ახალი დარეგისტრირებულია, ორგანიზაციას ჭირდება ტექნიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა. სწორედ, ამიტომ „ორბელიანი საქართველო“-ს გრანტისგან მიღებულ პროექტორი გადავა „საქართველოს დემოკრატიის სახლი“-ს საკუთრებაში. მიღებული ნივთი ორგანიზაციას დაეხმარება სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნას ალტერნატიული საჯარო სივრცე და ფორმატი დიალოგისა და დებატებისათვის.

Equal gender opportunity:

პროექტის განხორციელება თანაბარ გავლენას მოახდენს როგორც გოგონებზე, ასევე ბიჭებზე, თუმცა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი სემინარების გავლის შემდეგ იქნება 10 გოგო და 10 ბიჭი, სულ 20 ბენეფიციარი. ბუკლეტების მიღების შემდეგ 200 ადამიანი, არაპირდაპირი ბენეფიციარი 600 ადამიანი რომელბიც უშუალო ბენეფიციარებისგან მიიღებენ ინფორმაციას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Coffee/tea

Coffee/tea at the opening event

Carrefour

Any carrefour branch

sss
200,00 ₾
Promo materials

posters/T-shirts for club organizers, balloons for events, posters will be placed at Unis and cafes to inform people of the club events

FAN STIKERS, Nino kodaladze

0

0
862,00 ₾
Travel costs

To cover two trips to Telavi and Poti for a group of speakers and students.

NA

NA

555555
500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Milena Iakobadze :))
Reply
Milena Iakobadze :)
Reply
Milena Iakobadze :))
Reply
Milena Iakobadze სპიკერები
Reply
Milena Iakobadze პროექტის გახსნა იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც "ვიჭორავეთ" სხვადასხვა გენდერულ საკითხებზე და საუკეთესო სპიკერებს გადავეცით მაისურები და ბროშები სახსოვრად.
Reply
Milena Iakobadze ეს კი ბანერი და მაისურებია
Reply
Milena Iakobadze მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროექტი გენდერს ეხება და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ლოგო და შემდეგ ეს ლოგო გადაგვეტანა სხვადასხვა ნივთებზე. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ბანერი, რომლის თან წაღებაც ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია. ბანერზე დავიტანეთ ჩვენივე პროექტის ლოგო და ასევე ორბელიანის ფონდის ლოგო. ასევე ჩენი პროექტის სახელი. გარდა ამისა, ორგანიზატორებისათვის დავბრენდეთ მაისურები ჩვენივე პროექტის სახელითა და ლოგოთი. სტუმრებისთვის კი დავამზადებინეთ ბროშები, რომლებზეც დატანილია მხოლოდ და მხოლოდ ლოგო.ამ ყველაფრისთვის მივმართეთ სარეკლამო კომპანია „პრომოპლუსს“, რომელთა დახმარებითაც შევძელით ჩვენთვის სასურველი ნივთების ბრენდირება.
Reply
Milena Iakobadze სტუმრად რადიოში 19 იანვარს მე მილენა იაკობაძე მიმიწვიეს რადიო თავისუფლებაში, როგორც გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სადაც ვისაუბრე ჩვენს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, განვმარტე თუ რას მოიცავს ჩვენი პროექტი ვისთვის არის განკუთვნილი. ასევე სამომავლო გეგმებზე ვისაუბრე და დაგეგმილ აქტივობებზე. ჩემი ვიზიტი რადიოში ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინაიდან ფართო საზოგადოება გაეცნო გენდერულ საკითხებს უფრო ღრმად და მიიღო ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ.
Reply
Keti Khachidze What's going on with the project, girls and boys? Please post updates. Looking forward to chatting about gender <3
Reply