Learning Georigan through Film

nadashvilinino9@gmail.com
a
2516
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

I am Nino Nadashvili, Georgian language teacher of the village Darbazi. My project aims at teaching the state language to the Azerbaijani youth.

Darbazi is a high mountainous village populated with ethnic Azerbaijani people with little communication with Georgians as they don’t understand Georgian. The pupils only hear the speech of Georgian language teachers which is not sufficient to learn the state language.

Only a 45-minute class doesn’t provide the level of learning the state language to make them feel that they are valuable citizens of this country. Full mastery of Georgian will allow them access to jobs and higher education, get involved in the local self-governance and participate in groups working on local community development.

Proposed Solution:

There is neither a culture house nor any other institution in the village for education. The aim of my project is to provide the beginning and intermediate language students movies in Georgian or dubbed in Georgian.

After the screening the contents and the problems posed in the movie will be discussed in Georgian. If demanded, it is also possible to hold movie screenings twice a week.

We won’t leave the pupils of the primary stage without attention either and we will offer them animated or children’s filmed dubbed in Georgian.

Sustainability:

Learning a language by means of listening to films is a quite successful method, especially if the screening is followed by a discussion. We will try to choose movies by considering the interests of the pupils and the need for the issue (for example: on gender equality, tolerance, need for education and the results of early marriage…)

The notebook and projector obtained within the scope of the project will stay with the Georgian language room of the school. The teachers will use it successfully during the teaching process, which will benefit not only Georgian language teachers but also the teachers of other subjects.

Equal gender opportunity:

Girls as well as boys will be equally involved in the project.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
Projector NEC NP-VE281X

გაფართოება (Native): 1024x768
გამოსახულების ფორმატი: 4:3
სინათლის ნაკადი (Brightness): 2800 lm (ANSI)
კონტრასტულობა: 3000:1
3D მხარდაჭერა: კი
ზომა: 295x89x246 მმ / წონა: 2,3 კგ http://www.be.ge/product-138086.html

be.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202

(+032) 2 550 800
1 090,00 ₾
Notebook ACER

ეკრანი: 11.6" (1366x768)
პროცესორი: Intel Celeron N3050
ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
მყარი დისკი: 32 GB
ვიდეოდაფა: Intel HD Graphics
დისკწამყვანი: არა
წონა: 1,25 კგ

be.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202

(+032) 2 550 800
591,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

nadashvilinino9@gmail.com ეს კი ერთ ერთი ჩვენებაა,როდესაც ბავშვების თხოვნით ვაჩვენეთ "ბარბის საშობაო ამბავი" ძალიან მოეწონათ, მართალია მხოლოდ 6 გოგონა გვესწრებოდა, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ,რადგან გაიმართა მსჯელობა ფილმის გარშემო და მოსწავლეები აქტიურად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
Reply
nadashvilinino9@gmail.com მოგესალმებით დიდი მონატრებით... სასწავლო წლის ბოლო მასწავლებლებისატვის ძალიან შრომატევადია, ამიტომ ვეღარ მოვახერხე ჩემი ემოციების აქ გადმოცემა.... მინდა გითხრათ,რომ ჩვენი პროექტი ისე აქტიურად ვეღარ გრძელდება, მაგრამ იმედი მაქვს რომ სექტემბრიდან აუცილებლად გავაგრძელებთ... რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში მირებული კომპიუტერი და პროექტორი ძალიან გვეხმარება სკოლაში ,, თავისუფალი გაკვეთილების "ჩატარებაში არა მარტო მე,არამედ ჩვენი პროექტის მოხალისე მასწავლებელსაც.
Reply
nadashvilinino9@gmail.com მოგესალმებიტ დიდი სიყვარულით! დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. ჩვენი პროექტი წინ-წინ მიიწევს. ბავშვები დიდი მოუთმენლობით ელიან თითოეულ ჩვენებას. დედამიწის დღესთან დაკავშირებით ვაჩვენეთ ანიმაციური ფილმი ,,უოლი", რომელიც ეხება დანაგვიანებულ დედამიწას და მის მომვლელსა და პატრონ რობოტ უოლის. რობოტი ცდილობს გადაარჩინოს დანაგვიანებულ დედამიწაზე აღმოჩენილი ცოცხალი ნერგი( და მისი სახით სიცოცხლე დედამიწაზე). ფილმის მსვლელობის დროს ზოგიერთი პატარას თვალზე ცრემლიც კი შევნიშნე. მართალია აზრის გადმოცემა ქართულ ენაზე გაუჭირდათ,მაგრამ მთავარი ხომ ის იყო რომ ბავშვები დაფიქრებულიყვნენ დედამიწის ბედზე რომელსაც ასე უმოწყალოდ ვანაგვიანებთ. თავიანთი აზრი ბავშვებმა აზერბაიჯანულ ენაზე გამოთქვეს და ჩვენი მოხალისე მასწავლებლის სევდა მუზაშვილის დახმარებით ჩემთვის ცხადი გახდა,რომ ჩემი მიზანი, ბავშვები დაფიქრებულიყვნენ მივაღწიე. ასევე ვაჩვენეთ ანიმაციური ფილმი ,,გაყინული", ,, თოვლის დედოფალი". ჩვენებას ესწრებოდა დაწყებითი საფეხურის 15 მოსწავლე. უფროსკლასელებისათვის 9 მაისთან დაკავშირებით მოეწყო კინოჩვენება.ნაჩვენები იყო ფილმები ,,პიანისტი" და ,,შინდლერის სია". მათი კომენტარებიდან მივხვდი,რომ სწორად აღიქვეს ფილმი. აღნიშნეს რომ ომი საშინელებაა და მაგალითად მოიყვანეს შარშან ყარაბაღის მოვლენების დროს დაღუპული წარმოშობით ჩვენი სოფლიდან ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენებას ესწრებოდა საბაზო და საშუალო საფეხურის 15 მოსწავლე,მათგან უმრავლესობა გოგონა. იმედი მაქვს საატესტატო გამოცდები ხელს არ შეუშლის ჩვენი პროექტის განხორციელებას.
Reply
nadashvilinino9@gmail.com ,დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. ეს ყველაფერი კი სააღდგომო არდადეგებმა და სოფელში არსებულმა საგაზაფხულო სამუშაოებმა გამოიწვია. სოფელში მოგეხსენებათ გაზაფხული ერთობ დატვირთულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით. ჩვენი მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი საოჯახო საქმეებში. აქედან გამომდინარე გაკვეთილების შემდეგ ყველა სახლში გარბოდა, მშობლებს რომ დახმარებოდნენ. აქედან გამომდინარე რამდენიმე ჩვენება გადაგვედო მყურებლების დაუსწრებლობის გამო. :) ხვალიდან ისევ განვაახლებთ ჩვენს ჩვენებებს და აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს.
Reply
nadashvilinino9@gmail.com ესეც ის მომენტი,როცა პანგო თავის პატრონის ყურადღების მიქცევას ცდილობს
Reply
nadashvilinino9@gmail.com დღეს გაიმართა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ანიმაციური ფილმის ,,101 დალმატინელის" ჩვენება ქართულ ენაზე. ჩვენებას ესწრებოდა 12 მოსწავლე( აღმოჩნდა რომ დამრიგებლებმა,რომლებიც წინასწარ გავაფრთხილე დაგეგმილი ფილმის ჩვენების შესახებ, მოსწავლეები მაინც სახლში გაუშვეს). ძალიან დამწყდა გული,მაგრამ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებსა და მხიარულ კისკისს რომ ვისმენდი,მეც გავმხიარულდი. მოსწავლეები ფილმის მსვლელობის დროსაც აკეთებდნენ კომენტარებს პერსონაჟების ჩაცმულობასა თუ ხასიათის შესახებ. ჩემი მიზანიც ხომ ეს იყო ამელაპარაკებინა მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში ქართულ ენაზე. საოცარი იყო გოგონების მონდომება ჩაენიშნათ ფილმში მოსმენილი სიტყვები. მოკლედ,ვფიქრობ რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემი მოსწავლეების სიხარულითაციმციმებული თვალები
Reply
nadashvilinino9@gmail.com ესეც ვაჟები,რომლებიც ბოლომდე ვერ დაესწრნენ ფილმის ჩვენებას
Reply
nadashvilinino9@gmail.com დღეს გაიმართა ჩვენს კინოკლუბში პირველი კინოჩვენება.დაგვიანება გამოიწვია ერთმა ტექნიკურმა ხარვეზმა. აღმოჩნდა,რომ ჩვენს ლეპტოპში არ იყო ჩაწერილი ვინდოუსი და პროექტორი HDMIკაბელით უერთდებოდა მხოლოდ ლეპტოპს,რომელიც თან არ მოჰყვებოდა. ჩვენი სკოლის აიტი მენეჯერისა და მასწავლებლების დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდა და დღეს ვაჩვენეთ ფილმი ,,რადიო".ფილმი ეხება შშმ პირს,რომელსაც უყვარს ფეხბურთი და აღწერილია საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ. ფილმის ჩვენებას ესწრებოდა ჩვენი სკოლის 30 აზერბაიჯანელი მოსწავლე,როგორც გოგონები,ისე ბიჭები. აღმოჩნდა,რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ბოლნისში უნდა დასწრებოდნენ შეხვედრას,რომლის შესახებაც მხოლოდ დღეს გვეცნობა. ამის გამო შუა ფილმიდან დაგვტოვა 10 მოსწავლემ(ვაჟებმა). სკოლის დირექტორმა გამოყო ფართი სადაც ყოველთვის მოხდება ფილმების ჩვენება და ეს საკლასო ოთახი იქნება შემდგომში ქართული ენის კაბინეტი(სწორედ ამ კაბინეტში დარჩება პროექტის დასრულების შემდეგ ,,ორბელიანი საქართველოს" მიერ გადმოცემული ნივთები). ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია.გოგონების მხრიდან წამოვიდა ინიციატივა,რომ შემდეგი ჩვენებისთვის მოიტანენ ჩაისა და ნამცხვრებს და უფრო შინაურ გარემოში მოხდება ჩვენება. ვგრძნობ,რომ ჩვენი კინოკლუბი მალე არა მარტო კინოკლუბი იქნება ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის.
Reply
nadashvilinino9@gmail.com ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო მონაწილეობა მიმეღო იდეების კონკურსში და მოხარული ვარ, რომ ჩემი იდეა დაფინანსდა. ,,ორბელიანი საქართველოს"მხარდაჭერით ავისრულებ ოცნებას და ჩვენს სკოლაში გვექნება კინოკლუბი,სადაც აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულ ენაზე უყურებენ ფილმებს და ჩვენი აზერბაიჯანული ენის მასწავლებლის დახმარებით(რომელიც შესანიშნავად საუბრობს ქართულად) მოხდება ფილმების გარჩევა. იქიდან გამომდინარე,რომ ეს ჩემი პირველი პროექტია,ჩემი მხრიდან ცოტა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. თურმე ჩვენი კომპიუტერი და პროექტორი გველოდა ჩვენ... დღეს ასტამურის ზარმა გამახარა და მომიწოდა ჩემი ნივთები მიმეღო და დაგვეწყო ჩვენი კინოკლუბის ამუშავება. ორშაბათიდან შევუდგებით მუშაობას. მადლობა ,,ორბელიანი საქართველოს" და განსაკუთრებით,ასტამურს, რომელიც დღეს ჩვეული გალანტურობით დამეხმარა ნივთების მიღება-ჩაბარება-დაბინავებაში. მოუთმენლად ველოდები მომავალ კვირას... ცოტა არ იყოს ვნერვიულობ...
Reply
nadashvilinino9@gmail.com პირველ რიგში, ვიტყვი რომ ძალიან ბედნიერი ვარ ცემმა იდეამ,რომ გაიმარჯვა. ჩვენს კინოკლუბში ფილმების ჩვენება დღეიდან,22 მარტიდან,უნდა დაგვეწყო ფილმით ,,თავისუფლების მწერლები"...სამწუხაროდ ვერ დავიწყეთ,რადგან ჯერჯერობით ჩვენი პროექტორი და კომპიუტერი არ მიგვიღია.... მოუთმენლად ველით...
Reply