Films for My Villages

Lusine Dostibegiani
a
1689
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

Tetritskaro Municipality (approximately 21 000 inhabitants according to 2014 census) is quite diverse with social and ethnic composition. There are different social groups, such as ethnic minorities (Armenians and Azeris), IDPs (since 2008) and eco migrants (from Adjara and Svaneti) in our municipality. Young people, living in the villages of Tetritskaro Municipality lack the space, where they can gather together and engage with different non-formal education activities. They have access only to formal education and that’s why they are not actively involved in their communities and did not find diversity in their lifestyle.

It is worthy to highlight, that these social groups (ethnic minorities, IDPs and eco migrants) live densely in the villages and they did not have much contacts with other groups. This is another barrier to make them feel the valuable members of their community and country as well.

Lack of readiness and civic engagement culture is something which makes them attached to their homes and did not find necessary to be part of some positive changes in their society.

Proposed Solution:

In order to support young people in the villages of Tetritskaro Municipality to be more involved in making positive changes in their community, the project team is willing to use the method of film screening as a tool of civic engagement. This method aims to improve analytical, presentation, argumentation and critical thinking skills of youngsters and to make them work in the small groups for analyzing the problems and activating other community members to solve them then.

The project is going to do film screenings in 7 villages (Korsalari, Samshvilde, Samghereti, Tsintskaro, Koda IDP Settlement, Iraga, Asureti) about civic activism/volunteerism and human rights.

Film screening and discussions will be held in each villages two times. As a result of the above mentioned activity, youth will get the opportunity to use this projector for the film screening activities organized by them.

This project is one of the ice breakers for the youngsters to analyse their role in the community and at the same time to empower their activeness in solving small-scale problems in their villages.

Sustainability:

The sustainability of the project is stipulated by several factors: firstly, these film screenings have multiplication effect, participants of the project are going to plan other film screenings for their friends and do discussions; Secondly, the projector, we are going to buy in this project is one of the products , which will be used during the activities planned on the base of newly founded organization "Tetritskaro Youth Center".

Equal gender opportunity:

Project tries to ensure gender balance in selected participants of film screenings.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
projector - ViewSonic PJD5151

1 projector for Film screenings
Price: 949 GEL

altaokey

http://altaok.ge/

http://altaok.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=18573

8 Beliashvili str., Tbilisi,
0159, საქართველო

(+995 32) 238 00 38
949,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Lusine Dostibegiani ჩვენი პროექტორი ისევ მოგზაურობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და თემი მას აქტიურად იყენებს. არამხოლოდ ფილმების ჩვენებისთვის, არამედ პრეზენტაციების და ღონისძიებების მოწყობის დროსაც. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ორბელიანი საქართველოს ასეთი შესაძლებლობებისათვის.
Reply
Lusine Dostibegiani კოდის დევნილთა დასახლებაში, ფილმის " მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ჩვენება მოეწყო. სადაც წარმოუდგენლად გულწრფელი აუდიტორია შეიკრიბა. ფილმს უყურებდნენ ახალგაზრდებიც ცოტათი დიდებიც და ზრდასრულებიც. ფილმის ჩვენების დროს აუდიტორიიდან იყო სხვადასხვა კომენტარები ზოგი მხარული და ზოგი ისეთი რომ გულს აგიჩუყებდა, რადგან კოდაზე არიან დევნილები 2008 წლის ომის შემდეგ, და ფილმი პირდაპირ ეხებოდათ მათ. დისკუსიაც ძალიან საინტერესო იყო, ყველა ასაკის წარმომადგენელმა დააფიქსირა საკუთარი აზრი. ფილმის ჩვენება მოეწყო კოდის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც დევნილთა დასახლებაშია და საკმაოდ აქტიურად არის ჩართული თემის განვითარებაში. ხოლო ფილმი CineDoc Tbilisi-ს დახმარებით ვაჩვენეთ, ასევე ჩვენებას დაესწრნენ CineDoc Tbilisi-ს რეგიონალური კოორდინატორებიც, რომლებიც დისკუსიის მართვაში აქტიურად მეხმარებოდნენ.
Reply
Lusine Dostibegiani მოკლედ მეგობრებო, დღემ ძალიან დამღლელად ჩაიარა, ვიყავით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვიდეში, სადაც ცხოვრობს სომეხი მოსახლეობა, სკოლაში(სომხურია) მოვაწყეთ ორი სომხური ფილმის ჩვენება ერთი დიდი 52 წუთიანი და ერთი ახალგაზრდული 16 წუთიანი, ფილმები მოგვაწოდა CinèDoc Tbilisi-მ, რომლების სომხურ ენოვანი იყო. დიდი ფილმის ყურება უფრო გაუჭირდად, და ფილმის მერე დისკუსია საერთოდ არ შედგა :( ხოლო მეორე ფილმე იხალისეს და ბოლოს თქვეს რომ ძალიან მოეწონათ ფილმიც და ფილმის მთავარი გმირიც. სასუსნაოები წაუღე და ყავა ჩაიზეც დავპატიჯე თუმცა ფილმი რომ დასრულდა არავინ დარჩა და ყველანი წავიდნენ, გავეკიდე გაიყოლეთ მეთქი გზაში მაინც წაიხემსებთ თქო, მაგრამ ვერაფერი შევძელი. მტკივა გული, ახალგაზრდები რომლებსაც "ერიდებათ", კომუნიკაციაში არ შემოდიან, ახალგაზრდები რომლებიც ცხოვრობენ ისეთ თემში, რომლის მოსახლეობას სულ არ ცდილობს განვითარებას და ყოველდღიურობაზეა გადართული, მე ვერაფერი შევძელი დღეს გარდა იმისა რომ გაიღიმეს და 2 წინადადება მითხრეს მეორე ფილმის მერე. სულ ესაა რაც ეხლა შემიძლია გაგიზიაროთ. ხო ასევე დღეს იყვნენ ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოდან და გადაიღეს მთელი ის პროცესი თუ როგორ ვემზადები და ვაწყობ ჩვენებას. როგორც კი ვიდეო იქნება მზად აქაც დაგილინკავთ. სულ ესაა წავედი, მადლობა მათ ვინც ამდენს წაიკითხავთ
Reply
Lusine Dostibegiani აი წეღან კი გავაკეთე პოსტი და ამასვე დავაყოლებ კიდევ ერთს, სახლში ეხლახანს შემოვედი. თეთრიწყაროში წვიმს და ქუხილია. ჩემს სამეზობლოდ აზერბაიჯანული ოჯახი ცხოვრობს სადაც მინდოდა ფილმი მეჩვენებინა, ოჯახის წევრებმა ნათესაბებს და მეზობლებს (აზერბაიჯანელებს) დაუძახეს 8 საათზე ფილმის საყურებლად, თუმცა უამინდობის გამო შუქი გაითიშა, დროს გადაცდა და ჯერ ერთი ქალი მოვიდა მერე მეორე თავის მეუღლესთან ერთად და ცოტახანში ოჯახის წევრებიანად და ჩემიანად ვიყავით 11-ნი. ძირითადად სანათესავო წრე შეიკრიბა. ველოდეთ შუქის მოსვლას, შუქი რომ ჩაირთო ყველამ ერთ ხმად შევძახეთ "ურა შუქი მოვიდა" ადრე სულ ესე იყო მეც კი მახსოვს ეგ პერიოდი :დ :დ ეზოში გვინდოდა გაგვეკეთებინა ჩვენება თუმცა ბალკონის ქვეშ დიდ გარდირობს გადავაკარით თეთრი პროსტინა და ისე ჩავრთეთ ფილმი. მაინც ეზოში ვიჯექით. ფილმი იყო აზერბაიჯანულ ენაზე, ძალიან ბევრი იხალისეს, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ფილმის შესახებ. დავლიეთ უგემრიელესი ცხელი აზერბაიჯანული ჩაი. ვილაპარაკეთ და მადლობებით გამომაცილეს სახლამდე. ერთი რაც ჩავიდინე ცუდი ეს ის არის რომ სურათები არ გადავიღე რადგან მომერიდა :( აი ამ სურათის გარდა იმედია მაპატიებთ
Reply
Lusine Dostibegiani დღეს ჩვენება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ირაგის სკოლაში მოვაწყე, ვაჩვენე CineDoc Tbilisi-ს მიერ გადმოცემული ორი ახალგაზრდული ფილმი და მოვაწყე დისკუსია. დამესწრო 15 ახალგაზრდა და 1 მასწავლებელი. სკოლის დირექცია გაფრთხილებული და საქმის კურსში იყო რომ რაც მეტი ახალგაზრდა დაესწრებოდა მით უკეთესი, თუმცა სოფლის დონეზე სადაც სკოლაში მოსწავლეების სიმცირეა და აქ ბავშვები არ არიან ესეთ რაღაცეებს მიჩვეულნი მემგონი ნორმალური იყო. ყველაზე მაგარი კი ის იყო რომ დისკუსიის დროს ყველა აქტიურად ჩაერთო და გამოხატა საკუთარი აზრები ფილმების შესახებ. კმაყოფილი ვარ და იმას ვიტყვი რომ თეთრიწყაროში და მის სოფლებში რომ ჩავატარებ ფილმის ჩვენებას დამსწრეთა რაოდენობაზე კი არა, არამედ ჩართულობაზე და მათ გააქტიურებაზე ვიფიქრებ, რაც მერე მაყურებლის რაოდენობასაც გაზრდის და ვეცდები კრეატიული ჩვენებები მოვაწყო ხოლმე პ.ს. ეხლა აზერბაიჯანულ ოჯახში მივდივარ რომ აზერბაიჯანულ ფილმს ვუყუროთ წარმატებები მისურვეთ :)
Reply
Lusine Dostibegiani მოგესალმებით ჩემო მკითხველო, ბოდიშს გიხდით რომ აქამდე ვერ დავწერე ჩემი სიახლეები. წელს ფილმის ჩვენებებს, რომ ვაწყობდი მეგობარმა მირჩია მივსულიყავი Cine-Doc-ში თბილისში, სადაც ბევრი დოკუმენტური ფილმი აქვთ სხვადასხვა თემებზე, და მათ შორის აწყობენ ფილმების ჩვენებებს რეგიონებში თუ ადგილზე ჰყავთ რეგონალური კოორდინატორი. მივედი, ავუხსენი ჩემი პროექტის იდეა, მოეწონათ, ძალიან თბილად დამხვდნენ და დამელაპარაკნენ. შემპირდნენ დახმარებას და ეს ყველაფერი ჩვენი ახალი თანამშრომლობით უნდა დაწყებულიყო. ცოტახნის მერე თბილისში ჩატარდა ფესტივალი CineDoc Tbilisi 2017 სადაც შევავსე აპლიკაცია რეგიონალური კოორდინატორის თაობაზე და დავესწარი ფესტივალს 4 დღის მანძილზე. ფესტივალზე იყვნენ მოწვეული ტრენერები საზღვარგარეთიდან, რომლებმაც ჩაგვიტარეს ტრენინგები თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ფილმის-ჩვენებები და შემდგომ დისკუსიები, გაგვიზიარეს გამოცდილებები საკუთარი ქვეყნებიდან რაც ასევე ძალიან საინტერესო იყო. პარალელურად ყოველ დღე ვუყუდებდით კინოთეატრებში ფილმებს, დღეში მაქსიმუმ 3 ან 4 ფილმს, რომლებიდანაც ავირჩევთ სასურველს და მოვაწყობთ ჩვენება-დისკუსიას. პირდაპირ გეტყვით ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ თვიდან ფილმის ჩვენებებს ვაგრძელებთ :)
Reply
Lusine Dostibegiani თქვენთცის აქამდე არ გამიზიარებია ისიც, რომ თეთრიწყაროშიც მოეწყო ფილმის ჩვენება ახალგაზრდების ინიციატივით. ფილმის ჩვენებამ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა, ასევე მოეწყო დისკუსია იმ საკითხებზე, რაც ფილმში იყო გამოკვეთილი, ახალგაზრდებმა თამამად დააფიქსირეს საკუტარი აზრები ფილმის შესახებ. კარგი დღე იყო. მიხარია, როცა ჩვენ მიერ ორგანიზებული ფილმის ჩვენებების მერე, განვიხილავთ და ვსაუბრობთ დანახულზე, მიხარია რომ სულ ცოტა ხნით მაინც ვალამაზებთ ახალგაზრდების ყოველდღიურობას ასეთი აკტივობების სახით, სადაც მათ განტვირთვა, აზრების გაზიარება, ურთიერთობა,სიახლეების შეძენა და კომფორტულად ყოფნა შეუძლიათ.
Reply
Lusine Dostibegiani 2017 წლის 2 აპრილს , პროექტი ,,Films Form My Villages" ^_^ ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. წინწყაროში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ''გარემოს დაცვის საკითხებზე". აღნიშნულ სოფელში ეს უკვე მეორე ჩვენება იყო :) ჩვენების შემდეგ მოეწყო საინტერესო დისკუსია. ჩვენ ასევე ორგანიზაცია "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი"-ს სახელით შესთავაზეთ დამსწრე ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ღონისძიებების მოწყობას სოფელ წინწყაროში. ველოდებით ახალგაზრდების აქტიურობას ^_^ პროექტის ფარგლებში ფილმის ჩვენება სოფელ წინწყაროში აღარ იგეგმება, მაგრამ თუ ახალგაზრდები გამოთქმავენ სურვილს ჩვენ აუცილებლად ჩავაკითხავთ მათ :)
Reply
Lusine Dostibegiani მოგესალმებით, რატომღაც ვერიდებოდი ამის დაწერას, მაგრამ მაინც დავწერ. ფილმის ჩვენება სოფ. სამშვილდეში დავგემეთ. აქ ძირითადად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, სოფელი სამშვილდე თეთრიწყაროდან 5 კილომეტრშია, მაგრამ მიუხედავათ ამისა სოფლის ახალგაზრდებთან ურთიერთობისას მიხვდებით, რომ ძალიან არიან მოწყვეტილები სხვადასხვა საკითხებს, მაგალითისთვის, კარგად რომ მიხვდეთ, ამ სოფელში არ ხორციელდება არც ერთი აქტივობა თუ ღონისძიება ახალგაზრდების განვითარებისათვის ან მათი ცხოვრების გასამრავალფეროვნად. არ მინდა ჩემმა მკითხველმა არასწორედ გამიგოს, მეც სომეხი ვარ, და არანაირი გართულება არ მაქვს ზოგადად ეროვნებასა თუ რელიგიაზე, მაგრამ ძალიან მრთგუნავს ის, რომ ამ ახალგაზრდებმა არ იციან, თუ რამდენი და რამხელა შესაძლებლობები აქვთ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს კი ჩვენს ტრადიციებს და წესებს დავაბრალებ :( აი რა მოხდა სოფელ სამშვილდეში, შევუთანხმდით სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს ფილმის ჩატარებაზე სკოლაში. აქამდე არ ვიყავი მაგ სკოლაში ნამყოფი და არ ვიცოდი რა სიტუაცია იქნებოდა. ტექნიკურად გაგვიჭირდა ფილმის ჩართვა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რაღაცა. ახალგაზრდები და ბავშვები მოგროვდნენ, იქედან გამომდინარე რომ პატარებიც იყვნენ ჩავრთეთ ანიმაციური მულტფილმები გარემოს დაცვაზე და მერე მოკლე მეტრაჟიანი ფილმი კლიმატის ცვლილებებზე, მშობლებმა პატარები ეგრევე გაიყვანეს. სულ ბოლოს რამოდენიმე ახალგაზრდა დარჩა და გამოხატა სურვილი, რომ რამე კიდევ გაგვეკეთეინა მათთვის. ამ დღეს კიდევ რაღაცა მოხდა, რამაც აგვანერვიულა და მივხვდით, ზუსტად ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომ მათთვის სხვადასხვა სახის აქტივობები მოვაწყოთ ხოლმე :(
Reply
Lusine Dostibegiani ფილმის ჩვენებები გრძელდება, სოფელ სამღერეთში 25 მარტს უკვე მესამე ჩვენება გაიმართა, ამ ჯერად , გამომდინარე იქედან, რომ შედარებით პატარა ასაკის მაყურებელი დაინტერესდა კინო ჩვენებით სპეციალურად მათთვის გაიმართა იაპონური ანიმაციის "ჩემი მეზობელი ტოტოროს" ჩვენება, ჩვენებას დაესწრო ადგილობრივი ახალგაზრდები. სოფელ სამღერეთში ჩვენებები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ყველა ელოდება შემგედ შაბათს და ასევე ეკითხება ფატის (ჩვენებების ორგანიზატორს) შემდეგი რა ფილმი იქნება. ჩვენებას ასევე ქალები და კაცების ესწრებიან. ფილმის ჩვენებები ამ სოფელში ერთად ერთი აქტივობაა არაფორმალური განათლების მიმართულებიდან, სხვა ტიპის აქტივობები ამ სოფელში ჯერ არ ხორციელდება.
Reply
Lusine Dostibegiani დღეს 5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, სათემო ორგანიზაცია კოდორში, გაიმართა იგივე ფილმის ,,ბედნიერებისკენ სწრაფვა"-ს ჩვენება. ფილმის ჩვენებას დაესწრო 16 ადგილობრივი ახალგაზრდა. ჩვენებამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, ვიყიდეთ პეჩენიები, ყავა, ჩაი და ჩვენების დროს გავუმასპინძლდით ახალგაზრდებს, სამღერეთთან შედარებით წინწყაროში, რამოდენიმე ახალგაზრდა ფილმს ბოლომდე ვერ უყურა, რადგან სხვადასხვა წრეებზე იყვნენ წასასვლელები. ამან ცოტა არ იყოს აგვაღელვა, ვფიქრობთ შევცვალოთ სტრატეგია და მოკლემეტრაჟიანი ფილმები ვაჩვენოთ ხოლმე, თუ მზგავსი სიტუაცია იქნება ისევ. ახალგაზრდების შეკრებაში ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე, რომელიც სოფ.წიმწყაროში ცხოვრობს ხატია შავაძე დაგვეხმარა. ამ დღეებში აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ უფრო მოკლე ფილმი გავითვალისწინოთ სოფელ წინწყაროსთვის, დროის და ახალგაზრდების დასწრებიდან გამომდინარე. საერთო ჯამში დღემ კარგად ჩაიარა.
Reply
Lusine Dostibegiani დადგა დრო გაგიზიაროთ ინფორმაციები ჩვენი აქტივობების შესახებ 4 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.სამღერეთის საჯარო სკოლაში, პროექტ "Films for My Villages", რომელსაც ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველოს '' მხარდაჭერით ვახორციელებთ, გაიმართა ფილმის ,,ბედნიერებისკენ სწრაფვა" ჩვენება. ფილმის ჩვენებას დაესწრო 21 ადგილობრივი ახალგაზრდა. ჩვენების დასასრულს ახალგაზრდებმა ისაუბრეს განწყობებზე და გამოკვეთეს ფილმში წარმოჩენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. კინოჩვენებები აუცილებლად გაგრძელდება ახალგაზრდების სურვილიდან გამომდინარე.. სოფ. სამღერეთში შემდეგი ჩვენება დაგეგმილია მომდევნო შაბათს 11 მარტს 17:00 სთ_ზე. ფილმის ჩვენების მოწყობაში აქტიურად იყო ჩართული ფატი შავაძე, რომელიც სოფ.სამღერეთში ცხოვრობს, არის ჩემი მეგობარი და ორგანიზაცია ''თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი"-ს აქტიური წევრი. როგორც ფატიმ აღნიშნა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პროექტის ფარგლებში სოფელ სამღერეთში ფილმის ჩვენება 2ჯერ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდების მხრიდან დიდი სურვილი სამომავლოდაც მოეწყოს ფილმის ჩვენებები, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ პროექტორი ამ ახალგაზრდებისთვის აქტიურად იყოს გამოყენებული, პროექტის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა ეს ახალგაზრდებს დასჭირდებათ.
Reply
Lusine Dostibegiani საღამომშვიდობისა, ჩვენი მინდა მოგიყვეთ რა ეტაპზეა ჩვენი პროექტი, როგორც გვეწერა პირველი ჩვენება იწყება 4 მარტს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში, ხოლო 5 მარტს მეორე ფილმის ჩვენება სოფელ წინწყაროში.არაფერი იცვლება, სოფ. სამღერეთის დირექტორს მივწერეთ ოფიციალურად წერილი და ვთხოვეთ სკოლაში დაეთმო ჩვენთვის სივრცე ფილმის ჩვენების და დისკუსიის მოწყობისათვის, დადებითი პასუხი გვაქვს. ასევე შევეხმიანეთ სოფ. წინწყაროს ორგანიზაცია "კოდორი"-ს დირექტორს, ორგანიზაციას სოფელში სათემო ცენტრი აქვს, სადაც სხვადასხვა სახის აქტივობები და კურსები მიმდინარეობს, აქაც დადებითია პასუხი ჩვენი აქტივობების ჩასატარებლად. ამის შემდეგ დავიწყეთ პირველი ფილმის ჩამოტვირთვა ავირჩიეთ ფილმი "ბედნიერებისკენ სწრაფვა" (ქართულად) / The Pursuit of Happiness , საკმაოდ კარგი და საინტერესო ფილმია. ასევე მეგობრების საშუალებით დავუკავშირდით CinéDOC-Tbilisi-ის წარმომადგენლებს, რომლებთანაც მერე შეხვედრაც კი მქონდა, ვესაუბრე პროექტის იდეაზე, იმაზე თუ რა გვაქვს უკვე და სად ვაპირებთ ფილმის ჩვენებების ჩატარებას, შეგვპირდნენ დახმარებას ფილმების მოწოდებაში, ძალიან მოეწონათ ეს იდეა, რადგან მზგავს საქმიანობას ეწევიან თვითონაც, ჩემთვის მაგათთან შეხვედრა იყო ძალიან დადებითი და ემოციებით სავსე. შემპირდნენ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ფილმებს, სოფელი კოსალარისთვის და სამშვილდესთვის. აზერბაიჯანული ფილმი უკვე მე მაქვს სახელწოდებით " წმინდა ძროხა", სხვა ფილმებს ველოდები.შეხვედრაზე გამიზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამომავლოდ კარგი შემოთავაზებიც იყო. სულ ესაა, ჯერ გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი.
Reply
Lusine Dostibegiani მოგესალმებით, მინდა მოკლეთ მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა მოხდა, როცა ორბელიანში გამოვგზავნეთ იდეა. ამ პროექტის იდეა მეგობრებთან ერთად დიდი ხანია გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ორბელიანში გამოგვეგზავნა. იდეა დავწერეთ და გამოვგზავნეთ, ვინც ამის შესახებ იცოდა ყველა გვგულშემატკივრობდა. გავიდა დრო ძალიან ველოდებოდით შემოხმიანებას, ვნერვიულობდით და განვიცდიდით... ერთიც ასტამურის ზარმა გაგვახარა ყველა, ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა, გვექნება პროექტორი ფილმების ჩვენებების მოსაწყობად. ამ ყველაფრის შემდეგ დადგა დრო ორბელიანის ოფისში მივსულიყავით და ხელშეკრულებაზე მოგვეწერა ხელი, იქ ორი ადამიანი იყო ჩემსავით მისული, რომლების იდეებმაც ასევე გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა, რომ ბევრი ცდილობს საკუთარ თემში რამე კარგი საქმე გააკეტოს. ეს ძალიან კარგად ჩანს ორბელიანის პლათფორმაზე, რომ ვადევნებ თვალ-ყურს ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, ძალიან მიხარია და მეც მეძლევა სტიმული ჩემი თემის გააქტიურების და კარგი საქმეების კეთების. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ იდეას, ხელშეკრულებას რომ მოვაწერეთ ხელი, ეხლა ისევ ლოდინი (მაგრამ უკვე ნერვიულობის გარეშე) გვიწევდა სანამ ნივთს (პროექტორს) შეგვიძენდნენ და წამოვიღებდით. პროექტორი უკვე ნაყიდია და თეთრიწყაროშია, ჩვენი მომდევნო ეტაპი კი ესაა: ფილმების შერჩევა/ჩამოტვირთვა; სოფლების სკოლების დირექტორებისათვის წერილების მომზადება; ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის გავრცელება და მათი შეკრება; ფილმის ჩვენებების მოწყობა/დისკუსია. ინფორმაციებს ავტვირთავთ თანდათან. წარმატებები ჩვენ და თქვენც <3
Reply