A Space for Diversity Workshops

magda.phurtseladze@yahoo.com
a
1935
Comments: 15
a

Goals

Problem statement:

ქვემო ქართლი მარავლეთნიკური რეგიონია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად არიან დასახლებული განსხვავებული რელიგიისა და სიდიდის ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის 51,25% ეთნიკურად ქართველია, 41,75% აზერბაიჯანელი, 5,07% - სომეხი, ხოლო 1,93% - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ აზერბაიჯანელები.) რეგიონში არის ქართული ენის არცოდნის და ურთიერთობების დეფიციტი ქართველ ენოვან ბავშვებთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე გართულებული თანასწორობის დამკვიდრება, მოსწავლეები, განსაკუთრებით ეროვნებით ქართველები, საზრდოობენ ოჯახში და თემში არსებული ნეგატიური სტერეოტიპებით, რაც რიგ შემთხვევებში ბულინგის სახეს იღებს. ეს პრობლემა ორმხრივია. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ორივე მხარის ( ქართველი და ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეების და მათი მშობლების) აქტიური ჩართვა. ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლ და ეროვნებით ქართველ ბავშვთა და მოზარდთა შორის ინტეგრაციის დასაჩქარებლად.
ამავდროულად, ისიც შეიძლება ითქვას, რომ თუ განსხვავებული რელიგია და კულტურა, ერთის მხრივ წარმოადგენს კონფლიქტისა და დაძაბულობების წყაროს, ის ასევე შეიძლება გახდეს ერთობის და ადამიანებს შორის სოლიდარობის მიზეზიც. თუმცა, ერთმანეთის კულტურების აღიარება საჭიროებს ამ კულტურების საკმარის ცოდნასაც. შესაბამისად, ქართველებმა უნდა ისწავლონ და გაიგონ თავისი თანამოქალაქეების რწმენების, კულტურის და მსოფლმხედველობის შესახებ, იმისათვის რომ შეძლონ თავი დააღწიონ უარყოფითი სტერეოტიპებსა და რელიგიურ ფანატიზმის. საერთაშორისო გამოცდილება და ბევრი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების იძულება, ძალით შეისწავლონ სხვების კულტურა და რელიგიები, არ არის განსაკუთრებით ეფექტური ტოლერანტული იდეების გავრცელებაში. გაცილებით უფრო გამოსადეგი და ეფექტურია „ტოლერანტობის მარცვლების“ ნაბიჯ–ნაბიჯ დათესვა ახალგაზრდებში. პროექტის იდეაც სწორედ ამგვარ მიდგომას ეფუძვნება.
მიზანი: ხელი შევუწყოთ:
ბოლნისის რაიონში ეთნიკური უმცირესობების და ეროვნებით ქართველ ბავშვთა და მოზარდთთა და მათ მშობლებს შორის ინტეგრაციას

Proposed Solution:

We plan joint activities with the teachers, pupils and their parents in four schools in Bolnisi region:

We hold workshops on democracy, its values and principles, tolerance and equality, convict, civil integration, state and society, NATO and the EU, human rights. This will be done through screening movies and discussion. We will work with students of local schools of variety of ethnicity. So far, - 28 pupils, 28 parents, and 15 teachers will be involved.

There is a space in Bolnisi private school “Davitiani,” where it is possible to plan and carry out the project, hold workshops, have meetings with visitors, show and discuss movies with a professional cinematographer.

The hall requires cosmetic repairs and some equipment. The school itself will take part in carrying out the project. After the project is over, the hall will stay with the school, which will use the space to hold workshops, to meet visitors, for theatre performances, movie screenings and discussions.

Sustainability:

After the project is over, the hall will stay with the school for future activities.

With the help of such activities carried out by civil integration students, the ethnic minorities and ethnically Georgian living in Bolnisi region personal contacts will be established. Relationships in the informal environment will help them to overcome the alienation among themselves. 69 participants of the project, after the training and movie screenings, will get introduced to the main concepts and principles of tolerance and equality.

Equal gender opportunity:

Both male and female pupils will take part in fulfillment of the idea equally: 25 boys, 25 girls, their parents, and 9 teachers.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
Repair materials

50 Gypsum cardboard 500 GEL, floor paint 12 pieces – 156 GEL, solvent 5-30 GEL, plaster 10-120 GEL, color 6-15 GEL, sharpening material – 10-120 GEL, emulsion – 2-90 GEL, in total – 1031 GEL.

LTD NABI

0

0
777,00 ₾
poufs

12 poufs, 1 piece 20 GEL, in total 240 GEL

ლილო მოლი

თბილისი კახეთის გზატკეცილი 112
სექტორი: H, რიგი: H1, ადგილი: 47

599718390
240,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

magda.phurtseladze@yahoo.com ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში" პროექტ ,,ჩვენი სახლის" ფარგლებში, რომელიც ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს მიერ არის მხარდაჭერილი გაიმართა სემინარები, ტრენინგები, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრები, ინტერკულტურული ღონისძიებები, ფილმების ჩვენებები. ნაჩვენები იყო: მიხეილ კობახიძის ,,ქოლგა“, მუსიკოსები“, ვიტორიო დესიკას,, ველოსიპედის გამტაცებლები“, ,,საშიში ფიქრები“ და ,,ფრინველები“. ღონისძიებებში მონაწილეობას იღება 60 მოსწავლე, ბენეფიციართა რაოდენობა– 500 (მშობლები, სხვადასხვა სკოლის (სოფელ ქვემო ბოლნისის N2 ზერბაიჯანული, სოფელ დისველის და ბოლნისის N2 სომხური საჯარო სკოლის) მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები) ვფიქრობ, ორბელიანი საქართველოს მიერ მხარდაჭერი პროექტი ,,ჩვენი სახლი“ ძალიან წარმატებულია. სივრცე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, კვლავაც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com 6 აპრილს კერძო სკოლა ,,დავითიანში დაიწყო პროექტი ,,კინო სკოლაში" . სკოლაში სტუმრად იყო კინო ცენტრის წარმომადეგნელი მარესკო ვარძელი, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს აჩვენა რეჟისორ ჯონ სმიტის ფილმი,,სახიფათო ფიქრები", ჩვენებოს შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com 6 აპრილს კერძო სკოლა ,,დავითიანში" არასამთავრბო ორგანიზაცია ,,ბოლნისის ენის სახლის" წარმომადეგენელმა ირმა ზურაბაშვილმა ჩაატარა სემინარი კონფლიქტის თემაზე. სტუმარმა ისაუბრა კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, მის ტიპებზე, ესკალაციის ეტაპებზე და ქცევით სტრატეგიებზე.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში" სტუმრად იყვნენ მოწვეულები სოფელ ქვემო ბოლნისის N2 ზერბაიჯანული, სოფელ დისველის და ბოლნისის N2 სომხური საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ჩატარდა ინტერ კულტურული ღონისძიება სადაც სტუმრებმაც და მასპინძლებამც მიიღეს მონაწილეობა
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com 23 მარტს ბოლნისის კერძო სკოლა დავითიანში, სასკოლო პროექტის ,,კატერინენფელდიდან თანამედროვე ბოლნისამდე" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს და თანასკოლელებს გააცნეს ბოლნისის გერმანული კულტურა, ინფორმაცია მიაწოდეს შვაბიელი გერმანელების შესახებ, რომლებიც თითქმის ორი საუკუნე ცხოვრობდნენ ბოლნისში. წარადგინეს გერმანული არქიტექტურის ძეგლების საკუთარი გადაღებული ფოტოები. მოწვეული ჰყავდათ რაიონის უხუცესი, მეკასრე ზურაბ სარქისიანი, რომელიც ესაუბრა გერმანელებზე, მათ ცხოვრების წესებსა და ტრადიციებზე. რომელიც მას ბავშვობიდან ახსოვს.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com 23 მარტს ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანს" სტუმრობდა გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექტორი. სკოლებსშორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები ბოლნისის კერძო სკოლა დავითიანს მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ და ესაუბრნენ უსაფრთხო სკოლაზე, ბავშვათა მიმართ ძალადობაზე და ადრეულ ქორწინებაზე.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com კერძო სკოლა ,,დავითიანში" ჩატარდა ღონისძიება პროექტ ,,ჩვენ ერთად ვართ–საქართველოს" ფარგლებში. სადაც დავითიანის, სოფელ დისველის და N2 სომხურ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური ცეკვები და სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ბოლნისის აზერბაიკაბული სკოლის მოსწავლეებიც. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესოეიბი ინტეგრაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მოსწავლეები, მასწავლებლები, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და მშობლები.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com 2 მარტს კერძო სკოლა ,,დავითიანიში" პროექტ ,,ჩვენი სახლის " ფარგლებში ჩატარდა სემინარი ,,სახელწიფო და საზოგადოება", რომელსაც უძღვებოდა პოლიტიკის მეცნიერების/საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი რუსუდან აფციაური, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფოს მშენებლობის და საზოგადოების ფორმირების ეტაპზე.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com რამდენიმე პუფს ჩვენით ვაკეთებთ, ამისთვის ვიყენებთ პოლიეთილენის ბოთლებს, რითაც ვცდილობთ დავიცვათ გარემო და ამავდროულად ვაჩვენოთ ბავშვებს ამის აუცილებლობა. ეს ჯერ კიდევ დაუსრულებელი პუფებია.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com ოთახში მეტი სიმყუდროვისთვის გვექნება ნოხები და პუფები, სადაც ფილმის ჩვენებების დროს და დისკუსიების შევძლებთ ჩვენი ბავშვების განთავსებას.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com ახალი სივრცის რემონტი უკვე დასრულებულია. იატაკი, კედლები, განათება უკვე გვაქვს.
Reply
Лаура Харитонашвили სკოლა ,,დავითიანში" სარემონტო სამუშაოები გრძელდება, კედლები შეიღება. მალე დასასრულს მიუახლოვდება. უამინდობის გამო დროში გაიწელა რამდენიმე პროცესი.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com სკოლა ,,დავითიანში" მომდინარეობს სარემონტო სამუშაოები , გაიკრა თაბაშირ უყაოები კედლებზე.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com 30 დეკემბრიდან 23 იანვრამდე სასკოლო არდადეგების გამო , სკოლა ,,დავითიანში" ვერ განხორცილედა სკოლის დარბაზში აქტიური სარემონტო სამუშაოები. სარემონტო მასალა მიტანილია სკოლაში და ჩატარებულია მცირე სარემონტო სამუშაო.
Reply
magda.phurtseladze@yahoo.com ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში" იგეგმება სივრცის მოწყობა, სადაც ბოლნისის რაიონის სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მათ მშობლებთან ერთადერთად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები: ჩატარდება ტრენინგები დემოკრატიაზე, მის ღირებულებებსა და პრინციპებზე, ფილმების ჩვენება და განხილვა. დარბაზის სარემონტო სამუშაობისთვის შევიძინეთ სამშენებლო მასალები.
Reply