University Inspiration for Minorities: "My Way of Success"

სალომე გოჩოლეიშვილი
a
2209
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

Azerbaijani and Armenian pupils, after finishing school and entering university, often lose close ties with their community and their achievements stay unnoticed by the local population.

To retain ties, it would be good for students share their plans and successes in a short video. A YouTube channel will be created, which will be used to spread the videos of the participants. Besides, the Facebook page “My Way of Success” will be made.

The involvement of 20 university students is planned. If it causes interest, the project will be continued. Afterwards the students will show videos on their own and will be in charge of the video channel and Facebook page functioning.

Proposed Solution:

The idea will be important for the participant’s town or village, as well as their community. It will be continued by means of social network and as a practical example, inspiring other minority students to succeed in Georgia. For them university won’t be an imaginary place about which they have only heard from the stories of others.

Sustainability:

The videos as well as the information published on the blog that will be always available. At the initial stage videos of 20 students will be spread, then I will find other interested students and they will also get involved in this campaign. Later Georgian students will get involved in the project as well, in order to create a general impression that endeavor/attempt is required to achieve success.

Equal gender opportunity:

Gender balance will be observed, because male as well as female participants will be equally involved.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
video shooting and montage

video shooting and montage, shooting and montage of 1-3 minute videos

ნანა უგულავა

თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-3 კვარტალი , კორპ 10 .

555477644
1 500,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

სალომე გოჩოლეიშვილი • რა იყო ის გაუთვალისწინებელი შედეგი (პოზიტიური, ნეგატიური) რაც მიიღეთ პროექტის ბოლოს? ვიდეომასალამ სასწავლო დანიშნულება შეიძინა და კოლეგებისთვის სასწავლო რესურსად იქცა ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების სფეროში. • როგორ ჩაერთო თემი პროცესებში? ეთნიკური უმცირესობების თემის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზარდი დაინტერესება და ვიდეო-მასალას გამოუძებნეს დანიშნულება , როგორც პროფესიულ ორიენტაციაში გზამკვლევს.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • რა იყო იდეის დადებითი და უარყოფითი შედეგი ? უარყოფითი შედეგი არ გამოვლენილა . დადებითი შედეგი კი უმთავრესად გამოვლინდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში ქართული ენისა და ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის მზარდი მოტივაციის გაჩენით. • რა გამოცდილება მიიღეთ და რას შეცვლიდით მომავალში იდეის განხორცილეების დროს? კარგი იქნებოდა მეტი დამხმარე პარტნიორი მყოლოდა პროექტის ტექნიკური განხორციელების საქმეში . გარდა ამისა , კარგი იქნებოდა , გვერდის პოპულარიზაციაში თავიდანვე ჩადებულიყო გარკვეული ფინანსები , რათა მიზნობრივი აუდიტორია გაგვეზარდა.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • რა ცვლილებები გამოიწვია თემში ან ინდივიდებში თქვენმა იდეებმა? არაქართულენოვან დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პროექტის ვიდეოისტორიები იყო კონკრეტული მაგალითები , თუ როგორი ხელმისაწვდომი და რეალურია ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება და სწავლა სათანადო ძალისხმევისა და მიზანდასახულობის პირობებში. გაიზარდა მათი მოტივაცია ქართული ენის შესწავლის კუთხითაც
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • რამდენი ადამიანი (ქალი და კაცი) ჩაერთო ან დაგეხმარათ მოხალისეობრივად იდეის განხორციელების პროცესში? დაახლოებით ოცამდე ადამიანი. • რამდენმა ადამიანმა (ქალმა და კაცმა) მიიღო სარგებელი თქვენი იდეის განხორცილების შემდეგ? კონკრეტული ციფრის დასახელება ძნელია , თუმცა , ვიდეონახვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , პროექტის მთავარი მესიჯი საშუალოდ 300-მდე ადამიანმა მიიღო. • რამდენად თანაბრად გადანაწილდა სარგებლი ქალსა და კაცზე? თანაბრად
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • მოკლე აღწერა პროექტის (დაწყების თარიღი, განხორციელების ადგილი, იდეის მოკლე შინაარსი) აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხშირად კარგავენ საკუთარ თემთან ახლო კავშირს და მათი მიღწევები შეუმჩნეველი რჩება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომ, ვიდეოპროექტის საშუალებით სტუდენტები თავად მოუყვებიან საკუთარი წარმატების გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ როგორც საკუთარ თემს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. ეს იქნება მაგალითი იმისა , თუ როგორ დაფასდა მათი მიზანდასახულობა და მძიმე შრომა . ვფიქრობთ ასეთი კონკრეტული მაგალითების მიცემით წავახალისებთ არაქართულენოვან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს , რომლებსაც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა ჯერ კიდევ მიუღწეველი ოცნება ჰგონიათ . ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული უნივერსიტეტი აღარ იქნება წარმოსახვითი ადგილი, რომლის შესახებაც მხოლოდ სხვისი ნაამბობიდან სმენიათ. აღნიშნული ვიდეოპროექტი მაისიდან ხორციელდება . ვიდეოები გამოქვეყნებულია ‘ფეისბუქის’ გვერდზე „ ჩემი წარმატების გზა „ • რამდენად მიაღწიეთ შედეგს, რაც დაგეგმიმლი გქონდათ? ვიდეოპროექტს თავიდანვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი პოზიტიური უკუკავშირი მივიღე. აქედან გამომდინარე , ვფიქრობ, მეტწილად პროექტის მიზნები შესრულდა. • რამდენი ადამიანი (ქალი და კაცი) ჩაერთო ან დაგეხმარათ მოხალისეობრივად იდეის განხორ
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი იხ. ბოლო ვიდეორგოლები.. https://youtu.be/FUaczwf-fug ოქტაი ქაზუმოვი . ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. https://youtu.be/xvHLwjKJ3gY რაუფ მახარამოვი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ახლა უკვე წარმატებული კურსდამთავრებული :) https://youtu.be/P9k2NwZIC-8 ლიანნა ელოიანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი პროექტის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლები გამოქვეყნებულია ფეისბუქის გვერდზე " ჩემი წარმატების გზა " იხ. ლინკი https://www.facebook.com/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-180059872501142/
Reply
Keti Khachidze Video shooting
Reply
Keti Khachidze One more inspirational video showing an ethnic Azerbaijani student tell his story of success . https://www.youtube.com/watch?v=1ftxPnW7PdE
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი დავიწყეთ გადაღებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში . ჩავწერეთ ორი აზერბაიჯანელი ბიჭი და ორი სომეხი გოგონა. ვიდეორგოლები გამოქვეყნდება მონტაჟის დასრულებისთანავე .
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი გადაღებების პირველი დღე . მზად გვაქვს პირველი ვიდეო რგოლი , რომლის ნახვაც შესაძლებელია ლინკზე https://youtu.be/prhqrRoUf04
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი ვიდეო-გადაღებების დაწყება, სამწუხაროდ , ჯერ ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო : უნივერსიტეტებიდან ჯერ არ გვაქვს ოფიციალური წერილობითი ნებართვა, რის შემდეგაც შეგვეძლებოდა უნივერსიტეტის შიდა სივრცეების გამოყენება გადაღებებისთვის . ასევე, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით და დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ვერ მოიცალა გადამღებმა ჯგუფმა. იმედი გვაქვს , თვის ბოლომდე დაიძლევა ყველა ტექნიკური დაბრკოლება და მზად გვექნება პირველი ვიდეო-კლიპი.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი გფგგ
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი უკვე ჩავატარეთ პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ , შევქმენით ფეისბუკ-გვერდი , სადაც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება პროექტის მოხალისეების ვიდეოები . ( იხ.ლინკი //www.facebook.com/ჩემი-წარმატების-გზა-180059872501142/ ). ასევე ვიყავით ილიაუნისა და თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან და გავიარეთ ტექნიკური საკითხები უნივერსიტეტის სივრცეში სტუდენტთა გადაღებასთან დაკავშირებით. ასევე შევხვდით ოპერატორ გოგონას და მის თანაშემწეს და წინასწარ დავათვალიერეთ გადასაღები ლოკაციები. წინასწარ ვიმსჯელეთ ვიდეოთა ქრონომეტრაჟისა და სხვა ტექნიკური საკითხების ირგვლივ , მათ კიდევ ერთხელ გავაცანი პროექტის იდეა და მიზანი . დავიწყეთ სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია , რამდენიმეს უკვე შევუთანხმდით გადაღებაზე, შევათანხმეთ ე.წ " სფიჩის " მიახლოებითი შინაარსი და ხანგრძლივობა, ასევე ვიდეო-გადაღებისთვის ხელსაყრელი დრო .
Reply